May 6, 2010

სახალხო მართმადიდებლური მოძრაობა - ვინ არის ეს ხალხი?

მგონი დროა საპატრიარქომ განცხადება გააკეთოს და თქვას რომ ეს ახალი მოძრაობა სახალხო მართმადიდებლური მოძრაობა მათთან არავითარ კავშირში არ არის. ამის გაკთება რაც შეიძლება მალეა საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში ემოციური და რელიგიური ხალხი ცხოვრობს, რომლებიც ადვილად ექცევიან მსგავსი ”სულისკვეთების” ზეგავლენის ქვეშ, მაგრამ თუ ხალხს თავის დროზე ექნებათ ინფორმაცია რომ ეს მოძრაობა საპატრიარქოს კურთხევით არ მოქმედებს და უბრალოდ მართმადიდებლობას თავისი მიზნებისთვის იყენებს, მაშინ იქნებ ცოტა მხარდამჭერი იპოვონ საზოგადოებაში.

რაც აქამდე მოვისმინე და წავიკითე, ეს მოძრაობა ჩანს ნაციონალისტურ, ფაშისტური ხასიათის, არ ვიცი ვინ დგას მათ უკან, ვინც არ უნდა იდგეს არ აქვს მნიშნელობა რადგან თავად ფაქტი ასეთი მოძრაობის არსებობა ჩვენს პატარა ქვეყანაში უკვე დამაფიქრებელია.

პ.ს. ვერ გამიგია საპატრიარქოს მხრიდან სიჩუმე. ხომ გახსოვთ ვიღაც არასრულწლოვანები რომ დაიჭირეს, საპატრიარქო რომ არ ჩარეულიყო და ისინი არ გამოეშვათ, არც კი ვიცი რა შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ ახლა როცა საქმე უფრო სერიოზულადაა და უფრო საშიშია, რატომ დუმან?

ერთ ერთი ლიდერის გამოსვლა

13 comments:

clown said...

უკვე ყელში ამოვიდა მაგათი საქციელი :| :&

Tomushka said...

clown - საშიშები არან. დღეს რომ ვნახე სიუჟეტი სერიოზულად ვამბობ შემეშინდა.

clown said...

ეხლა ვნახე მეც FB-ზე სიუჟეტი და გავოგნდი, ყბა ჩამომივარდა :|

სერიოზული ფსიქოპატები არიან :|

Tomushka said...

clown - აბა რას ვამბობ. საშიში ხალხია!

Anya said...

Yesterday could your parents not read your post
Today I'm not :((

Anya said...

Thanks for telling me !!
Let me now when you find a new job
:))

Keti said...

ვახ.
ეს რა უბედურებაა. მეც მეშინია შედეგების.
თუ საპატრიარქო არაფერს იტყვის, ვიფიქრებ, რომ ეს ყველაფერი მათი ხელშეწყობით ხდება.
ვინ ართმევთ ამ მართლმადიდებლობას, ვერ გავიგე. თუ სავალდებულო უნდა გახდეს?!

Tomushka said...

Anya :* thank you. of course i will write on the blog.

Keti არ ვიცი, მაგი მეც ვიფიქრე სხვათაშორის, არადა თან არ მინდა საპატრიარქო ამ ბინძურ ხალხს დავუკავშირო. არ ვიცი მოკლეთ.

Lord Vader said...

--დროა საპატრიარქომ განცხადება გააკეთოს
ნეტარ არიან მორწმუნენი.

იმედია, საპატრიარქოში არის ხალხი, ვისაც ეს ამბები არ მოწონს,მაგრამ ხმა რომ ამოიღონ - გადატელავენ მაგათაც. და მაგათ პირველ რიგში.

ნუ გვავიწყდება როგორ მოხდა ჩვენი ეკლესიის ეკუმენისტური მოძრაობიდან გამოყვანა. რუსების წაქეზებით კინაღამ სერიოზულლი ბუნტი მოხდა საპატრიარქოში (არადა რუსები თავად მშვენივრად არიან იქ).

ასე რომ - ზოგი იერარქი ხელებს იფშვნეტს და ზოგს კიდევ ურჩევნია არაფერი თქვას.

nick_el_son said...

პოლნი 3.14ზდეც :yes: :|

Lord Vader said...

---აბა არავინ მიხედავს ამ ხალხს?

აი მაგაზე პასუხი არ მაქვს :{
ნორმალურ ქვეყანაში - კანონმა რომ უნდა გააჩეროს კი ვიცი, მაგრამ...

ეს ხელისუფლება რომ მოვიდა, თავიდან ენერგიულად დაიწყო. ბასილ მკალავიშვილი დაიჭირეს კიდეც... ნუ ახლა მეთოდები ცალკე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ სცადა ეს რელიგიური ფაშიზმი შეეჩერებინა და სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით - მოახერხა.

მაგრამ შემდეგ ხელისუფლებამ პოპულარობა დაკარგა (რატომ ახლა ამაზე არაფერს ვამბობ), მაგრამ ფაქტია,რომ რეიტინგი შეუმცირდა და ეშინია არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა.

და გულაშვილის და მმკ-სი უფრო ეშინია, ვიდრე მეორე ფრთის. იმიტომ რომ, პირველები უფრო აგრესიულები არიან და მარტო სიტყვით არ იფარგლებიან (1). მათ უკან მეტი რაოდენობის და კვლავ ბევრად აგრესიული ხალხი დგას (2). საპატრიარქოს მაღალი რეიტინგი აქვს და აშკარა სიმპათიები აქვს მმკ-დმი - სასულიერო პირები მონაწილეობენ მათ აქციებში, მათ შორის ძალადობრივში და საპატრიარქო ვითომ ვერ ამჩნევს ამ საულიერო პირების ქმედებას(3).

ამიტომ, stay where you are now :)

რამხელა კომენტარი გამომივიდა...

აი კიდევ ვიდეო: http://itv.ge/?p=64094
4:50-იდან განსაკუთრებით საინტერესოა.

Keti said...

საბოლოო ჯამში ასეა: ეკლესიას სჭირდება და აქვს ძალაუფლება, ჰყავს მორჩილი მრევლი. სახელმწიფოს სჭირდება მართვის ბერკეტი და რელიგიით დაბინდული ხალხის მართვა კიდევ ადვილია. ილია მეორე იტყვის და ყველა თავს ჩაღუნავს. ვინც არა, მმკ და მეორე – ახალი, ჩააღუნინებს. და თუ ვინმე კიდევ დარჩება, ცოტა იქნება და სათვალავში არ ჩააგდებენ.

tornike said...

ravici me mivesalmebi sworedac drouli iyo msgavsi organizaciis chamoyaliebeba. rato goniat rom pashistebi arian da vsva ertis warmomadgenlebs daxocaven ar rames uzaven ubralod eseni daicaven qartul ideologias rogorc shedzleben.. kidev ratomac mivesalmebi es aris pakti romlmelmac gamagija.. da tqvwen getyvit... .i marneulshi qartul marmadideblur eklesiashi azerbaijanelebi sheirchnen da moitxoves mat sakutrebashi gadacema rom mere mechetat gadeqciat da chvenma yverma mtavrobam araperi igona ro ara sapatriarqo dges qartveli beri ki ar waikitxavda iq saxarebas aramdes muslimi mola daiwyebda yuranis kitvxas.. swored aseti paqtebis axsakvetad arian es bijebi da mec didi siamovnebit davdgqbi mat gverdit ogond im shemtxvevashi tu politikashi ar chereviian politikia binzuri saqema da imedia ar gaisvrebian..