May 4, 2010

ნდაააააააა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორსა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, ანტიმართლმადიდებლურ ქმედებებსა და ახალგაზრდა თაობის მიზანმიმართულად გარყვნაში ადანაშაულებენ.

უნივერსიტეტის რექტორის, გიგი თევზაძის გადადგომისა და ანტიმართლმადიდებლური პროპაგანდის აღკვეთის მოთხოვნით, უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი პროტესტის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტში გამართული ამაზრზენი წიგნის პრეზენტაცია გახდა. აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული წიგნი პირდაპირ არის მიმართული რელიგიის წინააღმდეგ და ახალგაზრდების გარყვნას ემსახურება. გარდა ამისა, სტუდენტები აპროტესტებენ იმ ფაქტსაც, რომ რექტორისგან ითხოვენ უნივერსიტეტში სამლოცველო ოთახის გახსნას, თუმცა მაზე ცინიკური პასუხი მიიღეს და მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

საპროტესტო აქცია სხვადასხვა სტუდენტური ორგანიზაციების, ასევე, სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ორგანიზებით იმართება. აქციას ესწრებიან სასულიერო პირები. აქციას ცოტა ხნის წინ შეუერთდნენ “კონსერვატიული პარტიის” წარმომადგენლები, ლიდერები - ზვიად ძიძიგური და ბიძინა გუჯაბიძე.

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, აქციის მონაწილეების მოთხოვნა აბსოლუტურად სამართლიანია. მისივე თქმით, ანტიმართლმადიდებლური ქმედებები, როგორც ილიას უნივერსიტეტში, ასევე, ზოგადად, უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო სისტემაში ახალგაზრდებში უნდა მოისპოს.

15 comments:

clown said...

ვაი დედა :|


ვინმეს რატომ უნდა დავაძალო გახდეს მართლმადიდებელი? O.o

კიარადა ჩემი რელიგიისკენ რატომ უნდა შემოვაქციო? :|

nick_el_son said...

მეც ვაპირებდი დამეწერა ამის შესახებ, მაგრამ დამეზარა :)

საქართველოში ჯერ კიდევ ისევ ის ცირკია (© ფორმულა 51), ამიტომ არ ღირს ნერვიულობად ;)

Tomushka said...

ნერვიულობაკი არა, რა მიკვირს იცი, კი მშობლები მშობლებად, პოლიტიკოსები ამას იყენებენ, მაგრამ სტუდენტები რამ გადარია?

რელიგია, მართმადიდებლობა ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ის რაც ხდება უკვე რელიგიურობა და რწმენა არაა, არამედ რაღაც ვისკაჩკობა.

lex tempus said...

ყველაფერზე მეტად პოლიტიკოსთა მხრიდან მაღიზიანებს ამ თემებით სპეკულირება :( რატომ ჰგონიათ, რომ თავიანთ მორწმუნეობას თუ გაუსვამენ ხაზს, მაგარი ბიჭები გამოჩნდებიან ამომრჩეველთა თვალში??? ყალთაბანდი მორწმუნეების მეტი რა გვინახავს....

Tomushka said...

lex tempus - მასეა სამწუხაროდ :(

როდრიგო said...

ვაიმე იგივე მოხდა დღეს ჯავახიშვილის წინაც. რა ხდება ვერ გავიგე, მართლა ყველა უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან?

Tomushka said...

როდრიგო - არა,წასვლა რა შუაშია?
უბრალოდ მოყრუება უნდა ისწავლო, მაგრამ ისე რომ იცოდე ვისი სიგიჟე დაიკიდო და ვისას მიაქციო ყურადღება.

YouthJournalist said...

ვიცი ვინც ატარებენ მაგ აქციას. კიდევ ბევრ სიურპრიზს თავაზობენ საზოგადოებას.
ნორმალური ხალხია... უბრალდო მედია არ აქცევს ყურადღებას ამ საკითხს და მარგინალიზაცია ხდება "დაპირისპირებული მხარეების".
ჯობია ჩვენ მაინც დავინტერესთეთ ამ საკითხით ვგულისხმობ ბლოგერებს, თორე სიტუაცია უფრო გაფუჭდება.

Lord Vader said...

დეჟავიუ.
ზუსტად შარშან მაისში იგივე ხდებოდა.

მაგრამ ახლა არჩევნებია და ხელისუფლებას დიდი ცდუნება აქვს თევზაძე შეწიროს და ეროვნული და მორწმუნე გამოჩნდეს.
მგონი, შორენაც მაგის გამო დახურეს.

Tomushka said...

YouthJournalist- სამწუხაროდ მე ვერ მოვახერხებ ამას, შენ თუ მოახერხებ და დაწერ სადმე, სიამოვნებით წავიკითავ.

ისე უნივერსიტეტში ან ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებაში (სასულიეროს გარდა) სამლოცველო კუთხე არ მომწონს. მაშინ მასე გავხსნათ სინაგოგა და მეჩეთის კუთხეები უნვიერსიტეტებში?

ლიშთოთა said...

"რელიგია, მართმადიდებლობა ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ის რაც ხდება უკვე რელიგიურობა და რწმენა არაა, არამედ რაღაც ვისკაჩკობა."

თავს ნუ იტყუებთ

Tomushka said...

ლიშთოთა - ratom vityuebt?

Keti said...

დეისაძის წიგნის გამო, არა? არადა რეკლამას ისე უკეთებენ, რომ ვერც ხვდებიან... დიდი არაფერი, როგორც ლიტერატურა.


აი, აქციაზე კი: ხვდებიან მაინც, რომ არამართლმადიდებლების უფლებებს არღვევენ მსგავსი მოთხოვნებით? მაშინ ოთახები უნდა გამოიყოს მუსულმანებისთვის, კათოლიკეებისთვის და ა. შ. ისინი მორწმუნეები არ არიან?
ცოტა ადგილი გვაქვს სალოცავად? მაინც და მაინც სპეციალური ოთახიდან მიიღებს უფალი თხოვნას? სასწავლებლის დანიშნულება რა არის?
მე არ მესმის, მოქალაქემ რა უფლებით უნდა მოთხოვო წიგნის მაღაზიას რაიმე სახის წიგნის არგაყიდვა.
საინტერესოა, რომ ჩვენში გენიტალიების აღმნიშვნელი სიტყვების წაკითხვისას ღიზიანდებიან, მაშინ როცა იგივეს დღეში ათასჯერ გამოთქვამენ ან ისმენენ ყოველგვარი პროტესტის გრძნობის გარეშე.

Tomushka said...

Keti მარტო გაღიზიანებ რომ იყოს კიდე ხო, თან რელიგიურ ტექსტებთან აკავშირებენ, ნახე ზემოთ რომ დავდე პოსტი.

სიმართლე გითხრა ასე მგონია ამ აქციების წამომწყებ ადამიანებს არ ადარდებთ რას აპროტესტებენ რადგან პროტესტი მათი ცხოვრების წესი გახდა.

Keti said...

ჰო, ცხოვრების წესია უკვე, პოზიცია კი: "ჩვენი აზრი ჭეშმარიტებაა".