May 6, 2010

As Hope Dies, I Die With it

ამ ბოლო დღეებს ანალიზში ვატარებ, ან ვბერდები ან ვიჟდები თავად გადაწყვიტეთ მაგრამ ფაქტია ვფიქრობ იმ გზაზე რომელმაც აქამდე მომიყვანა.

ბევრი რამ ადვილად მივიღე, საჩუქარივით რომ მოგცემენ გახსნი მაგრამ მერე მოფრთხილება და შენახვა რომ უნდა, ბევრი რამ კი დიდი შრომის ფასად დამჯდა. არაფერი განსაკუთრებული, ყველა ასე ვართ, ყველა რაღაცისთვის ვიბრძვით, ზოგჯერ ვაგებთ ზოგჯერ ვიგებთ, არ აქვს მნიშვნლობა იმიტომ რომ რაც არ გკლავს გაძლიერებს, ასეთია ჩემი რწმენა.

მეც ძლიერი გავხდი, ყველანაირად განსაკუთრებით კი ემოციურად, მაგრამ არის რაღაც რაც ძალიან გულს მწყვეტს და მასევდიანებს, მთელი ჩემ გამოცდილება რომელიც არც ისე ”ღარიბია” აქ არავის სჭირდება, მიუხედავად იმისა რომ ნამდვილად ბევრად მეტი ვიცი და გამიკეთებია ვიდრე ჩემთვის სასურველ ვაკანსიაში ითხოვენ. დისკრიმინაციაა? არ ვიცი, ალბათ კი. რატომ განვიცდი ამას ასე ძალიან? იმიტომ რომ ჩემნაირი ადამიანისთვის სამსახური ყველაეფერია, ზოგი მუშაობს ფულის გამო, ზოგი იმიტომ რომ მეტი საქმე არაფერი აქვს, მაგრამ მე ვსულდგმულობ სამსახურით.

Eng:
Sometimes it feels like I am discriminated.

Since 18 I Have always doing something, and for this moment I can say that I have quite an experience, but nobody wants it here, that's why I think about the last work place, amazing company with amazing people. Can not stop thinking that I was needed there, respected as a professional and as a person. I hear how my former boss said "u are very valuable for the company, so please decide how much salary would u like to have", for me these word were the best appraisal for the job I was doing. But now, nobody needs my experience and knowledge, it is very difficult for such person as I am, becasue despite everything, the meaning of my life is to have an interesting work.

But, do I regret that I have left the company? No! I do not! I am just sad becasue I do not work, but I am very optimist - As Hope Dies, I Die With it :)

8 comments:

Sophie Golden said...

კარგად ვერ გავიგე, რას გულისხმობ. სამსახურით როგორ სულდგმულობ, თუ არ მუშაობ? თუ მუშაობა გინდა, მოძებნე რამე, თუნდაც სულ უბრალო. დღევანდელ დღეს ძალიან რთულია კარგი სამსახურის შოვნა, მიუხედავად იმისა, რამდენი იცი. ცოდნა ჰკიდიათ, ხომ იცი, უფრო სხვა რაღაც უნდა გქონდეს, ჩვენში "ფხას" რომ ეძახიან ;) უნდა გამოიჩინო ეგ ფხა, ჩემო ტომუშკა, პა დრუგომუ ნევაზმოჟნა ;)

Tomushka said...

Sophie Golden - ზოგადად ვამბობ რომ სამსახურით ვსულდგმულობ, როგორც იდეა.

სულ უბრალო ანუ რაც იქნება არ მინდა, იმიტომ რომ სულ უბრალოზე მხოლოდ დრო დამეკარგება და სწავლაში კიდე ჩამოვრჩები. ისეთი მინდა რომელიც ჩემ სფეროშია, გინდაც ძალიან ცუდად ანაზღაურებადი/ თუნდაც უფასო პრაქტიკა მაგრამ ისეთი რომ სწავლას რომ მოვრჩები წამადგეს.

Katieé.Ge said...

You never give up, do you ? :)
ეძებე და აუცილებლად იპოვი, თან რომ არ ელი მაშინ. სულ ასე ხდება :)
იმედი და ოპტიმიზმი ყველაზე დიდი მოტივატორია :)

clown said...

ეგ ყველას უნდა :შ

ხოდა წარმატებებიი ^_^

Tomushka said...

Katieé.Ge - მადლობა :)

clown - მეც მაგას ვამბობ რომ განსაკუთრებული არაფერი მინდა, მინდა ის რაც ყველას სურს აზრიანი სამსახური, და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია.

Anya said...

I hope you will find interesting work.....

:))

Keti said...

წარმატებები! ეცადე.... :)

Deepak Acharya said...

We all live in hope :)