May 9, 2010

სამი მიზეზი თუ რატომ არის 9 მაისი მნიშვნელოვანი თარიღი!

9 მაისი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, არა მხოლოდ იმიტომ რომ მოხდა ფაშიზმზე გამარჯვება, არა მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი პატარა დისშვილის დაბადების დღეა - ორი წელია უკვე რაც გვიხარებს გულს , არამედ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის გამო. 1960 წლის 9 მაისს აშშ -ში პირველად დაიწყო კომბინირებული და კონტრაცეფტიული აბების გაყიდვა.

1960 წლიდან ქალს უკვე შეუძლია აკონტროლოს საკუთარი ფერტილობა, დაგეგმოს მომავალი კარიერა და ოჯახი, იმუშაოს, ისწავლოს. ეს ყველაფერი კი გენდერული რევოლუციის საწყისია. აბების მიღება დღეში ერთელ დილაობით ხდებოდა, და მთელი დღის გამავლობაში მომხმარებლები დაცულად გრძნობდნენ თავს. აღმოჩნდა რომ პრევენციული აბების მოხმარებამ ასევე საგრძნობლად შეამცირა აბორტების რაოდენობა, რადგან ქალები თავიდან იცილებდნენ არასასურველ ორუსლობას ფერტილობის კონტროლის გზით.

მედიკამენტები ჰორმონალური იყო, და მომხმარებლებში ბევრ უკუჩვენებას იწვევდა. მაგრამ დღესდღეობით იმდენად დაიხვეწა პრეპარატები, რომ უკუჩვენებების ალბათობა ძალიან დაბალია, თან მათი შერჩევა ხდება ექიმის მიერ, ინდივიდუალური ფიზიოლოგიური და ბილოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე.

არასასიამოვნო მხარე აბების მიღებასთან დაკავშირებით არის ის რომ წამალი ყოველთვის ერთიდაიგივე დროს უნდა მიიღოთ, თავი აარიდოთ ალკოჰოლს და ნიკოტინს, მეტი არაფერი. დაცულობის გარანტია მაღალია.

დაიცავით თავი და თქვენი ურთიერთობაც დაცული იქნება გაუთვალიწინებელი შედეგებისაგან.

Eng:
the post is about combined and contraceptive pills and what consequence do they have. How these pills have changed the millions of women' lives. To be able to control own fertility means that a woman can have long term goals, study and have plans for carrier and family.

7 comments:

თათია said...

9 მაისს ამერიკაში ყველაზე მეტად დედების დღეს აღნიშნავენ :)

Anya said...

The invention of the century !!!!
We cannot without ..... :))
Very important for all womans.

Tomushka said...

Anya -exactly Ö=

თათია - კონტრაცეფტივების მხრივ, ამ დრეს არსად აღნიშნავენ, უბრალოდ ვფიქრობ რომ თავად ეს მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია.

გილოცავ დედის დღეს, ჯერ არ ხარ მაგრამ მალე ხო იქნები :) ისე რა მაგარია ორი დედის დღე გექნება 3 მარტი ჩვენებურად და 9 მაისი ამერიკულად :)

Sophie Golden said...

@ თათია, აბა რას იზამენ :ლოლ: ხო არ იტყვიან, საბჭოთა კავშირმა კლასი გვაჩვენა ბერლინშიო :P

კონტრაცეპტივების დროა, ტომა? პირიქით, ასეთი დემაგოგია უნდა იყოს: Be fruitful and MULTIPLY!!!!!!!!!!!!!!!!!!

Ladybird said...

Tomushka, mmk-m ar gaigos am postis shesaxeb, tore chagqolaven :D

Lord Vader said...

დედების და კონტრეცეპტივების დღეების დამთხვევა მართლაც რომ სიმბოლურია :)
ღმერთს იუმორის გრძნობა ნამდვილად აქვს.

ისე, 2 მიზეზი გამოვიდა. :)
ფაშიზმზე გამარჯვების დღე სინამდვილეში ხომ 8 მაისია.

Tomushka said...

Lord Vader არ ვიცოდი. არც კი გამიგია.