Apr 7, 2010

Three Monkeys Position

”მე ვიცნობ ერთ კაცს, რომელიც სახლში თავის არასულწლოვან გერ შვილს აუპატიურებს, ცოლს ცემს და აგინებს. ის კაცი ვინაა? ხო არის ის.” ეს არის ციტატა ერთ ერთი თემიდან ფორუმის ფსიქოლოგიის განყოფილებაში. არ ვიცი ვინ დაწერა, არც ის ვიცი რა რეაქცია მოყვა სხვა წევრებისაგან მაგრამ ჩემი რეაქცია იყო ”თუ შენ მართლა იცნობ ამ ადამიანს და მილიციაში არ აცხადებ, იმ კაცზე მეტად დამნაშავე ხარ!”

მინდა ამ თემაში ოჯახური ძალადობა განვიხილოთ, ყვირილი, ჩხუბი და ა.შ. არა, არამედ სერიოზული ძალადობა რომელიც ჩემს მიერ დაწერილ ციტატაშია მოცემული. რა უნდა ქნა იმ შემთხვევაში როცა იცნობ ”ერთ კაცს, რომელიც სახლში თავის არასულწლოვან გერ შვილს აუპატიურებს, ცოლს ცემს და აგინებს” ?

რაღაცნაირი დილემაა ხომ? დარეკო მილიციაში? ვინ ხარ შენ, ვიღაც უცხო ადამიანი, ან რატომ ხარ დარწმუნებული რომ ის რასაც ფიქრობ სიმართლეა. არ დარეკო? ვაიდა მართალია ეს ყველაფერი და ეს ვიღაც სიცოცხლეს უმწარებს ადამიანებს? ამიტომ ძალიან მინდა გავიგო თქვენი პასუხი - რა ვქნათ როცა ვიცით რომ ოჯახში საშინელი მოძალადეა?

Eng:
The post is about family violence. Recently, I have read on one of the georgian forums how a user was writing "I know a men, who rapes his stepdaughter and hits his wife every day". I do not know, what other users have answers but my answer was "if you really know such man and you do not call a police, than you are more criminal than this man". A really, in EU it is different, if you know such cases, you can call the police, but in Georgia, family violence is taboo, nobody speaks about it and people are in "three monkeys position".

So I have a question, what to do if you really know "
a men, who rapes his stepdaughter and hits his wife every day"

10 comments:

Keti said...

მე არ მგონია, ის რაც დაწერეს, მთლად მართალი. შეიძლება ჩხუბის ხმა გამოდის, მაგრამ დეტალების გაგება რთულია, თუ თვითონ დაზარალებული არ იტყვის...
აი, ცოლის პოზიცია მაკვირვებს, საერთოდ ქალების, რომლებიც იტანენ ძალადობას. თან თუ იცი, რომ შვილი ასე გყავს...
ასეთი ისტორია ხომ აჩვენეს ტელევიზიით რამდენიმე თვის წინ? საკუთარი შვილი დააფეხმძიმა მამამ... დედამ და ძმამ იცოდნენ და ჩუმად იყვნენ. გოგო 13 თუ 14 წლის.

რა თქმა უნდა, როცა იცი, რომ ვირაც უმწეო მსხვერპლია, უნდა დაეხმარო.

Tomushka said...

Keti - ქალები როგორც წესი სუსტი ადამიანები არიან და ბოლოს ყველაფერი სულერთი ხდება მათთვის. რაღაც მხრივ დამოკიდებულებიც ხდებიან მოძალადე ქმარზე, და თავად ძალადობაზე. ვიცი უცნაურად ჟღერს მაგრამ ასეა.

გარდა ამისა მოძალადეები ძალიან ძლიერი ფსიქოლოგები არიან, ატერორებენ ოჯახის წევრებს, არა არტო ფიზიკურად არამედ მორალურად და ფსიქოლოგიურადაც. ხომ ხვდები რა ადვილია შედეგის მიღწევა როცა სუსტ ადამიანთან გაქვს საქმე?

შენ რაც დაწერე იმ შემთხვევაში, საიდან ”გაჟონა” ინფორმაციამ?

clown said...

საშინელი სიტუაციაა..
მაგრამ პირადად მე უცხოს ოჯახში ჩარევისგან თავს შევიკავებდი :შ

არავინ არ იცის ვის ოჯახში რა ხდება :შ

თუ ეგრეა კიდე, შეიძლება ცოლი ფსიქოლოგიურად იმდენადაა დაცემული, რომ ვერ ბედავს...
ეგეთ სიტუაციაში ვერ მოვთხოვთ, რომ მილიციაში წასვლა გაბედოს..

მაგასაც დიდი გამბედაობა უნდა :|

Sophie Golden said...

ქეთის არ იყოს, ძნელია გაიგო რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეგ ფაქტი, თუ თვითონ დაზარალებული არ იტყვის.

სამწუხაროდ, ჩვენთან არ არის განვითარებული საზოგადოებრივი ინსტიტუტი, თუ როგორც ჰქვია, რომ ასეთ ფაქტზე დარეკო :| მერე ისევ მსხვერპლი მოგვარდება და გაგლანძღავს.

მეცოდებიან ასეთი ადამიანები, აუცილებლად უნდა დავეხმაროთ მათ, მაგრამ ძალიან ძნელია. ოფიციალური სოციალური სამსახურები უნდა არსებობდეს, აუცილებლად ანონიმური.

მე ვუთხარი ერთ ქალს, რომელიც თავის პატარა ბავშვს სასტიკად სცემდა აეროპორტში და ლამის მეც მცემა, ამის მერე დათა თუთაშხიასავით უკან ვიხევ.

Keti said...

ტომუშკა, უცნაურად ჟღერს და თან არც მიკვირს... მართლა მასეა, მგონი.

იმ სიუჟეტში მეზობლებიც აჩვენეს (ვითომ ფარული ჩანაწერი იყო, მაგრამ მათი სახეები ჩანდა და ეს კიდევ სხვა სამსჯელო თემაა). მათ იცოდნენ ამ ფაქტის შესახებ და გოგოს სდებდნენ ბრალს – რატომ არ ითხოვა დახმარებაო. თან გოგო როცა დაფეხმძიმდა, ვეღარ დამალეს მგონი..
ზუსტად აღარ მახსოვს დეტალები, რამდენიმე თვის წინ იყო.

Tomushka said...

როდრიგო - ძალიან მინდა მაგ ფილმის ყურება, ვერ მოვახერხე ჯერ ჯერობით.

Sophie Golden - ცემა ცემად, მაგრამ მამინაცვალი რომ აუპატიურებს მგონი კიდევ უფრო მძიმეა. საბედნიეროდ დიდი ხანია არ მინახია ვინმე ბავშვს სცემდეს ქუჩაში, ვერ გაბედავენ იმიტომ რომ იციან პრობლემები შეექმნებათ. თან ვინც დაწერა, ის ამბობს რომ ზუსტად იცის.

Keti - ეგ დაუცველობა კიდე სხვა საკითხია, საკმაოდ მტკივნეული და პრობლემური.


არ ვიცი რა, როდესმე გვეშველება რამე? ფატია რომ ხალხი თუ არ ამოქმედდება, სულ იატაკ ქვეშ იქნება მსგავსი რამეები.

Keti said...

ვისაც შეუძლია, აუცილებლად უნდა დაეხმაროს ასეთ ადამიანებს. მათ ფსიქოლოგიური დახმარებაც სჭირდებათ. ფაქტებს ძირითადად მოძალადის შიშის გამო მალავენ, კიდევ საზოგადოებრივი აზრის გამო. მოძალადე რომ დაისაჯოს კიდეც, ოდესმე აუცილებლად გათავისუფლდება და ამ "ოდესმეს" შიშიც აქვთ მსხვერპლებს... ამიტომ მგონია, ძალადობის პირველივე შემთხვევისთანავე უნდა შეწყვიტონ ეს კავშირი... საკუთარი უფლებები ბავშვებმაც უნდა იცოდნენ, მოკლედ იმდენი რამეა – ჯაჭვივით არის ერთმანეთზე აწყობილი..
სპეციალური ორგანიზაციებიც უნდა არსებობდეს, სადაც მიმართავენ, კონსულტაციას და დახმარებას მიიღებენ. თუ იმედი ექნებათ, მგონი კიდეც მივლენ.

Tomushka said...

Keti - არის სამსახურები რომლებიც ეხამრებიან ძალადობის მსხვერპლ ქალებს. ჩვენთან არის და საკმაოდ კარგადაც მუშაობენ. სანამ ამ სამსახურებამდე მივა საქმე მანამდეა პრობლემა, ეს ტელევიზია ხო ყველგან გაჩხირულია და მერე კიდე უაზრო ხალხი.

სამწუხაროდ ბევრმა არც კი იცის ამ სამსახურების შესახებ, და ეგაა პრობლემა. და რაც კიდე ვუფრო სამწუხაროა, ე.წ. ფსიქოლოგებისაგან ისეთი კომენტარები ვნახე, ძალიან, ძალიან მიჭირს თავი შევიკავო რომ არ გადავუარო. ახლაც კი ეკლებზე ვარ.

Keti said...

მართალი ხარ! რამდენი პრობლემა გამოჩნდა თუნდაც ამ კომენტარებში!

ეგ – ფსიქოლოგების ამბავი კიდევ – იმ სინამდვილის ერთ–ერთი ნაწილია, რომ ჩვენთან პროფესიონალების მოძებნა ჭირს. ძალიან ცოტა გვყავს და არის დარგები, რომლებიც უბრალოდ აღარც ვითარდება, რადგან შესწავლის მსურველი არაა. ყველას არჩევანი 3-4 პროფესიის გარშემო ტრიალებს (იქ მაინც იყვნენ კარგები, მაგრამ ეგაც იშვიათია)...

A_I said...

საერთოდ მიმაჩნია რომ მოქალაქის ვალია მასეთი ეჭვები პოლიციას შეატყობინოს. ამითი არაფერი დაშავდება, თან ანონიმურობის დაცვა შეიძლება (ეს იმათთვის ვისაც პოლიციასთან ურთიერთობა "უტყდება"). ცემა და მითუმეტეს არასრულწლოვანის გაუპატიურება მძიმე დანაშაულები არის და ამის არგამხელა თანამონაწილეობის ტოლფასად მიმაჩნია.

არგუმენტი "სხვისი ოჯახის საქმეებში არ ვერევი" ამ შემთხვევაში ჩემთვის მიუღებელია.