Tamaskan dog სწორედ ის ძაღლია რომელიც მინდა. ლეკვის აქ შოვნა როგორ გამოვა არ ვიცი, მაგრამ საბედნიეროდ ძაღლის სამშობლო ფინეთი აქვე ახლოსაა და ყოველთვის შეიძლება წასვლა და ლეკვის ყიდვა.
ლეკვის ფასი 800$ დან იწყება. ჩვეულებრივი ფასია, ლაბრადორიც ამდენი ღირს, სპანიელიც და კავკასიურიც, ზოგჯერ კი უფრო მეტიც. წავიკითხე რომ საშინლად თბილები არიან. მათი დამყოლი ხასიათის გამო ადვილია წვრთნა. ძაღლებს დამხმარე და მაშველ ძაღლებად ზრდან, მათი ძალიან კარგი ყნოსვის და სტამინას გამო. ერთი უარყოფითი თვისება ხასიათში ის ეწერათ, რომ რადგან ძალიან უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, თუ ყურადღება აკლდებათ დესტრუქციულ ქცევას მიმართავენ, ანადგურებენ ნივთებს.
დაუჯერებელია ხომ? მგელს გავს მაგრამ სინამდვილეში უთბილესი და უკეთილესი ძაღლია. კიდევ წერდნენ რომ ჰასკისაგან და მალამუტისაგან განსხვავებით ადვილად ემორჩილებიან წვრთნას, საყელურს, და ა.შ. სულ რამოდნიმე გამეორებაა საჭირო რომ ძაღლმა ისწავლოს ძირითადი ბრძანებები.ეს ჯიში ჩემთვის ახალი აღმოჩენაა და სიმართლე გითხრათ ველოდები იმ დღეს როცა მუშაობას დავიწყებ რომ შევძლო ძაღლის ყიდვა და რჩენა.
Eng:
Shortly - I WANT TO HAVE A TAMASKAN DOG!!!
12 comments:
ძალიან ლამაზია <3
ოო..
მერე ფოტოები დადე, რომ იყიდი.. :)
ახლა მითრა ჩემმა ჯგუფელმა რომ 15 000 კრონიდან (დაახლოებიტ 1500 ევროა) ინება ფასიო. ისეთივე ფასი აქვს რაც ლაბრადორებს.
მუშაობა რომ დამაწყებინა კი მოვაგროვებდი წელიწადში ამდენ ფულს.
dzalian sayvareli dzaglia. tan saxelitac shegefereba, Tomushka da Tamaskan - ragac kargad iritmeba ;)
Ladybird :D როცა ვიყიდი ლექსსს დავწერ რითმში :D
ოფიციალურად არ ყოფილა ეს ძაღლი აღიარებული მსოფლიო კინოლოგთა ასოციაციის მიერ, მაგრამ რა მადარდებს, გამოფენებისათვის მაინც არ მინდა :)
საინტერესოა - სპანიელები და ლაბრადორები მეც მიყვარს. ისევე როგორც ნაგაზები. ჩვენიც და სხვისიც. მსგავსი ძაღლური გემოვნება გვქონია.
აი ეს ძაღლი თუ იცი? http://bit.ly/cqzrvu
Lord Vader - samoedi :)magram chemtvis eg ubraod lamazi dzaglia, me ar meyoleba ise ki mixaria xolme quchashi rom vxedav :)
samoedze amboben, dzaglis sakidlad tu caxvedi da shemtxvevit asmoedi tu dainaxxe magaziashi, shansi araa ctunebas gaudzlo da ar ikidovo, iseti sakvrlebi kofilan lekvebi.
ჰო, ლეკვი ძაან მაგარი ტიპია ჩამოყტილი ყურებით. :)
ისე, ჰასკი და მალამუტი, ისევე როგორც სამოედი ჯიუტები რომ არიან არც ეგაა ცუდი. ჯიუტი მაშინაა ცუდი, როცა შტერი და შეუგნებელია. :) ამათ უბრალოდ, თავისებური მიდგომა უნდა. სხვა ჯიშებიცაა ეგეთი. შოტლანდიური ტერიერიც ძალიან ჯიუტია, უფროსი-უმცროსი დამოკიდებულება არ უყვარს. უნდა დაუმეგობრდე და მაშინ სრული ურთიერთგაგება დამყარდება. :)
Lord Vader 5- მარტი ჯიუტი არაა პრობლემა. ბევრი წერს რომ ხმაურიანები არიან, ”სიმღერა ” ყვარებიათ :D
მერე კიდე წერდნენ (არ მახსოვს ჰასკიზე თუ მალამუტზე) რომ ბეწვს თითქმის სულ იცვლიან, სხვა ძაღლები კიდე ხო იცი წელიწადში ორჯერ იცვლიან.
ისე ბეწვი მაფიქრებს, ხანდახან პორტუგალიურ წყლის ძაღლზეც ”წამიცდება” ხოლმე ფიქრები, მაგრამ რაღაც ჩემი ტიპი არაა ეგ ძაღლი, მიუხედავად მისი გადასარევი თვისებისა რომ ბეწვი არ სცვივა.
რა მხიარული მზერა აქვს :) ძალიან მომეწონა, მგელს მართლა როგორ ჰგავს!
გისურვებ, მალე შეიძინო :)
Keti მხიარულია, მგელსაც გავს მაგრამ მგლის არაფერი აქვს, ან იმდენივე რაც სხვა ჯიშებს :)
მადლობა, მეც ძალიან მინდა.
nice :)
Post a Comment