Apr 10, 2010

R.I.P. ლეხ კაჩინსკი

პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი 60 წლის ასაკში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. სმოლენსკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაიღუპნენ პრეზიდენტის მეუღლე მარია კაჩინსკი, პოლონეთის მაღალი თანამდებობის პირები, ჟურნალისტები, სამღვდელოების წარმომადგენლები.

თვითმფრინავმა ტუ-154, რომელიც რეისს ვარშავა-სმოლენსკის მიმართულებით ასრულებდა, კატასტროფა დღეს, 10.56 საათზე განიცადა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თვითმფრინავში 100-დან 132-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ავაკატსტროფის დროს ყველა მგზავრი დაიღუპა. წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავი სმოლენსკში, დაშვების დროს ჩამოვარდა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია, თუმცა პოლონურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის დაშვების დროს ძლიერი ნისლი იყო. ლაინერი ხეებს წამოედო და დასაფრენი ბილიკიდან ერთ კილომეტრში ჩამოვარდა. რუსული საინფორმაციო საშუალებები ეკიპაჟის შეცდომაზეც საუბრობენ.

პრეზიდენტის თვითმფრინავის კატასტროფას პოლონური საგამოძიებო კომისია დამოუკიდებლად შეისწავლის. შეიქმნა რუსული საგამოძიებო კომისიაც, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს. ტრაგედიიდან რამდენიმე საათში ტუ-154-ის ორივე ’’შავი ყუთი’’ იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ცხედარსაც მიაკვლიეს. ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასწრებად მიდიოდა.

კატინის ტრაგედიის დროს წითელმა არმიამ ათასობით პოლონელი დახვრიტა. პოლონური მედიის ცნობით, ლეხ კაჩინსკისთვის კატინის ტრაგედიის მსხვერპლთათვის საკადრისი პატივის მიგება პირადი ღირსების საკითხი იყო. პრეზიდენტის გარდაცვალების გამო პოლონეთში 7-დღიანი გლოვა გამოცხადა. ლეხ კაჩინსკისა და პოლონური დელეგაციის ტრაგიკულად დაღუპვასთან დაკავშირებით მსოფლიოს სახვადასხვა ქვეყნების ლიდერი და საერთაშორისო საზოგადეობა მწუხარებას გამოთქვამს.

ლეხ კაჩინსკის “განსაკუთრებული ურთიერთობები” ქონდა რუსეთთან - პრეზიდენტობის ხუთი წლის განმავლობაში არც ერთხელ არ ჩასულა მოსკოვში. მიაჩნდა, რომ რუსეთი პოლონეთს გავლენის სფეროდ და არა პარტნიორად განიხილავდა.

7 comments:

Keti said...

ძალიან სამწუხარო ამბავია :(

Da-v-iD said...

დიდი დანაკარგია პოლონელი ერისათვის და საქართველოსთვისაც.
თანაც ძალიან უდროოდ.
ცუდი რაღაცეები ხდება

vasasi said...

მე..

გაოგნებული ვარ..

რ ვიცი, რა ვთქვა...

ყველაზე დიდი მხარდამჭერი დავკარგეთ.

Anya said...

I cannot read who is RIP :(
I send you positive power to go on

Tomushka said...

The president of Poland.

Kate said...

დღეს გავიგე შუადღეს და ძალიან გული დამწყდა.
ძალიან სამწუხარო ამბავია :(((

ლოლიკა said...

მოხდა საშინელება. კატინმა ისევ მოითხოვა მსხვერპლი. ისევ პოლონელები :(