Apr 24, 2010

Moussaka -გემრიელი და ადვილი :)

დღეს ერთი ძალიან გემრიელი კერძი მინდა შემოგთავაზოთ, კერძოდ კი მუსაკა. ვიკიპედიას რომ გადავხედე მთლად დავიბენი. სიმართლე გითხრათ ეს კერძი ბერძნული მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ის არაბულ და თურქულ სამზარეულოში ფრიად გავრცელებული ყოფილა. მაგრამ ჩვენში რომ დარჩეს, რა მნიშვნელობა აქვს საიდან არის კერძი თუ ის გემრიელია?

კერძის მომზადებას დავწერ ისე, როგორც მე ვამზადებ. დამიჯერეთ ბევრდ იოლია ვიდრე ორიგინალში წერია. აბა დავიწყოთ ახლა მიმდევრობით.

1. ბადრიჯნის დამუშავება: 1 კილოგრამი ბადრიჯანი გავრეცხოთ (ასევე წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ იგივე რაოდენობის ყაბაყი, ან თხელ ფენებად დაჭრილი კარტოფილი, ამ უკანასკნელს დამარილება არ დასჭირდება ოღონდ), დავჭრათ რგოლებად, ჩავყაროთ თასში, დავაყაროთ მარილი და დავივიწყოთ ნახევარი საათით.

2. ფარშის მომზადება: ავიღოთ 3 საშუალო ზომის ხახვი, დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ ზეთში. დავამატოთ ნახევარი კილოგრამი ფარში (ღორის, ცხვრის, ძროხის როგორც გინდათ). ვშუშოთ კარგად ასე 15 წუთი და შემდეგ დავამატოთ პომიდვრის პიურე 250 მლ. თუ გსურთ თავად მოამზადეთ, თუ არადა მაღაზიაში იყიდეთ. ხორცი უნდა შევანელოთ მარილით, მუსკატის კაკალით და დარიჩინით. თუ ეს სუნელები არ გაქვთ პილპილი, ოდნავ ნიორი და მარილი მიეცით. როცა ტაფიდან წყალი ამოშრება გადმოიღეთ ქურიდან.

3. ბადრიჯანის ძირი : 30 წუთის გასვლის შემდეგ, ჩვენი მარილიანი ბადრიჯანი გავრეცხოთ და გავწუროთ კარგად. ავიღოთ ცეცხლგამძლე ღრმა ჭურჭელი (სასურველია საშუალო სიდიდის თორემ თხელი მუსაკა გამოვა) მოვასხათ ოდნავ ზეთი და ბადრიჯანი მოვაწყოთ. შევდოთ ღუმელში 250 გრადუსზე 15- 20 წუთით, დროის გასვლის შემდეგ გამოვიღოთ.

4. მოვამზადოთ ბეშამელის სოუსი. წინასწარ გავხეხოთ 50 გრამი ყველი, ავთქვიფოთ ორი ცალი კვერცხი. ავიღოთ საშუალო ზომის ქვაბი და დავდგათ ნელ ცეცხლზე. ჩავაგდოთ 50 გრამი კარაქი, დავაყაროთ 60 გრამი ფქვილი. ძააალიან ნელ ცეცხლზე ურიეთ ეს მასა ერთმანეთში. კარაქი რომ დადნება დავამატოთ ნახევარი ლიტრი რძე და ავუწიოთ ცეცხლს. სოუსს სულ უნდა ვურიოთ რომ არ მიიწვას. როცა სოუსი შესქელდება და ვულკანივით ათუხთუხდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავამატოთ მარილი, მუსკატის კაკალი და პილპილი, ჩავასხათ კვერცხი და ძააალიან სწრაფად ვურიოთ, ჩავამატოთ ჩვენი ყველიც.

5. საბოლოო სახე: ჩვენ ბადრიჯანზე თანაბრად გავშალოთ წინასწარ მომზადებული ფარში, ასევე თანაბრად მოვასხათ ბეშამელის სოუსი. თუ გაქვთ სასურველია თავზე მოაყაროთ დაფშხვნილი სუხარი, თუ არ გაქვთ არ იდარდოთ. ეს მასა შევდოთ ღუმელში და 30 წუთის განმავლობაში 200 გრადუს ტემპერატურაზე ვაცხოთ.

გემრიელად მიირთვით :)


8 comments:

Deepak Acharya said...

must be yummy, I guess :)

Tomushka said...

mm, yes it is :)
I did not write the recipe in english becasue u can always find it in net, plus my english is not such good :)

Deepak Acharya said...

Your English is pretty good :) So dun't worry :)

Na[Na]Ko said...

ვაიმე, მომინდა! :X :S :X :S

clown said...

მმმმ..... :შ

ნან said...

გამაჟრიალა... უგემრიელესი კერძია, მეც ბერძნული მეგონა.
დიდი მადლობა რეცეპტისთვის, სულ მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ ბეშამელის მომზადება არ ვიცოდი. გაიხარე, მაგარი კულინარის დღიური გაქვს

Sophie Golden said...

კარგი საჭმელია და ბერძნულია, აბა რა ჯანდაბურია. ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს ეკუთვნის, მოკლედ. შენს სურათზე ცოტა სხვანაირად გამოიყურება, საბერძნეთში მე სხვანაირი მაქვს ნაჭამი. გემრიელი რამეა, მაგრამ ბადრიჯანი და პომიდორი დიდად არ შთამაგონებს, ტოლმა ჯობია მილიონჯერ!

shu84 said...

gemrielia dzalian mikvars,zemodan magas krems uketeben besameli kvia da. Mousaka ine Elliniko fai:)))