Apr 28, 2010

Killer Pie - გემრიელი ღვეზელი :)

ამ ნამცხვრის გამოცხობის შთაგონება მივიღე ერთი ძალიან ცნობილი უნგრული კერძისაგან რომელიც ბატის ღვიძლით მზდება. კერძს სოუსად აქვს ვაშლისა და წაბლის ნაზავი კონიაკით ხან ღვინოთ, ხოდა ვიფიქრე, თუ სოუსი ასეთი გემრიელია ღვიძლთან ერთად, რატომ არ შეიძლება მისი ნამცხვრად გადაქცევა? და აგერ დღეს გთავაზობთ ექსპერიმენტის შედეგს.

ღვეზელისათვის ძალიან მარტივი ინგიდიენტებია საჭირო, ისეთი რომ ყველა ოჯახში მოიპოვება ნებისმიერ დღეს :) საბოლოოდ თქვენ აი ასეთი ნამცხვარი გექნებათ :)
1. მოვზილოთ ცომი: 2 ცალი კვერცხი ავთქვიფოთ 200 გრამ კარგად დარბლებულ კარაქთან და 100 გრამ შაქართან ერთად. დავამატოთ 3-4 ს.კ. იოგურტი ან მაწონი. მწიკვი სოდა ან ნახევარი ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი, ნახევარი ლიმონის ცედრა. კარგად ავურიოთ და ნელ ნელა ფქვილი შევაზილოთ. ისეთი ცომი უნდა გამოგვივიდეს რომ მისი ფორმაში ხელით გაბრტყელება შესძლოთ. ცომი ჩავდოთ პოლიეთილენის პარკში და მაცივარში შეუძახოთ. რაც მეტი ხნით უკეთესი.

2. ვაშლი 5-6 პატარა ან 4 ცალი საშუალო ზომის ვაშლი გავრეცხოთ, ამოვაცალოთ კურკები და დავჭრათ ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები. მოვათავსოთ ნაჭრები ღრმა თასში დავამატოთ 4-5 ს.კ. კონიაკი, 100 გრამი შაქარი, 4-5ს.კ. ლიმონის წვენი, დარიჩინი, ცოტა ვანილი და კარგად ავურიოთ. დავდგათ ეს მასა ასე 20 წუთით მაცივარში.

3. წინასწარ გავაცხელო ღუმელი 200 გრადუსზე. ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან, ავიღოთ საცხობი ფორმა და მასში თანაბრად გავშალოთ, ისე რომ გვერდებზეც ამოვიდეს.

4. ”კრემი” - 250 გრამი წაბლის პასტა (შეგიძლიათ ნიგოზი გამოიყენოთ) გადავატაროთ მანქანაში, მოვაყაროთ ჩვენს ცომს, მოვაწუწოთ 4-5 ს.კ. კონიაკი, მოვაყაროთ ცოტაოდენი ქიშმიში, ბოლოს კი ლამაზად მოვაწყოთ ვაშლის ნაჭრები. ნახავთ რომ წვენი დარჩება თასში, არ გადაღვაროთ რადგან ცხობის პროცესში დაგვჭირდება.
5. შევდოთ ჩვენი ღვეზელი ღუმელში, შიგდაშიგ შევხედოთ ვაშლი ხომ არ იწვის. როცა შევატყობთ რომ ღვეზელი თითქმის უკვე მზადაა, ავიღებთ ჩვენს წვენს და თავზე თანაბრად მოვასხავთ. ისევ შევდებთ ღუმელში და ასე 5 წუთით რომ შეიბრაწოს ცოტა :)

გემრიელად მიირთვით ნაყინთან ანდ ფინჯან ჩაისთან ერთად :)

5 comments:

Anya said...

Yummieeeeeeeee.....
my favorite
we say in Dutch "Appel vlaai"
:)

Tomushka said...

I love it tooo :)
have heard about the dutch pies. I can even buy one in a shop :)

clown said...

რა მაგარი და რა ლამაზია ^_^

Deepak Acharya said...

lovely !

Keti said...

რას არ მოიფიქრებ ხოლმე :) ლამაზია :)