Apr 17, 2010

Fish à la Tomushka - გემრიელი და მარტივი ვახშამი :)

იმისათვის რომ გემრიელი ვახშამი მოვამზადოთ, ბევრი ფულის გადაყრა სულაც არაა საჭირო. ძალიან მარტივი პროდუქტების შეხამებით, შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად გემრიელი კერძი გააკეთოთ. ჩემი დღევანდელი რეცეპტი სერიიდან Cooking Therapy, წარმოადგენს გემრილიელ, ჯანსაღ და მარტივ კერძს, რომელიც ჯანსაღი პროდუქტებით მზადდება:)

მაშ ასე, წინასწარ მოვიმარაგოთ : ნახევარი კილოგრამი თევზი დაჭრილი ოთხ ნაჭრად (თუ გსურთ თევზის ფილე ოთხი მოზრდილი ნაჭერი ), 150 გრამი ბრინჯი, 3-4 ცალი პომიდორი, 4 ცალი მწვანე ან წითელი ბულგარული წიწაკა, ერთი კონა მწვანე ხახვი, ერთი პატარა შეკვრა ისპანახი, კამა, მარილი, პილპილი. პროდუქტები გავრეცხოთ, გავამშრალოთ და შევუდგეთ კერძის კეთებას. სულ რაღაც 40 წუთში თქვენ ძალიან გემრიელი კერძი გექნებათ მზად :)

1. თევზი კარგად გავასუფთავოთ, მოვაყაროთ მარილი, ცოტა პილპილი, კამა. ჩავაწყოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, და შევდოთ ღუმელში 250 გრადუსზე. დაახლობით 30-40 წუთში მზად უნდა იყოს. თუ თევზის ნატურალური წყალი ამოშრა თეთრი ღვინო დაამატეთ!!

2. გავრეცხოთ ბრინჯი და მოვხარშოთ. პარალელურად ავიღოთ ღრმა ტაფა, ჩავასხათ ზეთი და ჩავაყაროთ ახალი ხახვის თეთრი ნაწილები, კუბიკებად დაჭრილი პომიდორი (ერთი შემოინახეთ გასაფორმებლად), ბულგარული წიწაკა - ეს უკანასკნელი უნდა გადაჭრათ ნახევარზე, ის ნაწილი რომელზეც ყუნწია შეინახეთ ხოლო ზედა ნაწილი დაჭერით კუბიკებად და ტაფაში უკარით თავი. ეს ყველაფერი ნელ ცეცხლზე შუშეთ.

3. როცა ბრინჯი მზად იქნება, გადავწუროთ წყალი და ჩავყაროთ ბოსტნეულიან ტაფაში. ამოვურიოთ კარგად და დავამატოთ - ახალი ხახვის მწვანე ნაწილები, ისპანახი, მარილი, შავი პილპილი და ბლომად კამა. ვშუშოთ მხოლოდ 5 წუთი!!! შემდეგ დვახუროთ თავსახური და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

4. გადმოიღეთ ბულგარული წიწაკის შენახული ნაწილი, ამოვაცალოთ თესლი და თეთრი ნაწილი, ფრთხილად ისე რომ არ დაზიანდეს თავად ბულგარული. გავასუფთავოთ კარგად და მასში კოვზით ჩავდოთ ბრინჯის სალათა.

5. შევამოწმოთ თევზი, თუ მზად არის გამოვიღოთ ღუმელიდან.

6. საბოლოო სურათი: ავიღოთ დიდი თეფში, მასზე ძააალიან ფრთხილად დავდოთ თევზის ერთი ნაჭერი, პომიდვრის 2-3 სიფრიფანა ნაჭერი და ბულგარულში ჩატენილი სალათა. საბოლოოდ ჩვენი კერძი აი ასეთი იქნება :)

გემრიელად მიირთვით თეთრ ღვინოსთან ერთად :)

9 comments:

Ladybird said...

Tomushka,

uuf, ra gemrielad gamoiyureba. sul sxva ramis momzadebas vapirebdi dges vaxshmad, magram imdenad gemrielad gamoiyureba da tan yvela ingredientic agmomachnda, aucileblad movamzadeb am kerdzs. thx

Tomushka said...

Ladybird- ra magariaaaaaaaa :) mitxari rogor mogewoneba :)

Keti said...

ძალიან ლამაზად და გემრიელად გამოიყურება! :)

Anya said...

I see salmon and peppers
looks yummieeeeee.....

:)
:)

Have a wonderful weekend
Kareltje =^.^=
Anya :)

clown said...

თომუშკა სულ შენს პოსტებზე როგორ უნდა მშივდებოდეს :შ

გემრიელად გამოიყურება ^^

Tomushka said...

თუ მხოლოდ გშივდება და გაკეთების სურვილს არ გიჩენს, ესეიგი არაა მთლად კარგი პოსტი :

clown said...

@Tomushka
რავი საჭმელების კეთება დიდათ არ მეხერხება :შ

Ladybird said...

Tomushka,

dzalian gemrieli vaxshami gamomivida. gmadlob inspiraciistvis :) ogond tevzi mtlad frtxilad ver gadmovige da cota dameshala. xolo gamotenili bulgaruli chemi favoriti gaxda :) hoda kide, tetri gvino ar mkonia, magram espanuri mshrali rosé-c dzalian mouxda :)

Tomushka said...

Ladybird -როგორ მიხარიააა რომ მოგეწონააა :)
ეგ დატენილი ბულგარული არის ძააალიან მაგარი საზაფხულო კერძი მე თუ მკითხავ. სხვადასხვა სალათებით შეგიძლია გამოტენო, ლამაზიცაა, სასარგებლოც და მხიარულიც :)