Apr 10, 2010

Boring Week for Workaholic

ასეთი მოსაბეზრებელი კვირა დიდი ხანია არ მქონია. სულ ერთი გაკვეთილი და ერთი სემინარი გვქონდა, მაგრამ იმდენად მცირედი მასალა იყო სასწავლი, ტვინის განძრევა სერიოზულად რომ არ გჭირდება. არადა წინა ინტენსიური კურსებისაგან ისე ვარ მიჩვეული ”საქმის კეთებას” რომ ამ კვირას მართლა გადავირეოდი რომ არა ჩემი აქაური მეგობარი მია.

მია ერთი ჭკვიანი გოგოა რომელსაც არ შეუძლია რამეზე კონცენტრაცია, როცა რამე არ გამოდის ან ვერ ასწრებს პანიკაში ვარდება და მთლად ვერაფერს აკეთებს. ამ კვირას მიამ მე გადამარჩინა. რაპორტი ქონდა დასაწერი და დახმარება შევთავაზე, მანაც სიხარულით მიიღო. ხოდა ყოველ დღე მასთან ერთად რაპორტზე ვმუშაობდით. რათქმაუნდა ჩემნაირი ავადმყოფი ადამიანისათვის ეს საკმარისი არ იყო, მაგრამ მაინც მიხარია რომ რაღაც ვაკეთე.

მომავალ კვირამდე ვერ ვითმენ. კვლევა უნდა დავიწყო და 35 კაცი მეყოლება პირველ ეტაპზე გამოსაკვლევი. ეს ჩემი პირველი კვლევა იქნება აქა, შედეგებიც მე უნდა დავამუშაოთ და ძალიან მიარია, რადგან კვლევა ძალიან მაინტერესებს.

ბევრს ვწუწუნებდი რომ ძალიან ძნელი იყო იმ საგნების სწავლა, მაგრამ ახლა რომ არჩევანის უფლება მქონდეს, ისევ იმ გიჟ პერიოდს ვამჯობინებდი ამ უაზროდ გაწელილ კვირას.

თქვენ როგორი კვირა გქონდათ?

Eng:
I can not recall when I’ve had such a boring week. After very hard 10 working weeks, I can not be without "doing something", I need to work all time. I knew I am a "workaholic" but did not know if it was such serious. If not my friend Mia who has helped me to go through this, I do not know what I could do. Wonder if she knows about it, but if not her rapport I would die from the boredom.

Fortunately, everything will be changed from next week. I can start research and will be searching data for my rapport. Besides, I will get some new books, and can read some extra, just for fun.


6 comments:

clown said...

საშო~ინელი და გულისამრევი კვირა მქონდა :|

strawberrydiary said...

კვლევებს რაზე ატარებ? :P

Tomushka said...

რაზე და activity patterns

Tomushka said...

clown - რა მოხდა მასეთი?

clown said...

@Tomushka
ყველაფერი მეზარებოდა და უსაქმურად ვიჯექუი მთელი დღე..
ხოდა ეხლაც ეგრე ვარ...

თან მუსიკას ვუსმენ, თან ვკითხულობ და როგორც ყოველთვის ჯდომისგან ხერხემალი მტკივა : X

Tomushka said...

მთელი დრე ჯდომა ძალიან ცუდია.
უნდა შეეცადო და ნახევარ საათში ერთელ მაინც გაშალო ფეხი.

გარდა ამისა შეეცადე ისეირნო.