Apr 28, 2010

ფუ რაააააააააააა

კაცო, გამაგებინეთ ყოველ წელს ასეთი წვიმები გვაქვს, ყოველ წელს ერთი და იგივე სცენარი მეორედება -დატბორილი სახლები, დანგრეული გზები და ხიდები, დახოცილი შინაური ცხოველი, მაგრამ რითი ვერ ვისწავლეთ ჭკუა ამ ყველაზე ჭკვიანმა ერმა და რატომ არ მივხედავთ საქმეს დროზე? კი მაგრამ წვიმის სეზონზე უნდა ხდებოდეს გამაგრება? მანამდე რა ჩემ ფეხებს აკეთებდნენ სამსახურები რომლებმაც უნდა მიხედონ ამ საქმეს? თუ უკეთესი გაზაფხულის იმკედით იყვნენ?

მოდი და ნუ გაბრაზდები!

10 comments:

clown said...

საშვალება არ აქვთ ალბათ :X

Tomushka said...

clown - კაცო, ახლა ხომ აქვთ საშუალება ? ბლოკებს ვდებთო და ა.შ. ან იმის შაშუალება ხომ გვაქვს პრეზიდენთი და მისი ამალა აგერ უკვე ორ კვირაზე მეტი ამერიკაში რომ ვინახოთ.

საშუალება კი არა უპასუხისმგებლო ხალხია. საწყალი მოსახლეობა კიდე უაზროდ ზარალდება ყოველ წელს

Keti said...

მაგას ვამბობდი ახლა შინ!

Tomushka said...

მართლა არ ვიცი რას ფიქრობენ
ერთდერთი ისაა რომ კიდიათ!
ახლაც არ გააკეთებდნენ ალბათ ამდენს არჩევნები რომ არიყოს მოახლოვებული.

clown said...

არჩევნების დროს აუხურდებათ ხოლმე მარტო ერთი ადგილი :|

vasasi said...

dadgmulia!!!

Tomushka said...

vasasi - ეგ კარგად ვიცით ისე. ყველაფერი ან დადგმულია ან შეთქმულების მსხვერპლნი ვართ.

Keti said...

ერთმა გამომსვლელმა ხომ თქვა, ბოლო 10 წელია ყოველ გაზაფხულზე ცუდ დღეში ვართო. ასე რომ, დადგმული არაფერ შუაშია. უმეტესად ჩვენი უყურადღებობის ბრალია...

Tomushka said...

Keti კარგი რა ქეთი, სპეციალურად გიგზავნიან ამდენ წვიმას რომ ხალხი და ქვეყანა გაუბედურდეს. (ვინ გვიგზავნის ახლა გამოიცანი, ხელოვნურ ღრუბელებსაც კი ქმნიან ყოველის შემძლე რუსები :D)

Keti said...

:D:D