Apr 27, 2010

გმირობის ტოლფასი

არ მიყვარს ტელე შოუები, ამისათვის ბევრი მიზეზი მაქვს, მაგრამ ხანდახან მაინც შემომეყურება ხოლმე - როცა მარტო ვარ და ვჭამ. ზუსტად ასე მოხდა სანამ ამ პოსტის წერას დავიწყებდი, ოფრას შოუ იყო სადაც თავიდან უნარშეზღუდულ ბავშვებზე იყო სიუჟეტი მერე კი დაიწყო ის რამაც მაიძულა ეს პოსტი დამეწერა.

დაახლობით 5 წუთის განმავლობაში სიუჟეტში ყვებოდნენ თუ როგორ დაეხმარა ესა თუ ის ადამიანი გაჭირვებაში მყოფ სხვა ადამიანს. მაგალითად ვინმეს დაეჯახა მანქანა და გამოიძახა სასწრაფო, უგონოდ მყოფ ადამიანს ჩაუტარა ხელოვნური სუნთქვა, იხსნა ახალაგაზრდა ბიჭი ავი პიტბულისაგან და ა.შ. ვუყურებდი ამ გადაცემას და არ მჯეროდა ჩემი თვალების და ყურების. დავიჯერო ისე გადავგვარდით ადამიანთა მოდგმა რომ გასაჭირში მყოფი სხვა ადამიანის დახმარება გმირობის ტოლფასი გახდა?!

5 comments:

Sophie Golden said...

რატომ არ გიყვარს ტელეშოუები? ალბათ მარტო შორენას შოუ გიყვარს :ლოლ: :D :D :D

Tomushka said...

იმავე მიზეზით არ მიყვარს რის გამოც შეიძლება შენ გიყვარს.

შორენას შოუ კიდე მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც ჩემ ბლგზე მას ეძებენ. ხოდა დავწერ იმ თემაზე რასაც ეძებენ.

clown said...

ამ დროშ გმირობაა აბა რა არის :))

gijmaj said...

იმიტომ რომ ადამიანური ღირებულებები გაუფასურებულია მასებისათვის.

Anonymous said...

imitom rom ucxostvis daxmareba da admianuri tvisebebis gamovlineba arc tu ise migebulia dasavletshi;)