Apr 25, 2010

მოხუცებულთა თავშესაფარი თუ მოხუცებულთა სახლი?

რამოდენიმე დღის უკან დედასთან სრულიად უაზრო შეკამათება მომივიდა. საქმე ეხებოდა ბებიას რომელიც ცუდადაა, და აუცილებელია რომ ვინმე მუდმივად იყოს მის გვერდით. ჩემები ყველა მუშაობს, იცით რა ძნელია ჩვენ ყვეყანაში სამსახურის შოვნა, და ისიც იცით რომ ვერ მისცემ თავს უფლებას რომ არ იმუშავო, ხოდა დედაჩემს ვუთხარი ამიტომ იქნებოდა კარგი რომ რამე თავშესაფარი არსებობდესთქო, რადგან იქ მიხედავდნენ ბებიას, ჩემები კი იმუშავებდნენ და თავსაც მიხედავდნენ და ბებიაჩემსაც. ხოდა ამაზე ლამის გადამერია დედაჩემი, როგორ ჩავაბარებ თავშესაფარში ბებიაშენსო, ესაო ევროპა ხომ არ არისო. ნუ ტექსტი მიხვდით ახლა რა იყო.

ამ კამათის შემდეგ სულ ვფიქრობ და რატომღაც მგონია რომ გაღიზიანების მიზეზი არის სიტყვა ”თავშესაფარი”, დაწესებულებას სადაც მოხუცებს მიხედავენ ”მოხუცებულთა სახლი” რომ ერქვას ვითომ საზოგადოებაში ასეთ რეაქციას გამოიწვევდა? მოდით უკან გადავდოთ ტრადიციები და ფიქრები რას იფიქრებენ მეზობლები და ლოგიკურად ვიმსჯელოთ რატომ არის კარგი ან ცუდი მოხუცებულთა სახლი. მინდა აუცილებლად ავღნიშნო რომ ადამიანის ძალით სადმე წაყვანა გამოვრიცხოთ!!!

გასულ კვირას ინტერვიუს ასაღებად მოხუცებულთა სახლში ვიყავი . სახლი წარმოადგენს სამ სართულიან კორპუსს ორ და ერთ ოთახიანი კეთილმოწყობილი ბინებით. ჩვეულებრივი კორპუსის ბინა იქნებოდა რომ არა პერსონალი რომელიც მას ემსახურება, კერძოდ კი: დიეტოლოგი, ფიზიოთერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, სანიტრები, ექთნები, მზარეულები, დამლაგებლები და ა.შ. მოხუცები რომლებიც ამ კორპუსის ბინადრები არიან ჩართულნი არიან სხვადასხვა აქტივობაში, ღებულობენ მხოლოდ მათთვის სასარგებლო საკვებს, ვარჯიშობენ, ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, თამშობენ და ა.შ. ჩემი გამოკითხვის შედეგებიც მართლაც რომ საინტერესო აღმოჩნდა - კითხვაზე რამდენად აზრიანია თქვენი ცხოვრება ყველამ დამიწერა რომ ძალიან აზრიანია, მიუხედავად იმისა რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან ცუდი.

ახლა მე თქვენ გეკითხებით, რა უფრო უკეთესია მოხუცის ჯანმრთელობისათვის სახლში გამოკეტვა თუ მსგავს სახლში ცხოვრება?

Eng:
The post is about a very problematic issue in my country, it is connected with traditions, with social relations, values and personality. Senior houses - and people who are in need of such houses. I believe that such houses are the best for them, because they can get professional care from physiotherapists, dietologist, occupational therapist, doctors and nurses , b what is very important is that they can have contact with other seniors.

I believe that we people are not veggies and only food, care and sleep is enough for meaning full life. Everyday activities and relations with others are the key for well being. But how and from where the old people can get this?

19 comments:

Lord Vader said...

არადა "ევროპა ხომ არ არის" არის მითი და ლეგენდა.
ისეც ხდება და ასეც ხდება. ევროპაშიც და აზიაშიც.

მე ვიცნობ ხალხს ევროპაშიც და ამერიკაშიც სადაც ასეთ დროს საგანგებოდ დაიქირავეს მომვლელი. ეს სამსახური იქ აწყობილია. საქართველოშიც არის სხვათა შორის. მაგრამ იაფი სიამოვნება არაა.

ისე, კითხვა შეიძლება შევაბრუნოთ - რატომ უნდა აიღო დეკრეტული და დაუჯდე შვილს და სდიო მერე აქეთ-იქეთ? ხომ შეიძლება ბავშვთა სახლში ჩააბარო?

Tomushka said...

Lord Vader - momvlelis daqiraveba saqmes ar shvelis. momvleliT xdeba mxolod formaluri mxaris mogvaeba rogoricaa higiena, bveba ad daalageba. magram adamiani mxolodbostneuli araa romelsac wyali unda dausxa da qoTani gamoucvalo. adamianis cxovrebis azri swored aqitovbashia, da urtiertobashi misnaierebtan.

moxucebulTa saxlSi ssadac me vikavi, iqac kavT daqiravebuli personali (ukve arsebuli personalis garda). magaliTad ert erti moxuci ver xedavda da is qiraobda serviss "qignis mkitxveli", kvirashi 10 saatisatvis ixdida.

bavshvta saxls ras sheexeba uadgilo shedarebaa. rom getqva baga bari kide iqneboda adgiliani.

ლიშთოთა said...

"”მოხუცებულთა სახლი” რომ ერქვას ვითომ საზოგადოებაში ასეთ რეაქციას გამოიწვევდა?"
ჩემი აზრით, კი, ეს არაფერს შეცვლიდა.
მოხუცებულთა სახლში ოჯახის წევრის დატოვება დასავლეთშიც ხშირად პრობლემურია, - არა იმის გამო, რომ ნაცნობები რაღაცას იტყვიან, უფრო იმიტომ, რომ, როგორც წესი, ხანდაზმულს უჭირს გარემოს შეცვლა და ოჯახის დატოვება. ეს თითქმის ყოველთვის ძალიან მტკივნეულია.

თუ პრობლემა თავად მოხუცებულს არ აქვს ამასთან დაკავშირებით, მაშინ სპეციალიზირებული სერვისი გაცილებით სასურველია. ბევრი ამას არ აკეთებს, ამავდროულად კი ცუდად უვლის ადამიანს და სიცოცხლის ბოლო წლებს უმწარებს.

ჩორვენი¹³ said...

ai bebiachemi sul cucunebs rom saxlshi martoa da xmis gamcemi ar yavs da arada iset adgilas vcxovrobt rom tavisit saxlidan gasvla uchirs da aset dros zalian minda rom ramit davexmaro da tundac maset adglas shemezlos misi cayvana misi megobrebidan xom ori tu saMIGAA COCXALI xoda nu ravic ra mec sul vfiqrob rom gidna tavshesafari erqvas da ginda saxli maseti kai pirobebi tua namdvilad girs iq yofna

Nicole said...

ვფიქრობ, პრობლემა სახელწოდებაში კი არა, საკითხისადმი მიდგომაშია. ნამყოფი ვარ თბილისში ერთ-ერთ ე.წ. თავშესაფარში და იქაური პირობებით აღფრთოვანებული ნამდვილად არ დავრჩენილვარ. სამგიეროდ, ერთი რამ მომხვდა თვალშიც და ყურშიც: უკლებლივ ყველა მოხუცი, ვისაც შვილები ან შვილიშვილები ჰყავდა, მიმტკიცებდა, რომ ისინი სულაც არ არიან ცუდები იმის გამო, რომ დედ-მამა ან ბებია-ბაბუა აქ მოიყვანეს; რომ მიზეზი მხოლოდ შვილების სამსახურებრივი მოუცლელობა იყო. ანუ ახალგაზრდების ქმედებაში მოხუცები დადებით ინტენციას ეძებდნენ.
არ ვიცი, მართებულად ვფიქრობ თუ არა, მაგრამ მგონია, რომ ასეთი სახლები საჭიროა და ამაში ცუდსაც ვერაფერს ვხედავ. სხვა საკითხია, რომ მოხუცთა სურვილები უთუოდ გასათვალისწინებელია.

clown said...

ეგ შვედეთშია ეგეთი კარგი პირობები თორე საქართველოში იკითხე :|

Lalena said...

სახელის შეცვლამ შეიძლება რაღაც შეცვალოს, მაგრამ არა რადიკალურად, პრინციპში უფრო თ]ილადაც ჟღერს.
საქართველოში ჩემი აზრით იმიტომ არის მოხუცის ასეთ სახლებში მიყვანა პრობლემა, რომ მოხუცი თავს ზედმეტ ტვირთად გრძნობს, რომელიც თავიდან მოიშორეს, იმიტომ რომ საქართველოში მოხუცებს შვილები მერე აღარ აკითხავენ, არადა საუკეთესო პირობებიც, რომ ჰქონდეთ და თავზეც ევლებოდნენ, ერთ რამეს ვერ შეუცვლიან შვილს, შვილიშვილს მათ სიყვარულს და ყურადღებას, ის რაც მოხუცებულს ყველაზე ძალიან ჭირდება. ჩემს სახლშიც რთულადაა სიტუაცია, მე და ჩემი და უნივერსიტეტებში ვართ მთელი დღე, მამაჩემი მუშაობს, დედაც სამსახურშია, ბებოს ძალიან ჭირდება მოვლა, შაქრიანი დიაბეტი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ვცდილობთ ვინმე ყოველთვის იყოს სახლში და საკვები მიიღოს ჭამის დროს და წამალი, მაინც გაეგოისტებულია, ნუ მოხუცია, ბავშვივითაა და ყურადღება უნდა, არ ესმის მოუცლელობა, დარჭუმენებული ვარ, მსგავს დაწესებულებაში, რომ წავიყვანოთ, (თუნდაც იმ შემთხვევაში, რომ საქართველოში საუკეთესო პირობები იყოს) რაღაცას დამართებს საკუთარ თავს დარდისგან :(

Tomushka said...

ლიშთოთა - მგონი ცუდად დავწერე პოსტი. არავინ არავის არ ტოვებს. ეს ხალხი თვითონ ინჩევს ამ სახლში გადასხვლას. ვინმე თუ ფიქრობთ რომ ეს სახლები უფასოა ცდებით, რადგან საკმაოდ დიდი ფული უნდა გადაიხადო. კერძო ასისტენდი მოხუცზე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ძალიან დიდი შეცდომააა მის მხირდან ვინც მათ ქირაობს.

Nicole- კიიი, გასათვალისწინებელია აბაა რააა, მე მაგი თავიდავნე ვიგულისხმე.

clown - ერთ ერთი საუკეთესო მთელს მსოფლიოში და ძალიან ამაყობენ ამით. მაგრამ რატომ არ შეიძლება სულ მცირედის გადმოტანა?

Tomushka said...

Lalena - რა კარგია რომ დაწერე შენ ბებოზე. სულ სამგან მყავს მოხუცები ნანახი, ნუ ჩვენთან, უნგრეთში ჩემი ქმრის ბებია (რომელიც ზუუუსტად ისეთია როგორიც შენი, იგივე პრობლემით. 84 წლისაა) და აქა.

ის რასაც მე აქ ვნახე (აქამდე) მინდა რომ ჩვენტანაც ვნახოთ. ეს არაა მხოლოდ მოწესრიგებული მოხუცთა სახლები და ა.შ. ესაა თავად ადამიანები რომლებიც ძალიან დამოუკიდებლები არიან. აკეთებენ იმდენს რამდენსაც შესძლებენ, ცდილობენ იყვნენ დამოუკიდებლები იქამდე და იმ დონემდე სადამდეც ფიზიკური თუ სხვა შესაძლებლობები საშჲალებას აძლევთ. რათქმაუნდა ეს თავისით არ მოდის, არამედ ყველა იმ პროფესიონალების მუშაობის შედეგია რაც ზემოთ უკვე დავწერე.

ავიღოთ იაპონია, რომელიც ასევე ძალიან ტრადიციული ქვეყანაა. მედიცინის(მოხუცებისათვის) ძალიან კარგი განივთარებისდა მიუხედავად, მათ არ აქვთ ისეთი სახლები როგორც აქ შვედეთში. და უკვე რამოდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს ამ ქყვენყნების თანამშრომლობა და მოდელის ”გადანერგვა” იაპონიაში. და რატომ გახდა ასეთი რამ საჭირო? იმიტომ რომ ქალებმა მუშაობა დაიწყეს, და მომვლელი აღარავინ დარჩა.

Lord Vader said...

ნუ ლიშთოთამ რაც დაწერა აღარ გავიმეორებ. მართალია 100%. რაც უფრო ასაკშია ადამიანი და რაც უფრო უქვეითდება მახსოვრობა - მით უფრო ძნელია მისთვის გარემოს შეცვლა და ეს შეიძლება მძიმე დეპრესიით დასრულდეს.

სხვა მხრივ კი სპეციალური მოვლის სამსახური გულისხმობს იმას რომ ადამიანი არ არის მარტო. სპეციალურად მომზადებული ადამიანები არიან - როგორც წესი 2 რიგრიგობით. მარტო მოვლა არაა. ურთიერთობა, საუბარი და ა.შ. საგანგებოდ ამზადებენ ასეთ პერსონალს - მარტივად ექთნები არ არიან. გარეთაც გაყავთ. მე ვიზეც ვამბობდი ფრანგია ის კაცი და დედამისი უბრალოდ ისეთ ასაკში იყო რომ მარტო გასვლა საშიში იყო - ჰოდა დაყვებოდა ადამიანი გარეთაც. პლუს ინფრასტრუქტურაა იქ მოწესრიგებული და ეტლითაც დაყავთ. ჩვენთან ეს პრობლემაა.

იმაშიც მართლია ლიშთოთა რომ აქ სპეციალიზირებული სერვისი არ არის იმდენად გავრცელებული, თუმცა, მიზეზი ისიცაა, რომ ეს სერვისი ძალიან ძვირია ყველგან. ბევრი ოჯახი ვერ შეწვდება და სადაზღვევო ბაზარი ამ კუთხით სამწუხაროდ განუვითარებელია.

Tomushka said...

Lord Vader - მახსვრობის დაქვეითება ფრიად ინდივიდუალურია, მის აგრდა ადამიანს სხვა პრობლემები შეიძლება აწუხებდეს და არაა საჭრო ამისათვის ღრმა მოხუცებულობა. ადრეულ მოხუცებულობის პერიოდშიც (65 - 80 ) თავს იჩენს მსგავსი პრობლემები.

გქონდეს ურთიერთობა მომვლელთან და ადამიანების ჯგუფთან რომლებსაც მსგავსი პრობლემა აცუხებთ და რომლებიც იგივე ასაკში არიან, სულ სხვადასხვა რამეა. ამას ნუ შეადარებ.

რაც შეეხება სერისის განუვითარებლობას, ზოგადად რაც მოთხოვნაა მიწოდებაც ისაა. იმ კულტურაში სადაც ადამიანი იმის უფლებას თუ აძლევს რომ სახლში დაჯდეს, არ იმუშაოს და მომვლელად გადაიქცეს მსგავსი მოთხოვნა არასდროს იქნება. ნახე ჩემს ზემოთ პოსტში დავწერე რა ხდება იაპონიაში.

Tomushka said...

კიდევ ერთელ ვამბობ, ძალით ვინმეს სადმე წაყვანაზე არაა საუბარი, საუბარია იმაზე რომ არჩვენის საშუალება უნდა იყოს.

Deepak Acharya said...

this is really a touching post

Keti said...

სახელის შეცვლა ალბათ არაფერს შეცვლის. დასავლეთში უადვილდებათ, რადგან შვილები სრულწლოვნები ხდებიან თუ არა, ტოვებენ სახლს – იქ ერთმანეთზე ისე დამოკიდებულები არ არიან, როგორც აღმოსავლეთში, ჩვენში ოჯახის კულტი ძლიერია. შესაბამისად, ასეთი რამის დაშვება ორივე მხარეს უჭირს. მოხუცებისთვის სავარაუდოდ სერიოზული დეპრესიის გამომწვევია. ის მოხუცები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კარგი შვილები ჰყავთ, ისევ შვილებზე ზრუნვით ამბობენ ამას. მსმენია პირად საუბრებში, ცუდს მაინც არ ამბობენო, მაშინ როცა ეს შემოსავლიანი ვაჟკაცები და ქალბატონები წელიწადში ერთხელაც არ აკითხავენ მშობლებსო.
ასე რომ, ჩვენთან მართლაც ჩაბარებულები არიან ხოლმე – ზუსტი სიტყვაა.

რაც შეეხება იმას, რომ იქ თანატოლებთან ექნებათ ურთიერთობა: გარდა ოჯახის კულტისა, სხვა ურთიერთობებშიც გაცილებით ღიები ვართ, ჰოდა მეზობელთან და თანატოლთან ურთიერთობა არ უჭირთ მოხუცებს, ერთმანეთის გატანაც ჯერ კიდევ მოგვდგამს.

ახლა გამახსენდა, ერთი ჩემი ახლობელი მოხუცი საუბრობდა ცოტა ხნის წინ: მთავარია, არასაჭიროდ არ იგრძნოო თავი. მაშინ მოვკვდები, როცა მივხვდები, რომ აღარავის ვჭირდებიო. ამ ასაკში ისედაც ბავშვებივით ხდებიან და ყველაფერი გულთან მიაქვთ – ფიქრობენ – რაკი ფული ვერ შემომაქვს, რაკი საოჯახო საქმეს ვეღარ ვაკეთებ – საჭირო აღარ ვარო. ადამიანი ისედაც განიცდის ფიზიკურ ცვლილებებს, სიბერეში წასვლა ისედაც საკმარისად არასასიამოვნო ფიქრებს აჩენს.
და ყველაზე დიდი მკურნალი ოჯახური სითბოა საბოლოოდ. ასე რომ მომვლელის აყვანა, განსაკუთრებით ქართულ გარემოში, გაცილებით გამართლებულად მიმაჩნია.

საღამოობით შვილების და შვილიშვილების ცქერა კი მგონია, რომ მათთვის უკვე ერთადერთი სიხარულია.

მე საქართველოში ასეთ სახლებში გადასვლას მაშინ ვამართლებ, როცა მოხუცი მარტოხელაა. როგორც ვიცი, კათარზიში ასეც ხდება: ბინის სანაცვლოდ (რაკი სხვა თანხა არ აქვთ) მიდიან იქ მოხუცები და ცხოვრობენ...

Tomushka said...

სხვაგან არ ვიცი, მაგრამ აქ იმისათვის რომ მსგავს სახლში იცხოვრო ფულია გადასახადი. (ფული პენსიიდან) ორი ტერმინია მოხუცებულთა სახლი და მოხუცებულთა ასცხოვრებელი. ოს ორი დაწესებულება ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან.

ჩვენთან კი არის ოჯახის კულტი, რადგან ხალხი ვართ ცოტა განსხვავებული, თუმცა უკვე ვამჩნევ გარკვეულ ცვლილებებს.

Keti said...

შეიძლება ჩვენმა თაობამ სიბერეში შედარებით ადვილად მიიღოს ასეთ სახლებში გადასვლა, იმ დროისთვის შეხედულებებიც და სახლებიც განსხვავებული იქნება, თუმცა ესეც ვინ იცის. მაგრამ ვინც ახლაა მოხუცი და მოხუცის ოჯახის წევრი, მათთვის ძნელია...

Mako kacitadze said...

ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. სამი წელია ხაზგასმით ვეწინააღმდეგები ყველას ვინც თავშესაფარს გვიწოდებს.მე პირადად ერთერთი მოხუცებულთა სახლის ხელმძღვანელი ვარ და ყველაზე ერთი აზრი არ უნდა გქონდეთ.

Toma said...

mako, mixaria rom komentari damitove.
ra problemebs ackdebit dgesdgeobit samsaxurshi? (finansruris garda, imito rom es cxadia).

chvensken msgavs dacesebulebebs edzaxaian Servise House, da chemi azrit arc aqvs negatiuri datvirtva am saxels.

მოხუცთა სახლები said...

აგერ არის კიდევ სია მოხუცთა სახლების.