Apr 3, 2010

ქრისტე აღსდგა

ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!!!!

აღდგომა ჩემთვის სოფელთან არის დაკავშირებული. ყოველ აღდგომას ჩავდიოდით და იქ ავღნიშნავდით, შესაბამისად ჩემთვის ეს დღესასწაული ოჯახურ - ნათესაურ შეკრებასთანაა დაკავშირებული. ბებიაჩემი ათეულობით კვერცხს ღებავდა და ჩვენ ბავშვები ერთი მეორეს მიმდევრობით ვამტვრევდით, ყველაზე მაგარი კვერხის გამოვლინების იმედით. ამაზე ბრაზდებოდა ბებიაჩემი და გვეჩხუბებოდა ხოლმე :D მერე მთელი ოჯახი მივდიოდით სასაფლაოზე, სადაც ბაბუა და მისი ძმები არიან დასაფლავებულნი, იქ გვხვდებოდნენ მოგვარეები და იყო ერთი ამბავი. ეს იყო დღე როცა სასაფლაოზე სიხარულს და ბედნიერებას ქონდა ადგილი. ყველას უხაროდა აღგდომის დრესასწაული, ნათესავების ნახვა და ერთმანეთთან მუსაიფი.

გასაკვირი მაგრამ რაღაცნაირად მომენტარა ის დრო :)

5 comments:

Keti said...

გილოცავ, ტომუშკა! :)

clown said...

გილოცავ ^_^

Kate said...

გილოცავ.
მრავალს დაესწარი.
ღმერთი გფარავდეს.

Natalia said...

გილოცავ ტომუშკა!

აღდგომას არასდროს ვყოფილვარ სოფელში, საოცარია ეხლა დავაფიქსირე, რომ უმეტესობისთვის სოფელთან ასოცირდება ეს დღესასწაული :)

როდრიგო said...

ჭეშმარიტად აღდგა!