Mar 9, 2010

Type A Behavior

მშურს ადამიანის რომელიც არის თვითკმაყოფილი. რომლიც თავს თვლის წარმატებულად თუ აქვთ სამუშაო რომელიც ძალიან მოსწონს, ან გინდაც საყვარელ ადამიანთან ცხოვრობეს ისეთ სახლში როგორიც უნდა, ან ყავს ძაღლი, ბავშვი, მანქანა და ა.შ. მიზეზების ჩამოთვლა შორს წამიყვანს. მთავარი ისაა რომ ყველაფერი ზემოთხსენებულის გამო ეს ადამიანი თავს თვლის წარმატებულად მე კიდე მშურს რომ მას შეუძლია კმაყოფილად იცხოვროს, ანუ იმის კი არ მშურს რომ ეს ყველაფერი აქვს? არამედ იმის რომ თავს გრძნობს კარგად ამ ყველაფრის გამო.

ძალიან დამაინტერესა ამ მოვლენამ. ადამიანის ქცევას როცა ის ცდილობს მაქსიმუმის გაკეთებას მცირე დროში, მუდამ ძიებაშია, ვორკოგოლიკია, არ ენდობა სხვას და ა.შ. ფსიქოლოგიაში ასეთ ქცევას A ტიპის ქცევა ქვია - Type A Behavior. ასეთი ადამიანები არიან გარკვეულ წილად აგრესიულები, დაძაბულები, მუდმივი სტრესის ქვეშ. ვერ ვიტყვი რომ მთლად ამ კეტეგორიაში შევდივარ, მაგრამ ბევრი არ მიკლია ასე მგონია.

ხოდა მეგობრებო, გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება. რა მოთხოვნებს უყენებთ საკუთარ თავს პირად ცხოვრებაში, კარიერაში, და სოციუმთან მიმართებაში?

5 comments:

Kate said...

მე არ მშურს მაგათი.
საერთოდ არ მშურს.
ან რატომ უნდა მშურდეს???

ნინო said...

ტომუშკუნია ვერ გავიგე რა გაწუხებს? რაა? ბევრს მუშაობ? შედეგს ვერ ხედავ? ხედავ და არ გაკმაყოფილებს? თუ რა?? მე მგონი უბრალოდ ცუდ ხასიათზე ხარ და ფიზიოლოგიის ბრალია მაგი!

Keti said...

თუ ცხოვრობს საყვარელ ადამიანთან, ჰყავს ბავშვი, ძაღლი, აქვს საყვარელი საქმე, რატომ არ უნდა კმაყოფილი...
არ მშურს, რა ვიცი.
სახლი კი ისეთად, როგორიც სასურველია, ზედა პუნქტების შესრულების მერე ჩაითვლება :)

SoFilicious said...

..მეც ეგრე ვიყავი.. რამდენიმე დღეა გამოვედი, მე უფრო რთულ ფორმებში მქონდა ოღონდ.. :) და იცი რისი ბრალია?.. სანამ ამ შენ სურვილებამდე მიხვალ- ზუსტ მიზნამდე- ამ გზაზე იღლები, გინდა ეხლა მიიღო ის შედეგი, რომლისთვის ესე ხარ, პლიუს ამას ცარიელი ხარ ემოციებით, სავარაუდოდ ბევრსგასცემ და არ იღებ შესაბამისს, +საჭიროა სიყვარული (ნუ მამაკაცი :D ) და არ მითხრა რომ გყავს იმიტომ რომ არ დავიჯერებ; ბევრი რარაცის გაკეთება გინდა სავარაუდოდ და ვერ აკეთებ/ჯერ ვერ აკეთებ; რარაც ახალი გჭირდება :D თუ შევცდი მე მაპაწიეთ :D

Tomushka said...

ნინო - ფიზიოლოგის ბრალი არაა. ზოგადად სიტუაციაა ეგეთი და ასეა რამდენი ხანია არც კი ვიცი.

Keti - კროგორა იცი, რაც არ უნდა გქონდეს არასდროს ხარ კმაყოფილი იმით რაც გაქვს, რაც არ უნდა მიაღწიო მაინც მეტი გინდა. მე რამეს მივიღებ თუ არა მეორე დღესვე უკვე სხვა რამეზე ვფიქრობ. საკუთარი თავით რომ ძალიან იშვიათად ვარ კმაყოფილი ეგ კიდე სხვა თემაა.

SoFilicious - ყველა საკუთარი ტავიდან გაომდინარე მსჯელობს და არც შენი კომენტარია გმონაკლისი. ამ სიტუაციიდან გამოსვლა როგორ ხდება არ ვიცი, რადგან ეს არაა ერთი და ორი კვირის მდგომარეობა. ჩემთვის ესაა ჩემი პიროვნული მახასიათებელი, სულ რაღაცის ჩხრეკა. ეს რომ შეიცვალოს მაშინ მე შევიცვლები თავიდან ბოლომდე.

სიყვარულს რაც შეეხება მაქვს :)მაგრამ ეს არაფერს შუაშია ჩემ ცხოვრებისეულ დრაივთან. მე ვერაფერი შემაჩერებს :D
ასევე ვაკეთებ იმას რაც მინდა, მაგრამ არ ვღებულობ სიეთ შედეგს როგორიც მინდა. ან კი იქნება როდესმე ასეთი შედეგი როგორიც მინდოდა?