Mar 18, 2010

Little boy with BIG Plans

დღეს მორიგი ისტორია უნდა დავწერო ციკლიდან ”ტრამვაიში ნანახი ადამიანები”. ეს ისტორია ამჯერად პატარა ბიჭუნას ეხება რომელმაც თავისი გაბადრული სახით ჩემი ყურადღება ტრამვაიში ასვლისთანავე მიიქცია.

ბიჭუნა, რომელიც ალბათ სამი წლის იქნებოდა, თავის ორსულ დედასთან ერთად ბჭობდა მის მომავალ პროფესიაზე. სანამ მე ტრამვაიში ჩავჯდებოდი როგორც ჩანს ბიჭუნას უკვე გადაეწყვიტა პოლიციელობა, თუმცაააა ეს ჯერ კიდე დასაწყისია. ჩვენი გაჩერების ერთ მხარეს არის სამედიცინო ბიბლიოთეკა, მერცხლის ბუდესავითაა გამოკიდებული კლდეზე, ხოდა ბავშვს მოეწონა ეს შენობა და დედას კითხა რა არისო, დედამაც აუხსნა რომ ამ შენობაში ექიმები, ექთნები და ა.შ. ზიან და კითხულობენ რომ მერე ხალხს დაეხმარონ. არ ვიცი რა მოეწონა ბავშვსა ”მერცხლის ბუდეში” კითხვის იდეა თუ ხალხის დახმარების იდეა, ფაქტია რომ უცებ გადაწყვიტა ექიმობა :) მაგრამ ... მეორე გაჩერებაზე დაინახა ლამაზი სასწარაფოს მანქნა და ისე მოეწონა რომ მესამე პროფესია აირჩია ანუ - სასწრაფოს მძღოლი :) მოკლეთ ძალიან საყვარელი ბიჭუნა იყო.

რამოდენიმე გაჩერებაში ამოვიდა ”დამა ს სობაჩკოი” , და აიიიი აქ დაიწყოოოო ბავშვი მთელ ხმაზე მიესალმა ძაღლსა ”გამარჯობა ძაღლო” , ძაღლს არ დაევასა მყვირალა ბავშვი, მაგრამ ბავშვი რის ბავშვია ასე ადვილად რომ დანებდეს და კვლავ გაუმეორა ახლა უფრო ხამამაღლა ”გაამარჯობააააააა ძააღლოოოო” , და ასე რამოდენიმეჯერ ბავშვი მთელი ძალით ცდილობდა ძაღლს ეპასუხა, მაგრამ სამწუხაროდ ძაღლს შეეშინდა, პატრონმა როჟა შეკერა, დედა კი მიხვდა რომ დრო იყო ბავშვი მოეთოკა. ისე რა ცუდია ძაღმა რომ არ უპასუხა, ვინ იცის რა ქონდა ბავშვს სათქმელი.

Eng:
On my way to home, I saw a very cute little boy, who was discussing his future profession(s) with his mother. During 7 minutes he ended up with 3 professions - a policeman, a doctor - becasue he liked the library where medical students go, and an emergency driver, because he liked a car. :)
I wish I could remember what I wanted to be at the age of 3 -4 :)

4 comments:

clown said...

ვაი ბავშვობაში მეც პპოლიციელობა მინდოდა :D :D

Lord Vader said...

ეჰ, სადღაა ტრამვაი
ვაი.

unaamarga said...

საყვარელი! ძაღლს მიესალმაო, მაგაზე გადავბჟირდი! <3

Keti said...

რა კეთილი ამბავია :)
ტრამვაიში სხვა რა უნდა მოხდეს :) ნოსტალგია მაქვს ტრამვაის...