Mar 12, 2010

Grandparents - დღევანდელი შემთხვევა

მივაგდე ჩემი საწყალი ბლოგი, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. ახლა რომ პოსტები ვწერო, წუწუნის გარდა არაფერი იქნება, და მეეჭვება ჩემი წუწუნის კითხვა გსიამოვნებდეთ :D

მინდა ”გაგახაროთ” და გითხრათ რომ ამ პოსტში წუწუნი არ იქნება, და მისი დაწერა გადავწყვიტე ტრამვაიში ერთი ჩინელი წყვილის ნახვის შემდეგ. მოხუწი წყვილი იყო, ბებია და ბაბუა, შვილიშვილთან ერთად მგზავრობდა. ეს ბავშვი რაღაცნაირი ფულფულა იყო, დიდი და წითელი ლოყებით. ბაბუა თვალებში შესციცინებდა, ბებია ჭკუას არგებდა (მისი ტონიდან გამომდინარე ვასკვნი თორემ ჩინური კი არ ვიცი). ხშირად იმეორებდა დედა - მამა, ბავშვი კი აშკარად ყურებში ატარებდა და თავის ჩუპაჩუპს გემრიელად მიირთმევდა... ბავშვია, მეტს რა უნდა ელოდო ბავშვისაგან?! :) მთელი მგზავრობის განმავლობაში ბაბუა იღიმებოდა და სახეგაბწყინებული იჯდა შვილიშვილის გვერდით, თავის ცოლს - ბებიას თმაზე უსვავდა ხოლმე ხელს, ბავშვი კი გაუჩერებლივ მიირთმევდა ჩუპაჩუპს :)

მრცხვენია აღიარება რომ ხამივით ვუყურებდი ამ ხალხს, მათგან იმხელა სითბო და სიყვარული მოდიოდა რომ არ შეიძლებოდა არ მეყურა. მგზავრბის განმავლობაში, რაღაცნაირად ვიგრძენი როგორ მენატრებიან ჩემი ბებიები, და მთთან ერთად ალბათ ის გათამამებლი, გათავხედებული და უზრუნველი ბავშვობა. სანამ ბებიები და ბაბუები ცოცხლები არიან, ჩვენ ხომ მუდმივად ბავშვებად ვრჩებით :)

Eng:
Just a very sentimental post about grandparents :) Today I met an old chinese couple together with their grandson. They had a shining if u know what I mean. Grandpa was smiling, sitting quiet and listening to his wife who was giving a lesson to their grandson. The child was around 8-9, years old, he did not really mind what the grandma was saying and was eating his some sweets.

I could not stop staring at them, they were just sooo nice. I thought about my grandmothers, I missed them so much. You know, when you have grandparents alive, you always have some child inside, who is ready to do crazy things :)

4 comments:

vasasi said...

ვაი, როგორ მიყვარს ჩემი ბებუკა.. :*

Keti said...

რა თბილი პოსტია! ბებიასავით აღარავინ დაფუსფუსებს ჩემთვის :(
მომენატრა

თაკა said...

კარგი ხარ :*
მესიამოვნა მართლა,მათგან წამოსული პოზიტივი რომ მოიტანე ჩვენამდეც.

Sophie Golden said...

საყვარელი ბებია და ბაბუა, თან ჩინელები :) ძალიან მიყვარს ჩინელები და აზიელები, საერთოდ.
მეც მივაჩერდებოდი, შენს ადგილას <3