1. დავიწყოთ ყველაზე მარტივით Hijab - ფარავს თმას და ყელს.
2. Chador - ფარავს ქვედა ყბიდან მთელ სხეულს.
4.Burka - ყველაზე ესტრემალური საბურავი. სხეულის არცერთი ნაწილი ჩანს, თვალების ჭრილზე ბადეა გაკრული, ხელებზე კი ხელთათმანები უკეთიათ. (როგორც წესი ავღანეთში არის გავრცელებული)
ჯგუფში რამოდენიმე ირანელი ჯგუფელი მყავდა, საკმაოდ ლამაზი გოგოები ხოდა ისნი არ ატარებდნენ, ასე თქვეს სახლში რომ ჩავდივართ იქ ვატარებთ რადგან სხვანაირად არ შეიძლებაო. აქ ეტყობა უფრო თანამედროვედ მოაზროვნე ქმრები ყავთ და ისინი არ აიძულებდნენ შებურვას.სიმართლე რომ გითხრხათ ძალიან მაინტერესებს იმ ქალების აზრი რომლებიც არ ცხოვრობენ მუსლიმანურ ქვეყნებში, მაგამ ტრადიციებიდან გამომდინარე ატარებენ ამ საბურავებს. ძალიან მაინტერესბს მათი დამოკიდებულება, რას ფიქრობენ, უნდათ თუ არა ტარება? რა მოხდება რომ არ ატარონ? და ა.შ.

16 comments:
საფრანგეთი გამახსენდა – იქ უკვე კანონით აკრძალვაზე მიდის მგონი საუბარი, რადაგან ეს მეოთხე– ბურკა, ხშირად კრიმინალების თავშესაფარი ხდებაო, ისედაც მოსახლეობა ითხოვს აკრძალვას..
მე არ ვიცი, რა დამოკიდებულება მექნებოდა. ბურკით შემოსილ ადამიანთან ურთიერთობა გამიჭირდებოდა, მხოლოდ ხმაზე დაყრდნობით ძნელია. მოკლედ თვალების დანახვა მაინც უნდა იყოს შესაძლებელი :)
ეს ურთიერთობას რაც შეეხება
ისე კი, მთავარია, თვითონ გრძნობდნენ თავს კომფორტულად, პატივს ვცემ ნებისმიერ ტრადიციას, მიუხედავად იმისა, ვიზიარებ თუ არა.
ავღანეთში ქალები არ ევასებათ.. :mo:
Keti - ურთიერთობაზე ნუ იდარდებ. მაგ ქალები იმდენად ჩაკეტილ ცხოვრების ცესს ეწევიან რომ მხოლოდ ძალიან ვიწრო საზოგადოებაში აქვთ ურთიერთობა.
მაგათ არ უშვებენ სკოლებში, სამსახურში, წარმოიდგინე გინეკოლოგიც კი სპეციალურად შერჩეული უნდა იყოს ოჯახის მიერ.
ვასასი- მე კიდე მგონია რომ ძალიან ევასებათ და მაგიტომ მალავენ ასე ძალიან :D :D
Totally different like ours :))
რომ ევასებოდეთ, წინადაცვეთას რატომ ჩაუტარებდნენ?..
კი არა, კლიტორს არ მოაჭრიდნენ.. :mo:
vasasi - მოიცა მართლა? მაგი არ გამიგიაააააა.
სტამბოლში შემტხვევით შევესწარი ხიჯაბის გაკეტების პროცესს ტუალეტში.ჯერ თმას სპეციალური ჩაჩით იწევენ და კოსის ფორმას იღებს, მერე თავსაფარს, აბრეშუმის უნდა იყოს თან, იფარებენ, საფეთქლებთან იკეცავენ და ქინძისთავებით იმაგრებენ სადღაც კისერთან საკმაოდ რთული კონსტრუქციაა
სხვათაშორის, ინგლისში მყავდა ჯგუფში მუსულმანი გოგო, რომელიც ძალიან ჩვეულებრივად ჩაცმული დადიოდა. თუმცა აღიარა, რომ რამდენიმე წელიწადში ვაპირებო, მე თვითონ, ხიჯაბის ტარების დაწყებასო. ჩემს ქმარსაც არ აქვს პრობლემაო ასე რომ ვარო. ევროპაში ბევრად უფრო შემწყნარებლურად არიან ამის მიმართ განწყობილები. თავის "სამშობლოზე" ბრბო ერთმანეთს აგიჟებს.
კი, კი.. მართლა..
ავღანეთში ქალი ყველაზე უუფლებო არსებაა. ადამიანადაც არ მიაჩნიათ..
ნუ, დაახლოებით ის ქალკედონიის კრებოს პონტია, ოღონდ აქ ერთსაც არ მიუცია ხმა იმისათვის, რომ ქალს სული აქვს..
Niqab - ეს მომწონს ძალიან ^_^ ფოტოც კი მაქვს ამის ესჰხიტ გადაღებული.
რაღაცნაირად ლამაზია ქალის ხმა და თვალები არაფერი მეტი <3
Zalian lamazia, rogorc yvela erovnuli tansacmeli <3 <3 vgiJdebi erovnul samosze, da arabi qalebi gansakuTrebulad lamazebi, idumalad lamazebi arian. uflebebi kidev sxva sakitxia, sul calke... silamazis mxriv Zalian momwons, survilis mixedviT tareba iqneboda albaT idealuri... ar vici...
მართალია მხოლოდ თვალები უჩანთ, მაგრამ გამოხედვა აქვთ სასწაული და თვალებსაც ულამაზესად იხატავენ, თან ჩადრიანი ქალები რაღაც ძალიან ქალურები არიან სულით ხორცამდე
ხანდახან რა კარგია საქართველოში :D პრინციპში ამ ქალების უმრავლესობას არც აწუხებს ჩადრის ამბავი.. უფრო მნიშვნელოვანია ქმარს არ მობეზრდე და არ გაგყიდოს :D მაშინ ხო ყველაფერი იმ იდიოტ მეორე ცოლს დარჩება :D
qeti თავის ქვეყანაში ალბათ არ აწუხებთ. აი საზღვრებს გარეთ კი არ ვიცი, და ძალიან მაინტერესებს.
რას გრძნობენ 8-10 წლის გოგონები როცა თავშალ შემოხვეულები დადიან? მითუმეტეს კარგად ვიცით სკოლებში რა წვრილმანების გამო დასცინიან ბავშვები ერთმანეთს.
საფრანგეთში მართლაც ბევრი დადის თავსაბურავით და მემგონი სულაც არ ეკძალებათ საფრანგეთის მხრიდან. ძალიან დავინტერსდი თუ საიდან მოდის საბურავის აუცილებლობა მუსლიმი ქალებისთვის, ანუ ყურანში როგორ არის მითითებული. ყურანის ერთერთი ფრაზა მოიტხოვს, რომ ქალმა დაფაროს თავის სილამაზე, რაც სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვანაირად აღიქმება. ზოგისთვის ქალის სილამაზე სახეა, ზოგისტვის კი ხელები და ასე შემდეგ. თუმცა როგორც აღმოჩნდა ყურანი სუფთა არაბული ენით არ არის დაწერილი, ხშირია არამეული სიტყვები და ფრაზები, ამიტომ ყველა სიტყვა და ყველა წინადადება მრავალანირად შეიძლება განიმარტოს და მაშინ ზემოთ მოყვანილი ფრაზა "დამალე შენი სილამაზე" შეიზლება სულაც "შემოირტყი ქამარი"-ად ითარგმნოს და სულაც სხვა რამეს გულისხმობდეს.
ვთვლი, რომ როდესაც მუსულმანები ევროპაში ჩადიან და ევროპის სტუმარმასპინძლობით ასე ხარბად სარგებლობენ, იქაურ ქუდს თუ არ დაიხურავენ, ქალებს მაინც მისცენ უფელბა თვთონ გადაწყვიტონ რას ჩაიცმევენ.
AnnTonovka - რა საინტერესო იყო. არც კი ვიცოდი რომ მაგ წინადადებიდან მოდიოდა ეს ტრადიცია.
რაც შეეხება ”ევროპულობას”. ძალიან დიდი განსხვავებაა თუ კაცი ევროპაშჳ იყო გაზრდილი, მაშინ ცოლს მართლა აძლევს შედარებით თავისუფლებას, შედარებით იმიტომ რომ მასზე ოჯახის ზეგავლენა მაინც არის.
თუ მთლიანად ოჯახი გადმოსახლდა, ბევრი არაფერი იცვლება, ანუ კაცი მაინც ისეთივე ”ჯიგიტი” რჩება, ქალს კი კვლავ და კვლავ არაფერის უფელბა არ აქვს.
Post a Comment