გემრიელი პიცის საიდუმლოს სოუსში წარმოადგენს, სოუსი კი უამრავი სახის შეგიძლიათ გააკეთოთ მაიონეზით, არაჟანით, პომიდვრებით. საწყისად რაც არ უნდა გამოიყენოთ არ დაგავიწყდეთ რომ აუცილებლად უნდა დაამატოთ 2-3ჩ.კ. ზეითუნის ზეთი, მარილი გემოვნებით, ბაზილიკა, ნიორი, ოდნავ მწარე წიწაკა. თუ თეთრ სოუსს ამზადებთ ჩემი პირადი რჩევაა გახეხილი ყველიც დაამატოთ.
ახლა ზემოდან რა მოვაყაროთო იტყვით, რა და რაც გაქვთ მთავარია გემო შეუხამოთ ერთმანეთს და მაგალითად კალბასი და თევზი ერთად არ დააადოთ თორემ გული აგერევათ. შესაძლო ვარიანტებია: ბულგარული, შრიმპები, ხახვი, გაროხი, სიმინდი, სოსისი, ვიჩინა, კალბასი, სოკო, ყველი, ზეთისხილი, ბროკოლი, ანჩოუსები, ბეკონი, და ა.შ. ამ პროდუქტებს დაჭრით სასურველ ზომაზე, მოაყრით პიცას, შედებთ ღუმელში და გამოაცხობთ. ესეც ჩემი ბოლო პიცა, რომელიც დღეს მოვამზადე, გვერდები გადავუკეცე ცომს რადგან ბევრი სოუსი მომივიდა და არ მინდოდა გადმოღვრილიყო.

გემრიელად მიირთვით :)
18 comments:
იიფ
დღეს უკვე მეორე პოსტს ვკითხულობ კულინარიაზე, დროა სადილზე ვიზუნო :))
მმმმ... მიყვარს პიცა
ხოდა გემრიელად გამოიყურება ^^
უნდა ვცადო აბა ერთხელ მეცა :))
Yummieeeeeeeeeeeeee.....
No translation need for this
:)))))))))
როგორც ბაბუაჩემი იტყოდა, ბოდიში მომიხდია,პირი ქვისკენ მიქნია, მაგრამ ნამეტანი ფერმკრთალია შენი პიცა ქალბატონო ტომუშკა :დედამთილის სმაილიკი:
დაჯე ორჯერ დაგიკომენტარე (როფლ)
ნამდვილად ფერმკრთალია, ზეთის მოსმა დამავიწყდა გვერდებზე.
მივირთვი დღეს უკვე. :)
მართალი ხარ გემრიელი პიცის საიდუმლო სოუსში მდომარეობს. ჩემთვის ცომსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. უთხელესი პიცა მიყვარს :)
ლოვე – რომელია
ძალიან მიყვარს
შენ მე არვიცი რას გიზამ :D :D :D :D
hmmmmmm, შენ გამომცხვარ პიცაზე დამპატიჟებ :ჵ: ჵ
შენ მაღლითა ხარ, მე - დაბლით :D :D :D :D
ხოდა მე რომ პიცა გავაკეთო, არ ექნება
1)სოკო
2)ბულგარული
3)ხახვი
4) ნუ მაიონეზიც არ მიყვარს სასტიკად, მაგრამ არაჟანს ხომ არ ვუზამ...
ხოდა ნუ მოკლედ.
ახლა სადილის გაკეთების მუღამზე ვარ ცოტა ხანი :D
Kate მშვენირი ინგრიდიენტები გქონია,
არაჟანს რატმ ვერ უზავ? მე ძალიან ხშირად ვიყენებ, იმიტომ რომ მაიონეზზე ნაკლებად ცხიმიანია.
არაჟანში რა ქენი იცი? დაამატე ცოტა გახეხილი ყველი, ნიორი, ძალიან წვრილად აჭრილი ხახვი, შავი პილპილი და ოდნავ მარილი. სოუსი გამოგივა სუპერ მაგარი!!!
არა, ჯერ რამე საჭმელი მინდა გავაკეთო.
ანუ კერძი.
Kate დევს აქ სადღაც ხორციანი კერძის რეცეპტი.
შემწვარი ხორცია ბროწეულით.
miyvaars :X momindaa :D
ოოო. ეგ სხვა საქმეა :D
Post a Comment