Mar 20, 2010

Cookies - ხრაშუნა და გემრიელი

სირცხვილი და თავის მოჭრა რამდენი ხანია თქვენთვის რაიმე გემრიელობის რეცეპტი არ შემომითავაზებია. ამიტომ ახლა გთავაზობთ ძალიან გემრიელი პეჩენიების რეცეპტს რომ თქვენი გული მოვიგო :) პეჩენიები რომელსაც დღეს გთავაზობთ არის ძალიან არომატული, ხრაშუნა და უბრალოდ მისწრება ყავასთან ან ჩაისთან ”მისაჭმელად” :D

სანამ ცხობას დავიწყებდეთ, გავიხსენოთ რა გვჭირდება გემრიელი ნამცხვრის მოსამზადებლად .... აბა გაიხსენეთ? კიიიიი ნამდვილად კარგ ხასიათზე ყოფნა :) იპწკინეთ ახლა ტაკოებზე და მოდით ხასიათზე რომ დავიწყოთ ჩვენი Cooking Therapy :)

პირველ რიგში ავიღოთ ღრმა თასი, ჩავყაროთ სამასი გრამი ფქვილი, ერთი ჩაის კოვზი საცხობი ფქვილი ან მეოთხედი ჩაის კოვზი სოდა + ძმარი, მწიკვი მარილი, 100 გრამი შაქარი, ერთი ლიმინის ცედრა, 2 შეკვრა ვანილი, 50 გრამი ძალიან წვრილად დაჭრილი ნიგოზი. ყველაფერი ეს ძალიან კარგად ამოურიეთ და გადაზილეთ 200 გრამ რბილ კარაქში. აუცილებლად რბილი და არა მდნარი! დავამატოთ ერთი კვერცხი და სწრაფად მოვზილოთ ცომი. შევდოთ მაცივარში მინიმუმ ერთი საათით! :)

დროის გასვლის შემდეგ, გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. გამოიღეთ ცომი. გააბრტყელეთ 3-4 მილიმეტრზე რაც შეგიძლიათ სწრაფად. შენიშვნა: ბევრი ფქვილი მოაყარეთ საბრტყელებელ დაფაზე თორემ მიეკრობა ცომი!!! ჭიქით გამოჭერით მრგვალი ფორმები და დააწყვეთ თუნუქის ფურცელზე. სწრაფად გადათვალეთ რამდენი რგოლი გაქვთ და ნახევარს გული ამოაჭერით. (სტაფილოს და ვაშლის ამოსაღრუტნი რომაა იმით ყველაზე ადვილია! ) შედეთ ღუმელში და გამოაცხეთ.

სანამ პეჩენიები ცხვება, მოიძიეთ სახლში რაიმე ჯემი!! 15-20 წუთის შემდეგ გამოიღეთ პეჩენიები ღუმელიდან. ალხაც ჩქარ ჩქარა უნდა იმოქმედოთ. სანამ პეჩენიები ცხელია, აიღეთ ძირი, გადაუსვით ჯემი და თავზე დაადეთ ამოღრუტნული პეჩეენია, ნაზად დააჭირეთ ხელი :) დამიჯერეთ ეს ყველაეფრი ღირს იმათ რომ აი ეს გემრიელობა დააგემოვნოთ :)

გემრიელად მიირთვით :)

38 comments:

Kate said...

მწიკვი მარილი და ლიმინის ცედრა რა არის???

Tomushka said...

მწიკვი მარილი არის ის რაოდენობა ორი თითით რასაც ამოიღებ სამარილედან :)

ლიმონის ცედრა კიდე არის ლიმონის კანი :)
გარეცხავ ლიმონს და გახეხავ წვრილ სახეხზე, მაგრამ მხოლოდ ყვთელ ნაწილს :)

Kate said...

აააააა. გასაგებლარია.

ახლა ვფიქრობ ხომ არ ვცადომეთქი ხვალ მაგალითად.

Tomushka said...

Kate - ratomac ara? :)

Kate said...

ხო აი ვნახოთ.
პრინციპში ყველაფერი მაქვს და იქნებ ვცადო. მართალია კულინარიაში ძალიან ჩაინიკი ვარ, მაგრამ მაინც. იქნებ გამოვიდეს.

Tomushka said...

Kate - aucileblad gamogiva :)

gabrtyelebisas ar dagavickdes bevri fqvili Torem miekroba sabrtkelebels da ver aafxikav!

Tomushka said...

Sematkobine ras izav, an blogze dade da vnaxaavt :)

Kate said...

ხოდა ღუმელში კარაქს ვუზამ ბევრს.

clown said...

აუუ რა გემრიელი ჩანს... :შ

და უნიგვზოდ არ შეიძლება ? :შ

Tomushka said...

Kate - karaqi imdeni uqeni rac weria.

clown - rogor ar SeiZleba. ubralod cota meti fqvili mieci ase 60 gramiT meti (3 sufris kovzi )

clown said...

@Tomushka
ვსიო დღეიდან ავუწუწუნდები დედაჩემს :დ

Tomushka said...

შენ რომ გააკეთო? :)
წარმოგიდგენია როგორ გაუკვირდებათ შენებს :)

Anonymous said...

Tomuska, gumelshi rom shevdeb karaqi ar unda ?? (momiteve aseti kiTxvisTvis pirvelad vaketeb ragacas :D )

Tomushka said...

Anonymous - არა, ცომში ხომ აქვს კარაქი და საკმარისია. თუნუქის ფურცელზე სპეციალური საცხობი ქარალდი რომაა ის დააფარე, თუ არ გაქვს მაშინ მსუბუქად მოაყარე ფქვილი.

Anonymous said...

diiiiidi madloba :** gaviqeci da gavaketeb :* mere davakomentareb^_^

Tomushka said...

Anonymous - არაფრის :)
აუცილებლად გაგვგებინე რას იზავ.

Natalia said...

ra kargi sasusnavia <3 gamovacxob odesme :))

Sophie Golden said...

უმაგრესი პოსტი. რაღა პოსტი, რეცეპტი. ამას აუცილებლად გამოვაცხობ, სანამ ცომეულის ჭამა შემიძლია.
მმმმ, თან ჯემით.
ტომა, ჯიგარი ხარ. დიდი მადლობა.

Keti said...

მმმმმმმმმმ

შენი რეცეპტიანი პოსტებიდან ისეთი სურნელი მოდის...
მიყვარს ეს პეჩენიები :)

Nicole said...

ესე იგი, გულ-მუცელი ამეწვა, ისე მომინდა შენი ხრაშუნა ნამცხვარი, მაგრამ სად გამოვაცხო, ჯერაც სამსახურში ვარ... :) თანაც, მშიერი... :)

Kate said...

გოგო, არა მე იცი რას გეკითხები???
ანუ ღუმელში ლანგარზე ბევრს წავუსვამმეთქი, რომ არ მიიკრას.

აუ იქნებ ხვალ გავაკეთო რა :(((

Tomushka said...

Kate - vaaaaaax, kaco, geubnevi ar undaaa tko da meti ra vqna? :D :D

Tu sacxbi furceli ar gaqvs mashin fqvili moakare.

Kate said...

ახლა ვაკეთებ და ვნახოთ რა. :(((

Tomushka said...

vax, ra magariaaa :)
aba gelodebi ra shedegs miigeb :)

risi jemit akeTeb?

Kate said...

ახლა მაცივარში მიდევს ცომი. ცოტა ხანში გამოვიღებ.

ან მარწყვის მურაბით, ან თეთრი ბლის.



facebook-ში დამამატე რა.

Kate said...

ნუ თუ წინააღმდეგი არ ხარ. რათქმაუნდა.

Tomushka said...

Kate - ratom unda viko cinaamdgei? magram rom ar vici vin xar facebookze? rogor modzebno?

Tomushka said...

p.s. muraba ar gamodgeba, jemi unda iyos. muraba cava cklad da sul gagifuchebs pecheniebs.
Tu jemi ar gaqvs, daablendere mxolod xili dachklite changliT, sul cota cvenic daumate.

Kate said...

ხო, მეც ეგრე მგონია. ვფიქრობდი წეღან, მურაბა ხომ ხილი და წვენია.. ხოდა რაც ამას სჭირდება, ერთიანი მასა უნდა იყოს.



მოიცა მე გიპოვი ახლავე.

Tomushka said...

Kate - ჩანგლით დაჭყლიტე ხილი.

Kate said...

აუ ჯანდაბა რა.
ერთხელ გადავწყვიტე რაღაცის გაკეთება და იმასაც ვერ ვაკეთებ იმის გამო, რომ ღამის 12 საათზე ჯემი არ მაქვს. :(((((((((

აღარ მაქვს ხალისი უკვე რა.
იყოს რაც არის. იდოს მაცივარში ხვალამდე. ხვალ თუ მექნა განწყობა, გავაკეთებ.

Tomushka said...

Kate - რაც უფრო დიდი ხანი იქნება მაცივარში მით უფრო ხრაშუნა გამოვა. ზოგი ჭირი მარგებელია :D

მარწყვის მურაბა რომ ჩანგლით აგეჭყლიტა ძალიან კარგი გამოგივიდოდა.

Tomushka said...

an kide tu dzlian ginda gemos gasinjva, mashin mxiolod mrgvalebi gamoacxve da rom gamocxveba tavze satitaod erTi markvi daade :)

dzalian lamazi da gemrieli gamogiva!

Tomushka said...

p.s. me murabebi ar maqvs aqa da ver vaketeb shesabamisad aset rameebs, kvelafers jemis konsistencia aqvs, an kampotia :D

Kate said...

ნერვები ამეთხარა რა.. :(((((


იქნებ მოვკიდო დღეს ხელი.

salomushka said...

დამაინტერესა ამ რეცეპტმა... :) როგორც კი დამთავრდება მარხვა მოვსინჯავ :)

Lyu said...

Dzlian gemrielad gamoiyureba...Mec gamovacxob aucileblad.

Tomushka said...

გემრიელიცაა ძალიან , არა მხოლოდ გამოიყურება :)

გამოაცხეთ და გვითხარით როგორი გამოვიდა :)