Mar 30, 2010

BMI და სასურველი იდეალური წონა

ახლა ვსწავლობდი მატერიალს კუჭის მოქმედების, ენერგიის ბალანსისა და დიეტების შესახებ. იმდენად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მივიღე რომ გადავწყვიტე პოსტის დაწერა და თქვენთვის გაზიარება.

მოდით ჯერ დავიწყოთ იმით თუ ვის სჭირდება დიეტა. ამისთვის უნდა გაგაცნოთ ერთი მნიშვნელოვანი ინდექსი BMI - Body mass Index. ამ ინდექსის გამოთვლა სულ ადვილია თუ თქვენს სიმაღლესა (მეტრებში) და წონას (კილოგრამებში) აი ფორმულით გამოთვლით:
BMI = წონა / (სიმაღლე * სიმაღლე )
მაგ: 63კგ/(1.74 მ * 1.74 მ)= 20.8
ასევე შეგიძიათ სპეციალური საიტის მინახვა და იქ შეიტანთ თქვენს მონაცემებს, შედეგიც ავტომატურად დაითვლება.

თუ თქვენი BMI 18.5 - ზე ნაკლებია, მაშინ ის დროა რომ იფიქროთ წონის მომატებაზე. თუ ის 18.5 და 24.9 შორის მერყეობს, მაშინ თქვენ იდეალური წონა გქონიათ, შეეცადეთ ჯანსარად იკვებოთ და რაიმე ვარჯიშებიც აკეთოთ. თუ თქვენი BMI 25 და 29.9 შორის არის, მაშინ აუცილებელია რომ წონის დაგდებაზე იფიქროთ, იმიტომ რომ დიდი შანსია თქვენი ზედმეტი წონა, სიმსუქნის სტადიაში გადაიზრდება.

არის შემთხვევები რომ ჩვენი BMI სრულიად ნორმაშია მაგრამ ჩვენ უკმაყოფილო ვართ ჩვენი ფორმებით, მაშინ საჭიროა ვარჯიში და არა დიეტობა, რადგან როგორც წესი, ენერგიის შენახვა ხდება ცხიმოვან ქსოვილებში, და იმ ფორმებს რომლებიც ჩვენ არ მოგვწონს სწორედ ცხიმოვანი ქსოვილები ქმნიან. შესაბამისად საუკეთესო გამოსავალია ჯანსაღი კვება და ვარჯიში. დავიმახსოვროთ ორგანიზმის ენერგიის ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ბალანსი სახეზე გვაქვს მაშინ როცა მიღებული ენერგია და დახარჯული ენერგია ერთმანეთის ტოლია.

თუ მიღებული ენერგია (კალორიები) იმაზე მეტია ვიდრე დახარჯული, მაშინ ის გრდოვდება ცხიმების სახით, როგორც წესი კანის ქვეშ, და ცოტაც კუნთებში. თუ მიღებული ენერგია (კალორიები) დახარჯულზე ნაკლებია, მაშინ ხდება წონის კლება. ანუ ოქროს შუალედი საუკეთესო გამოსავალია.

ძალიან დიდი პოსტი გამოდის, ამიტომ მოდით ჯერ ჩვენი BMI დავითვალოთ და შემოდეგ პოსტში დავწერ წონის დაგდების შესახებ.

პ.ს. ჩემი BMI 20.8

12 comments:

hexe said...

wona unda gavyot simagleze?
0.3 mivige :D

vasasi said...

მეც მსგავსი კითხვა გამიჩნდა..

ზუსტად გვითხარი რა, ტომუშკ.. :)

Tomushka said...

კი წონა უნდა გავყოთ სიმაღლის კვადრატზე.
სიმაღლე დამიწერია არასწორად. სანტიმეტრებში კი არა მტრებში უნდა.

ნინო said...

მე ვარ ერთი მტერი და სამოცდათვრამეტი სანტიმტერი :)

როდრიგო said...

ე.ი. მე ვარ 182 და 57 კილო ანუ 57 ვყოფ 182ის კვადრატზე? დავამრგვალე დაუშვატ 2 მეტრი. მაშინ კვადრატი იქნება 4 და 57 რო გავყოთ 4 ზე უდრის 14, 25 . ისედაც ვიცი რო გასუქება არ მაწყენდა, მერე იქნებ რამე რეცეპტები მოიძიო გასუქების?

სწორად გამოვთვალე?

Tomushka said...

როდრიგო შენი 17.2 დამრგვალებები არ უნდა გაკეთო.
წოტა წონის მომატება კი არ გაწყენდა.

დავწერ შემდეგ პოსტებში რა და როგორ უნდა :)

Tomushka said...

აი ამ საიტიდან შეგიძლიათ გამოთვლა
http://www.nhlbisupport.com/bmi/bmi-m.htm

Keti said...

21,8 ვარ :)

მაინც ვაპირებ ვარჯიშს აპრილიდან – გასაკაჟებლად და ტონუსისთვის, ერთი სული მაქვს. ზამთარში ვერ დავდიოდი ფიტნესკლუბში...

როდრიგო said...

მადლობ:)) უნდა ვჭამო და ვჭამო თან ვარჯიშიც მინდა :))

vasasi said...

სმ ლოგიკით 21.4 ვარ..

არა, ხუთი კილო აუცილებლად უნდა დავიკლო.. :))

Tomushka said...

vasasi რატომ იკლებ? რა არ მოგწონს შენში?

BUDDHA said...

chemi BMI 21.6 gamovida
58/1,64

varjishob magram shedegs isets ver vxedav rogoric minda :(