Mar 27, 2010

წყლის სმის მოდა :)

ზოგი ჭირი მარგებელიაო ხო გაგიგიათ? ხოდა მინდა გითხრათ რომ ძალიანაც რომ შეესაბამება სიმართლეს. ფიზიოლოგიის კურსის განმავლობაში ბევრი საინტერესო რამ გავიგე და ვისწავლე, მინდა თქვენც გაგიზიაროთ. პირველი პოსტი ეხება გავრცელებულ მოსაზრებას თითქოს ნებისმიერმა ადამიანმა დღეში მინიმუმ სამი ლიტრი წყალი უნდა დალიოს. არის თუ არა ბევრი წყალი სასარგებლო? ან რა შედეგს გვაძლევს თუ წყალს ძალიან იშვიათად დავლევთ?

თავიდანვე მინდა გითხრათ რომ თუ ყოველ წუთს გწყურიათ, ან საერთოდ ვერ გრძნობ წყურვილს, მაშინ რაღაც ხდება თქვენს ორგანიზმში და ჯობია ექიმს მიმართოთ. ჩემ პოსტში კი ისეთ სიტუაციაზე ვისაუბრებ როცა ჯანმრთელები ვართ, საერთოდ არ გვწყურია, მაინც ვიჭყიპებით წყლით მხოლოდ იმიტომ რომ ვიცით ეს კარგია, სასარგებლოა და ა.შ.

რა ხდება სინამდვილეში? სინამდვილეში ის ხდება რომ ორგანიზმში წყლის ბალანსი ძალიან კარგად აწყობილი სისტემით კონტროლდება. წყლის დონის ცვლილებები ფიქსირდება ტვინში კერძოდ კი ჰიპოთალამუსში და იქიდან გამომდინარე წყლის ნაკლებობა არის თუ მოჭარბება გამოიყოფა ძალიან მნიშვნელოვანი ჰორმონი ADH. ახლა ნახეთ რა გენიალურადაა ეს სისტემა აწყობილი.

აწეული წყლის დონე - გამოიყოფა ნაკლები ADH, წყალი დიდი რაოდენობით იდევნება ორგანიმიდან შარდის სახით, არ გვაქვს წყურვილის გრნობა და შესაბამისად წყალსაც არ ვსვამთ. დაწეული წყლის დონე - გამოიყოფა დიდი რაოდენობით ADH, წყლის გამოდევნა მცირდება, ანუ თირკმელები უფრო დიდი რაოდენობით შთანთქავენ წყალსა, ჩვენ გვიჩნდება წყურვილის გრძნობა და ვსვამთ იმდენი რაოდონობის წყალს რამდენიც საჭიროა ორგანიზმში ბალანსის აღსადგენად.

როგორც ხედავთ ძალიან მარტივი სისტემაა, რომელიც ჯანსაღ ორგანიზმში უბრალოდ უნაკლოდ მუშაობს. შესაბამისად ვსვავ იგივე კითხვას, რა საჭიროა ლიტრობით წყლის მიღება როც არ გვწყურია?

Eng:
The post is about the water and fashion to drink as much water as possible. It is belived that we should drink minimum 3 l. of water every day, but do we really need that much if we are not thirty (healthy organisms)?

14 comments:

piccolina said...

ძალიან კარგი პოსტია, მაგრამ ერთი შენიშვნა მაქვს: სმა ---> ვსვამ, სვამ (ვსვამ წყალს, კითხვას და ა.შ) და არა ვსვავ

Tomushka said...

ჩავასწორე :)
ისე სულ მაინტერესებს, როგორ ამჩნევთ მსგავს რამეებს, როცა ვკითხულობ ხუთი ასოც რომ იყოს გამორჩენილი მაინც ვხვდები აზრს, და სულ მკიდია რა გამორჩა და რა არა დამწერს :)

Lord Vader said...

ჰოოო... ქართული მართლწერა დიდი საუნჯეა.
300 გრამის გარეშე კისერს წაიმტვრევს ადამიანი.

Tomushka said...

Lord Vader - არა მარტო ქართული :)
მგონია რომ ზოგადად მართლწერა ძალიან რთულია :)

Keti said...

ზუსტად ასე გეახლებით წყალს – ADH დონის აწევისა და დაწევის შესაბამისად :)

სამწუხაროდ რჩევა 3 ლ. წყლის დალევაზე ექიმებისგანაც მსმენია. თან იმასაც ამბობენ, ამის გარეშე კანი გამოშრებაო და ა.შ.

Tomushka said...

Keti კი ჩვენმა მასწავლებელმაც ეგ თქვა რომ ურჩევნო (კარგი მასწავლებელი გვყავდა თირკმელებში, პრაქტიკოსი ექიმი და არა უბრალოდ თეორეტიკოსი). გაკვირვებული იყო მეანები ურჩევენ მომლოდნე მშობიარეებს რაც შეიძლება ბევრი წყლის მირებასო, და ახლად დბადებულ ბავშვებს პრობლემა ექმნებათ ხოლმეო.

ნინო said...

ნადა ლიოხა ნადა :)

როდრიგო სანტორო said...

საინტერესო იყო. მე მაშინ ვსვამ, როცა მწყურია და ძალით არასოდეს დამლევია:) შეიძლება დღე გავიდეს და საერთოდ არ დავლიო. ზამთარში იშვიათად ვსვამ.:)

Tomushka said...

მე კიდე სულ ვიჭყიპები ზამთარ ზაფხულ. წყალს არ ვსვამ ბევრს, სამაგიეროდ ჩაის და ყავას ვსვამ ლიტრობიტ.

ამიგო said...

ADH დონის აწევისა და დაწევის რა მოგახსენოთ, მაგრამ წყალს დიდი აკურატულობით გეახლებიან ინდოეთსა და ჩინეთში.

მათ ჯანმრთელი ცხოვრების წესის მრავალ ათასწლეულიანი ტრადიციები აქვთ და იმ დროში სულ არ იყო ADH :)

ტრადიცია დრომ გამოსცადა და კარგი შეფასება მიაკუთვნა.

აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 2-3 ლიტრი წყლის მიღება უმეტეს შემთხვევაში დადებით ეფექტს უფრო იწვევს ვიდრე უარყოფითს.

აგია ჩემი კომენტარი :)

Taa said...

xels uckobs gaxdomas rogorc vici
chems shemtxvevashi egrea

da kidev sachmlis monelebis sistemasac uckobs xels

Tomushka said...

bevri ckali, ar sheidzleba gamoikeno rogorc "sadieto" saSualeba, radgan is mtel rig meqnaizmebs amoqmedebs organizmshi.
ai bevri cellulose ki namdvilad kargia sachmlis monelebisatvis.Tu adamiani didi raodenobiT gebulobs am elements, mashin xdeba wylis shekaveba (agar gaicoveba didi raodenobit sachmlis monelebis sistemidan)

Kate said...

დებილივით ნამდვილად არ ვიყუდებ, მაგრამ ბევრს ვსვამ, რადგან მიყვარს.

amigo said...

წყლის რა მოგახსენოთ და ზოგი 2-3 ლიტრ კოკა-კოლას მიირთმევს ცხელ დღეებში :)