Mar 15, 2010

პარანოიდული საზოგადოება

პოლიტიკურად და ეკონომიკურად რომ დარხეული გვაქვს დიდი ხანია ვიცით მაგრამ ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო ცუდადაა ჩვენი საქმე.

გამოვლილი ომების და არეულობების შედეგად, ხალხი რამოდენიმე ათეული წელია ძალიან ძლიერი სტრესის ქვეშ იმყოფება. რათქმაუნდა ამას უკვალოდ არ ჩაუვლია და რაღაცნაირად პარანოიდული ხასიათი ჩამოგვიყალიბდა. სულ ვფიქრობთ რომ ვიღაც ჩვენზე თავდასხმას გეგმავს, რომ ომი დაიწყება ნებისმიერ მომენტში. არცაა გასაკვირი რადგან ყოველდღიურად მასიურად ვღებულობთ ინფორმაციას მოსალოდნლი საშიშროების შესახებ. რამდენადაა ეს საშიშროება რეალური, მე პირადად უკვე ეჭვი მეპარება და ეს კიდევ მეორე უკიდურესობაა როცა უკვე აღავის და აღარაფრის არ გჯერავს.

ახლა მივუბრუნდები იმედზე გასულ სიუჟეტს, ფაქტია ამ სიუჟეტის მიზანი სწორეს ის იყო რა რეაქციაც მან გამოიწვია საზოგადოებაში- ანუ საზოგადოების დაპანიკება. არ ვიცი ვის წისქვილზე ასხავს ეს წყალს, მტავრობის თუ ოპოზიციის, მე მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს - რაში სჭირდებოდათ ხალხში პანიკის გამოწვევა?

5 comments:

unaamarga said...

როდესაც იცი, რომ სულ აქვე სხვა ქვეყნის ჯარი დგას და თან ისიც იცი, რომ ამ ქვეყანამ თუ გადაწყვიტა, ვერ გააჩერებს ვერანაირი საერთაშორისო მექანიზმი, სულ რომ არ უსმენდე ნიუსებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, არ შეიძლება შინაგანად ცუდისთვის არ იყო მზად. პარანოიას ამას ვერ დაარქმევ, ჩემი აზრით.

ნინო said...

ერთი ადამიანის იდეით და შიშებით და სიხარულითაც ცხოვრობს მთელი საქართველო თორემ სხვა ადამიანების აზრებსაც რომ ექცეოდეს მნიშვნელობა და რაიმე ძალა გააჩნდეს ( კანონის ძალაზე აღარაფერს ვამბობ) ასეთი უხეში შეცდომები აღარ გვექნებოდა. ერთ ჯურნალისტს ან არველაძეს რომ ეთქვა რომ მე ამას არ გავაკეთებ!! ხომ არ მოხდებოდა ის რაც მოხდა?? ფსევდოა ყველაფერი და მათ შორის დემოკრატიაც და ამას კიდე უნაამარგა პარანოია ქვია !

babisa said...

eh
eg mec mainteresebs..

maito said...

siujetis gashveba vis chirdeboda? ra tqma unda xelisufleba, radgan imedze xelisuflebis gareshe pampersis reklamac ar gadis. ratom? imitom rom xalxi dapanikebuliyo. ratom? imitom rom amit ragacis gadafarva da michqmalva undodat an tavad imedis daxurva :(

lasharela said...

ხელისუფლების ვარაუდი იყო "დავანახოთ, რაც შეიძლბა რეალურად რა ელით ამ უბედურებს" უბრალოდ კარგად ვერ გათვალეს, რამდენად რეალურად დაანახეს და ამავდროულად იმასაც ვერ აცნობიერებენ რომ არასწორი ბერკეტია, ნეგატიური პიარით ხალხის დაპანიკება. (ან იქნებ ვცდები???)

ჩვენი საზოგადოება "ფარჩაკია"... წესით ასეთი რამ არ უნდა შეარჩინოს. არ უნდა მიუტევოს.