Mar 13, 2010

სამარცხვინო მედია!

უფლება არ მაქვს, როგორც საქართველოს მოქალაქემ და როგორც უბრალოდ ადამიანმა არ გამოვთქვა პროტესტი ქრონიკით გასული სიუჟეტის მიმართ.

მინდა მივმართო ამ ტელევიზიის წარმომადგენებს - ის რაც თქვენ გააკეთეთ არის სრული უზნეობა. ის რაც თქვენი წყალობით ხალხს დაემართა, ძალიან ძლიერი სტრესიდან დაწყებული სერიოზული ჯანმრთელობის გაუარესებით დამთავრებული მხოლოდ და მხოლოდ თქვენს კისერზეა!!

და აწი, მომავალში თუ მოინდომებთ მსგავსი სიუჟეტების ჩვენებას, სიუჟეტის განმავლობაში სადმე წვრილი ასოებით მაინც მიაწერეთ რომ ესაა სიმულირებილი სიტუაცია და სინამდვილეს არ შეესაბამება!

გრცხვენოდეთ!!!

20 comments:

lasharela said...

რუსეთის არხებზე გადაცეს ეხლა ....ამათი დედა ვატირე....

Tomushka said...

რა თქვეს?

ფუ, რიჟიკებად გამოიყვანეს მთელი ერი!
მათხოვრები!

zicke said...

დეგენერატები არიან რა,ზოგი წერდა ფორუმზე როგორ ვერ მიხვდით ძველი კადრები რომ იყოო, მაგრამ როცა გეუბნებიან ტანკები მცხეთასთან არიანო ცოტა ძნელია იქ ტანსაცმელზე და აყვავებულ ხეებზე ყურება დაიწყო.
ახლობლის ცოლი ბავშვს ელოდება, სამი თვის ორსულია ცუდად გახდა გოგო სასწრაფოს გამოძახება დაჭირდა,იდიოტები არიან რა, ძალიან გავბრაზდი, ასეთი მდაბიო გადაცემის გაკეთება როგორ შეიძლებოდა, ხალხს შვილები ყავს მკვდარი ომში და თანაც ერთი წლის წინ :(

clown said...

თავში ფეხი აქვთ ამ საცოდავებს :|

Tomushka said...

zicke როგორ არის ის გოგო? :(

ძნელია აბა რააა. თან რაღაც მოლოდინში სულ ვართ რომ რარაც დაიწყება და უყურე ახლა ძველ და ახალ ფორმებს, კინოში ხო არ ვართ?

ყველა ვარიანტში უნდა დაეწერათ რომ სიმულაცია იყო!

clown said...

ფორუმ.გეზე კიდე ვერაფრით შევედი :|

Tomushka said...

forumze verc me shevdivar.

zicke said...

Tomushka

უკეთესად არის,დამამშვიდებლები დაალევინეს და დაიძინა :)

ისედაც დაძაბულია ყველა,მოლოდინი რაღაც ცუდის არისდა კიდე ხალხის დაპანიკება....

donshakal said...

პროფესიული ეთიკა აქვთ 0-ზე ამათ. კინაღამ ხელში ჩამაკვდნენ ოჯახის წევრები...

გურამი said...

"ფუ, რიჟიკებად გამოიყვანეს მთელი ერი!" - ახლა ვართ რიჟიკები და კიდეც არ ვაღიაროთ? :) მაგარი სიუჟეტი იყო ჩემი აზრით. მთელი ქვეყნის მასშტაბით რომ ქონდა რეაქცია, რომელ სიუჟეტს ქონია ასეთი? იცით რა, ამ სიუჟეტის მერე გამოჩნდა, რომ ორი წლის მანძილზე საერთოდ არაფერი გვისწავლია. აი საერთოდ. და ვინმე მიაქცია ყურადღება ტანკები რომ იყო, იმ მომენტში როგორი ამწვანებული გარემოა? აბა ბავშვებო, რომელმა ნახა ასეთი ამწვანებული გარემო მცხეთასთან დღეს? მე არ მინახავს. მთელი თბილისი-გორის გზაზე ერთი ბალახიც არ მინახავს ამწვანებული.

donshakal said...

გურამ, თუ არ შეწუხდები, იმათ დედებს ესაუბრე ამ სიუჟეტის ფართო გამოხმაურებაზე, რომელთა შვილებიც ახლა ჯარში არიან, ან აეროპორტში მუშაობენ, ან უბრალოდ ქალაქგარეთ არიან ამ უქმეებზე წასული :)

ეს იყო არაპროფესიონალიზმის ბოლო დონე. და მეტი არაფერი. დასაგმობია და ვგმობ.

Tomushka said...

გურამი - გადამრევთ მე თქვენ. ხალხი მოლოდინშია, ცუდის მოლოდინში, როცა გეშინია არ უყურებ იქა ზომა წონას. გეშინია და მორჩა. შიშის დროს ყველაერს უფრო გადამეტებულად აფასებ ვიდრე სინამდვილეშია, დეტალებს არ აქცევ ყურადღებას და ა.შ.

ერთადერთი რაც ისწავლეთ (არა ჩვეულებრივმა ხალხმა)არის ის თუ როგორ ადვილია ხალხის დაპანიკება, და ცოტაც რომ მოენდომებინათ ომსაც კი დააწყებინებდნენ ხალხს!

ia gigiberia said...

დაგვცინიან, ასეთ თემებზე ქილიკი არ შეიძლება.

ilmfb said...

gaagijes xalxi:|

CGSaba said...

ar sheidzleba ase.
cenzurebi arian yvelaze!
imeds imedia pasuxs motxoven!

paniakshi var

Keti said...

გურამ, როდესაც არის ის შედეგები, რაც არის – ანუ უკვე ერთი გარდაცვლილი, სასწრაფო დახმარების რეკორდული გამოძახებები, რომელ ძალიან მაგარ სიუჟეტზე შეიძლება ლაპარაკი? ეს დანაშაულია! ამას გარდა, კოდექსიც დაირღვა. ამწვანებულ ბალახს ის ხალხი არ უყურებს, ვინც ომის საშინელებები საკუთარ თავზე გამოსცადა.

No Dar 7th said...

სიუჟეტზე რომ წარწერა უნდა ყოფილიყო მაგრამ მაშინვე ესეთი მასობრივი (უხეირო) პანიკაც არ უნდა ატეხილიყო ..

აბა ჩამქოლეთ ეხლა..

Katieé said...

მაოცებს ეს ხალხი, რომელსაც უხარია რომ თვითონ სხვაზე მიხვედრილი აღმოჩნდა და არ დაპანიკდა ფარსზე.

და იმათ რა ქნან, ვისაც ერთმა შეშინებულმა დაურეკა და შესაბამისად ათეულ ადამიანს გადასდო პანიკა?
რომელ წუთზეც არ უნდა გადართო, თუ სულ თავიდან არ უყურე, აზრად არ მოგივა რომ ტყუილია, 8 საათიანი საინფორმაციო გამოშვების ნაცვლად, უფრო შეიძლება ის იფიქრო, რომ შენ გარეკე (როგორც დეიდაჩემს დაემართა) და რომ წარსულიდან უყურებ დამახინჯებულ ქრონიკას.
5 წუთი გადაბმულად მაინც უნდა უყურო, რომ ეჭვი შეგეპაროს, ფარსიაო.
ვინ აგებს პასუხს ამ 5 წუთში ადამიანის ნერვულ, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ქმედებებზე?

Anonymous said...

ბოლო 20 წელიწადია ყურები გამოგვიჭედეს იმის შესახებ, რომ ქართველ ერთან თამაში არ შეიძლება. ხალხო, ამაზე მეტი თამაში და დაცინვა რაღა გინდათ?! ცინიზმის უკიდურესი გამოხატულება.
და მერე ამბობენ, დიდი ბოდიში, თუ თუ ეს სიჟეტი თქვენთვის ამაღელვებელი იყოო... აბა, სხვა როგორი უნდა ყოფილიყო?
საქართველოს უდიდეს მტრად ნახევრად შეშლილ ჟირინოვსკის თვლიან, სადაა საშველი...

Taa said...

saerTod araferi aqvs am postTan am komentars saerto

magram shemotavazeba maqvs shentan

http://taa.ge/2010/03/shopping-in-the-netherlands/
da
http://taa.ge/2010/03/shopping-in-the-netherlands-part-2/

gadaxede, shenc xom ar gagviziarebdi shens gamocdilebas?