Mar 4, 2010

ნავაროჩენი მჭადი

თუ არ იტყვით გაიფიქრებთ მაინც მჭადის გამოცხობას რა სწავლება უნდაო, მაგრამ არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ჩემი ნავაროჩენი მჭადების რეცეპტი :)

ნავაროტკა იმაში მდგომარეობს რომ მჭადს სხვადასხვა გულთავსი გაუკეთოთ და ისე გამოვაცხოთ :) შედეგად მივიღებთ მაგალითად : სულგუნ-წიწაკის მწნილიან მჭადს, ვიჩინა-ყველიან მჭადს, სოსის - ყველიან მჭადს და ა.შ. (არ გადაირიოთ და თევზი არ გამოიყენოთ :D ) წარმოგიდგენიათ რა მრავალფეროვანი მჭადების მირთმევა შეგიძლიათ ყოველთვის როცა მოგინდებათ?! :)

ხოდა აი გთავაზობთ ჩემ რეცეპტს :)
1. ვზილავთ ცომს სიმინდის ფქვილისაგან, მარილისაგან და ოდნავ თბილი წყლისაგან. ისეთი ცომი უნდა მოვზილოთ რომ ფორმის მიცემა შევძლოთ.
2. ვამზადებთ გულთავსს- ვჭრით რაც გვაქვს იმას თხელ და ბრტყელ ნაჭრებად (ამ შემთხვევაში შებოლილი სულგუნი და მწარე წიწაკის მწნილი მქონდა)
3. ვირებთ საშუალო ცომის გუნდას, ვაბრტყელებთ ხელის გულზე ძალიან კარგად და ვდებთ გულთავსს. მერე გვერდებს გადმოვახურავთ და დავმალავთ ჩვენ ”შიგნეულობას”
4. მჭადს ვაცხობთ ზეთში საშუალოზე დაბალ ცეცხლზე :)
ესეც დღევანდელი მჭადების სურათი :)
გემრიელად მიირთვით :)

Eng:
This is a very traditional georgian food - Mchadi.
Traditional mchadi is done from cornflour, water and salt. We are mixing the ingredients, making small oval balls and cooking it in oil. I have made a bit different way. I used main ingredients and some nice peppers plus smoked cheese inside.

9 comments:

OTO said...

ყველი ცოტაა imho : D

kikito said...

Tomuusk rodis unda gvachamo sheni navarocheni sachmelebi, me kubdarze dampatije laa :))

Chaotic said...

ვა, რა კარგი იდეაა.

შენადა, შებოლილი ორაგულის თხელი ნაჭრები რომ ჩავალაგო, ექნება ეფექტი?

:S

Tomushka said...

Chaotic - არ გირჩევ.
შებოლილ ორაგულს არ სჭირდება მოახრშვა გამოცხობა.
თუ მაინდამაინც რამე შებოლილი ყველი ნახე. უნდა იყოს მაღაზიაში. მე მეტია რაფერი მქონდა და მაგიტომ გამოვყენე ეს სულგუნი.

kikito - :ჵ რა უცაურ შეკითვებს სვავ :)

OTO - უფრო მეტს ჩავდებდი სხვა ყველი რომ მქონოდა :)

Lalena said...

მმ მჭადი ჩემი სუსტი წეტილია, მე ყოვლად იმერელს მახინჯი გამომდის და დამცინიან :(

buddha said...

wavedi samwareuloshi ;)

madloba ideisTvis... :D

Keti said...

მომშივდა:( :)

kikito said...

ucanurs ratom?

Sophie Golden said...

ნავაროჩენი კი არა, ჩვეულებრივი მჭადი და ბაჟე ახლა ისე გამახარებდა... ვერ მოვახერხე სიმინდის ფქვილის ყიდვა... უჰ, ამ დღეებში მაინც უნდა გავიდე გარეთ და ვიყიდო.