Mar 1, 2010

ბევრი შეშინებული სტუდენტით სავსე დიდი დარბაზი

იმდენს ვწერ და ვწუწუნებ ჩემ გამოცდებზე, რომ მინდა დავწერო იმ ადგილის შესახებ სადაც მთელი უნივერსიტეტის მასშტაბით, ყოველი წერითი გამოცდა ტარდება. მინდა დაგარწმუნოთ რომ ასეთი რამ აქამდე არც მინახავს და არც მსმენია.

ჩვენ უნივერსიტეტს აქვს ერთადერთი საგამოცდო დარბაზი, რომელიც არის გიგანტური და იტევს 500მდე სტუდენტს (შეიძლება მეტსაც). ეს დარბაზი მდებარეობს ქალაქის ცენტრში და წარმოადგენს ცალკე შენობას, მოშორებით უნივერსიტეტის კორპუსებისაგან.

რა ხდება თვითონ დარბაზში? - რა და დგას მაგიდები და სკამები თითოეული სტუდენტისათვის, ერთი მაგიდა ერთი სტუდენტისათვის. საგამოცდო დარბაზის კედლები სავსეა ჩამოსაკიდებლებით, და ეს იმიტომ რომ მაგიდის გარშემო გვეკრძალება ჩანთის, კურტკის და ა.შ. დადება. ამიტომ ყველაფერი კედლების გასწვრივ უნდა დავდოთ. ასევე საგამოცდო დარბაზის კედლების გასწვრივ მდებარეობს ტვალეტები :D ეს ძალიან მნიშვნელოვანია შეშინებული სტუდენტისათვის :ჵ

გამოცდამდე - ალბათ ფიქრობთ, როგორ ხდება ტესტების დარიგება ამხელა დარბაზში? როგორ და თითოეულ საგანს რომელშიც ტესტი ტარდება, მინიჭებული აქვს რაიმე ფერი ამ ფერის ქაღალდები კი წინასწარ განლაგებულნი არიან მაგიდებზე. მაგალითად გასული კვირის გამოცდაზე, ჩვენი საგნის ფერი იყო მწვანე, ჩვენც მოვძებნეთ მწვანე ქაღალდიანი მაგიდები და მივუსხედით მათ.

გამოცდის პრცესი - გამოცდის დაწყებიდან და დამთავრებამდე 45 წუთის განმავლობაში ყველაფერი დაკეტილია, ტვალეტიც კი. სტუდენტს რომც უნდოდეს დარბაზის დატოვება პირველი წუთებიდანვე ვერ დატოვებს 45 წუთი უნდა მოიცადოს. მაგიდაზე აუცილებლად უნდა გვედოს პირადობის მოწმობა და სპეციალური ბარათი იმის შესახებ რომ სტუდენტური მოსაკრებელი გვაქვს გადახდილი (25 ევრომდეა სემსტრში). თუ ეს ბარათი არ გვაქვს, გამოცდაზე არ დაგვტოვებენ.

მას შემდეგ რაც მივუსხედით მაგიდებს, გვირიგებენ ტესტებს, ჩვენც ვაკეთებთ ზოგს რა შეგვიძლია. მაშინ როცა ჩვენ ვწერთ, საგამოცდო პერსონალი დადის აქეთ იქით და გვამოწმებს :ჵ ეს ხალხი პირადად მე არ მაღიზიანებს , მაგრამ ვინმე თუ ვაშლს ან რამე მასეთს ხმამაღლა ჭამს, სრულიად მეკარგება კონცენტრაციის უნარი და მზად ვარ ამ ადამიანს შევტენო პირში ის ვაშლი :(

Eng:
I am writing so much and so often about my exams that I have decided to write one more post about a place where we have exams. I do not think it is interestiong for you - my readers, so that's why I am not translating the rest of the post :)

6 comments:

unaamarga said...

წარმოვიდგინე საქართველოში ვინმეს გამოცდაზე ვაშლის ჭამა რომ დაეწყო, რას უზამდნენ ლექტორები! ეთ ლისთ, ისინი ვინც მე მასწავლიდნენ! :)

Tomushka said...

unaamarga - ratom? ჩვენთან გამოცდაზე ლექტორები არ არიან, სპეციალური საგამოცდო პერსონალია.

საჭმლის ჭამას კი ვერავინ დაგვიშლის, ვერც გამოცდაზე და ვერც ლექციებზე :)

Keti said...

ყოველთვის საინტერესოა ასეთი ნიუანსების გაგება :)

Tamar said...

საზღვარგარეთ მიღებული პრაქტიკაა ჭამა (ვაშლი, სტაფილო, ბუტერბროდი)სემინარებზე, ლექციებსა და გამოცდებზეც კი...პირადად მე გამოცდების დროს ნაღდად არ მცხელოდა საჭმელად, მაგრამ ზოგს ალბათ შია..რა ვიცი.
არანაირად არ მომწონს და არ მივესალმები მაგას..
გამოცდდები აქაც ერთად უტარდება ყველას და იმ დღეს "ჰოხშულეს" სასწავლო კორპუსი ფუტკრების სკასავით ზუზუნებს..იმდენი ხალხია მიძლებული, რომ რამდენჯერმე ვიფიქრე-აივანი არ ჩაინგრეს მეთქი :))

Natalia said...

ჩვენთანაც მასეა გამოცდები დაახლოებით :) [ნუ, ვაშლის გარდა]

ნინო said...

რა კარგია მოწესრიგებული ქვეყანა. ერის კულტურა მარტო ოპერით და თეატრით არ განისაზღვრება.
ჩვენს ინსტიტუტში მთელი პარადი რომ ლამარა უგულავას მიჰყავდა აბა ის იყო კულტურა?!