Feb 10, 2010

Thoughts Before Exam

აბაზანაში ვიყავი, ფიქრებში გართულს უცებ გამინათდა ტვინი და მივხვდი რატომ ვდარდობ ასე ძალიან ამ გამოცდებს ანატომიაში. მივხვდი და უცებ გიჟივით წამოვხტი, მოვიცვი ხალათი და შემოვარდი აქა აზრის დასაფიქსირებლად!

ხშირად დამიწერია, რომ რაც თავი მახსოვს სულ რაღაცას ვსწავლობ (ეგ კიდე სხვა საკითხია რომ ხელში არაფერი მიჭირავს და რეალურად არაფერი ვიცი) მაგრამ ეს შემთვევა მართლა პირვეილია როცა ასე ძალიან გავნვიცდი გამოცდებს და აი რატომ.

დღის რეჟიმი: ბოლო სამი კვირს განმავლობაში, ყოველ დღე ვიღვიძებდი დილის ხუთ საათზე და ვსწავლობდი ლექციებზე წასვლამდე. როცა სახლში მოვდიოდი, ერთი საათი ვიძინებდი და კიიიდევ ვსწავლობდი ღამის 12 საათამდე. რათქმაუნდა შიგდაშიგ ვჩატობდი, როცა 10-15 წუთიანი შესვენებები მქონდა. ფაქტი ერთია ამდენი და ასე ინტენსიურად ცხოვრებაში არაფერი მისწავლია და რა გასაკვირია რომ მინდა დადებითი რეზულატი?

ჭეშმარიტი მიზეზი: დადებითი და უარყოფითი კიდე ზედაპირია დარდის და შფოთვის მიზეზისა, ნამდვილი მიზეზი კი ისაა რომ არ მინდა ჩემი თვითშეფასება ნოლზე დავარდეს. რომ ვიმსჯელოდ ხომ გამოდის ასე ამდენი მეცადინეობის შედეგად გამოცდას თუ ვერ ვაბარებ, ესეიგი ვარ შტერი, დებილი და ყველფერი ის რასაც მსგავსი ადამიანი იმსახურებს!! საუკეთესო კი რაც შეიძლება გავაკეთო არის ფოსტალიონობა ან მაღაზიაში გამყიდვლად მუშაობა. ეგეც საკითხავია რამდენად გამომივა კეთება!

Eng:
I know it is very boring to real all my posts about the exams, but recently I can not think about other things. I see, I dream and I live with anatomy just every single life. This Friday I have a first exam, and honestly I am very, very worried. The true reason of my feeling are connected with my self confidence. I do not mind he result, but I mind all the work that I've put into it - minimum 8 hours of daily routine, is not that easy, especially when I do not really like the subject. So, after such hard work, If i can not take the exam, it means that I am just stupid and nothing else. What else can it mean?

3 comments:

clown said...

მთლად ესე არ ვარ მაგრამ...


ვაკვდები გერმანულს და არ ვიცი რა გამომივა :შ მეც "შიშები" დამეწყო :|

ნინო said...

არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ თუ ჩოგბურთელი წააგებს თამაშს ჭადრაკში მოჭადრაკესთან, ეს მის თვითშეფასებაზე ცუდად არ იმოქმედებს. ასე რომ ანატომიის გამოცდაზე წარუმატებლობამ არ უნდა იმოქმედოს შენს თვითსეფასებაზე ტომუშკა.
თუმცა მე მესმის შენ რასაც გულისხმობ :)

Keti said...

ჰო, ეს საგანი არ უნდა წყვეტდეს :)
მაგრამ ისიც ვიცი, რომ ჩააბარებ :)