Feb 5, 2010

რეალობად ქცეული სიზმარი - The Other Bank

დიდი ხანია კინოთეატრში არ ვყოფილვარ ისე რომ იქიდან ნერვებ აშლილი არ გამოვსულიყავი პოპკორნის მოხრაშუნე ხალხის გამო. არ შეიძლება კინოთეატრებში პოპკორნი რომ აკრძალონ? ან არ შეიძლება ხალხმა თავი შეიკავოს ხრაშუნისაგან? განა ასე ძნელია რაღაც 90 წუთი ცოხვნის გარეშე ჯდომა და ფილმის ცქერა?

გამიგრძელდა შესავალი, არადა ახალ ქართულ ფილმზე ”გაღმა ნაპირი” მინდა დავწერო რომელსაც დღეს ვუყურე. (საბედნიეროდ ცენტრალური ბიბლიოთეკის კინოდარბაზში არავინ იცოხნებოდა) ასე მგონია რომ საქართველოში უკვე ყველამ უყურეთ ამ ფილმს, და ალბათ არც იქნება საინტერესო ეს ჩემი პოსტი, მაგრამ არ შემიძლია გავჩერდე და არ დავწერო ის რასაც ვგრძნობ ამ ფილმის ყურების შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვა 90 წუთი ისე გავიდა რომ დრო ვერ ვიგრძენი, ჩემთვის მთელი ფილმი თვალის ერთი დახამხამება გაგრძელდა.

ფილმის სიუჟეტი ყველასთვის კარგად ნაცნობია (უამრავი გადაცემისა თუ სტატიისაგან რომელიც დაიწერა და მჯერავს კიდევ დაიწერება) 12 წლის თედოს ცხოვრება, მისი არაჩვეულებრივი მოგზაურობა თბილისიდან აფხაზეთში. რა არის ის რასაც ჩვენ ვხედავთ ფილმში? სინამდვილე, რეალობა თუ პატარა ბიჭის ოცნება, სიზმარი რომელიც ძალიან ცხადად, რეალურად აღიქმება? ამის გადაწყვეტა თქვენთვის მომინდვია. მე სხვა რამეზე მინდა ვილაპარაკო, კერძოდ კი კომფლიქტზე რომელიც გასცდენილია პოლიტიკურ ფარგლებს და უკვე ჩვენშია ძალიან ღრმად ფესვებგამდგარი.

ფილმის ნახვიდან ან წუთის ჩათვლით ძალიან შეწუხებული ვარ. როგრო მოხდება ჩვენი შერიგება? რაც წლები გადის ისტორია დავიწყებას კი არ ეცემა, არამედ იცვლება და მახინჯდება. ნაპრალი კი ჩვენსა და აფხაზებს შორის უფრო და უფრო ღმავდება. როგორ შეიძლება ამ ნაპრალის ამოვსება? ახლაც ვფიქრობ, მაგრამ საკუთარი ფიქრების მეშინია...

Eng:
The post is about the film " The Other Bank ". I can not really write a lot about it, becasue I am not very good in such things, but I suggest you to watch the trailer. Please, if you have questions do not hesitate and ask.




6 comments:

clown said...

დიდათ არ მომწონებია ეს ფილმი

Lalena said...

თედო უპატრონო ბავშვთა სახლიდანაა, საყვარელია (ანუ ფილმშჳ არა).

რაც შეეხება პრობლემას მინდა, რომ ოპტიმისტი ვიყო მაგრამ რიგი ფაქტების გამო ხანდახან არ გამომდის და გული მტკივა :(

ნინო said...

რუსეთის ყველაზე დიდი დანაშაული სწორედ ხალხებს შორის სიძულვილის დანერგვაა სამწუხაროდ :(

Tomushka said...

ნინო - კინოშიც მასეა.
ქართველები და აფხაზები მიუხედავად სიძულვილისა და შიშისა მაინც ”ეგუებიან” ერთმანეთს და რაღაცნაირად ხელს უწვდიან გაჭირვების ჟამს, მაგრამ რუსები არიან სიძულვილის და კონფლიქტის ”გამშვები მექანიზმები”

Keti said...

მე ის მაწუხებს, რომ აფხაზეთის ომის შემდეგ უკვე თაობა გამოიცვალა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი დიდი ნაბიჯით დავცილდით ერთმანეთს. კიდევ ერთი თაობის მერე ძალიან მტივნეული აღარ იქნება ეს დაცილება. სხვა (მომავალი) თაობის შვილებისთვის უბრალოდ ისტორიად იქცევა ეს ყველაფერი, ისევე, როგორც "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე".
სამწუხაროდ, დროს ვკარგავთ...

Keti said...

პ.ს.
პირველ წინადადებაში მიდოდა მეთქვა, რომ თაობა გამოიცვალა და სიახლე არაფერია..