ვაგრძლებ პოსტების წერას ფსიქოლოგიურ კრიზისის შესახებ და დღეს მოგითხრობთ კრიზისის ფაზების შესახებ. ასეთი ფაზა არის სულ ოთხი და ესენია:- შოკის ფაზა - ამ ფაზის ხანგრძლივობა ”თვალის დახამხამებიდან” რამოდენიმე დრემდე გრძელდება. ადამიანი ვერ გარკვეულა რა მოხდა, ქაოსურ მდგომარეობაშია და ვდილობს რეალობას გამოეთიშოს. თუმცა არის გამონაკლისები რომლებიც ა.ვ. ”ტანსაცმელს იხევენ ტანზე” და ემოციური რეაქცია საკმაოდ მწვავეა.
- რეაქციის ფაზა - ხანგრძლივობა 4-6 თვეა. ხდება სიტუაციის თანდათანობითი ანალიზი. სწორედ ამ ეტაპზე გვაქვს ყველასათვის ცნობილი თავდაცვის მექანიზმები (ფროდს აქვს ეს მექანიზმები აღწერილი). ადამიანები ცდილობენ ცხოვრების აზრის პოვნას, უფრო და უფრო ხშირად ისმის კითხვა - რატომ?
- გადამუშავების ფაზა - გრძელდება 6- 12 თვე, ან უფრო მეტი.
- ახალი ორიენტაციის ფაზა - ამ ფაზას არ აქვს დასასრული და გრძელდება მანამ სანამ ადამიანი ცოცხალია. იდეალურ შემთხვევაში ადამიანი ახდენს სიტუაციასთან შეგუებას (კარგი გაგებით).
ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადმიანმა კრიზისის თითოეულ ფაზაზე შესაბამისი დახმარება და მხარდაჭერა მიიღის. ჩვენი მოვალეობა ის კი არაა რომ მას ტკივილი დავავიწყოთ, ან დავარწმუნოთ რომ ყველაფერი კარგად იქნება, არამედ გვერდში დგომა და ემპათია.
ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ თავი არ მოგაბეზრეთ ამდენი ფსიქოლოგიით. თუ ეს ასეა უბრალოდ მითხარით და მოვრჩები ამ თემაზე წერას.
Eng:
This post is a psychological crisis. It there are two types of crises and it has 4 main phases. 1. Shock phase, 2. Reaction Phase, 3. Processing phase and 4. New orientation phase.Each of these phases last from a second up to years and it is very important to know to help people who have a crises. Well, one can think how we can help a person who has lost a child, a friend or a dog, or is handicap. But we can, if we realize, that the meaning of help is not to help a person to forget pain, meaning is to support, be near and help with processing the situation.
lit: Cullberg, J. (2006). Kris och utveckling (samt katastrofpsykiatri och sena stressreaktioner). Stockholm: Natur och Kultur
8 comments:
არა, მოსაბეზრებელი არ არის, ტომუშკა
მე მომწონს :)
მართალია, ასეთ დროს მთავარი მხარდაჭერის შეგრძებაა
Maybe next time
ONE english line for me PLEASE :-)
I would love it to read your blog !!!
Anya - oh I am sooo so sorry!
Going to write english lines, so u can read :) :* I am very happy to read your comment.
მე მაინტერესებს ფსიქოლოგია და მომწონს ესეთი პოსტები :)
საინტერესო იყო :))
არ ვიცი ჩემსას რა ქვქია :D
არც ისე დიდი ხანია რაც შევიძინე :|
არა, პირიქით საინტერესოა.
ანუ ფსიქოლოგიორი კრიზისის მეოთხე სტადია(ასე უნდა ვთქვა?) სამუდამოდ გრძელდება? რა კოშმარია :(
clown - აბა მოგვიყევი რა მოხდა.
Lalena - როგორ არის იცი, რაღაც რომ მოხდა, ის უკვალოდ არ ქრება, და რაღაც მხრივ ჩვენც ვიცვლებით, ვახდებთ ხელახალ ორიენტაციას. ამიტომაა რომ არ სრულდება.
Post a Comment