Feb 26, 2010

გაბრაზებული მე და ჯანდაცვის სისტემა

ხშირად დამიწუწუნია რომ ჩემ მშობლებს ძალიან უყვართ რაღაცეების დამალვა. რამდენად კარგად გამოსდით ეგ კიდე საკითხავია, მაგრამ ფაქტი ერთია- ყოველთვის ცდილობენ თავის საუკეთესოს. გუშინაც ერთ ერთი ასეთი შემთხვევა იყო, რომ არა დედას შუათანა ძმა, ალბათ ძალიან გვიან გავიგებდი იმ სამწუხარო ამბის შესახებ რომელიც ჩვენ გამზრდელ ბიძას შეემთხვა (დედას პატარაა ძმააა და ეხმარეებოდა ხოლმე ჩვენ გაზრდასა და მოვლაში, უფრო მე და ჩემი დის).

გუშინ რომ დამირეკეს ჩემებმა რაღაც არ მომეწონა ხმა, თან ისეთი ხალხი ჩამოთვალეს ერთად ვართო ეგრევე ვიყნოსე რომ რამე ხდება, მაგრამ არ მითხრეს. რამოდენიმე წუთის შემდეგ დედას შუათანა ძმამ დამირეკა და მკითხა პატარა ძმაზე რა მოდა ხო არ იციო, მეთქი თურმე რას მიმალავენ და ბოლოსდაბოლოს გავარკვიე რა ხდება. ბოლოს ისე გავბრაზდი ჩემეზე, ისე გავბრაზდი რომ მთელი ემოცია ბრაზში წავიდა, ბიძაჩემზე არც კი ვინერვიულე. ის რომ კარგად გახდებოდა (მიუხედავად ძალიან მძიმე მდგომარეობისა) რატომღაც ვიცოდი ჩემი ძაღლური ინტუიციდან გამომდინარე, მაგრამ ჩემებმა ძალიან გამაბრაზეს. არადა რა მინდა საწყალი ხალხისაგან თავისი გასჭირვებიათ.

მაგრამ ამ პოსტში ჩემი ემოციების გარდა კიდე სხვა რამეზე მინდა დავწერო, კერძოდ კი ჩვენ ჯანდაცვის სისტემაზე. სიტყვები არ მაქვს, გამოდის რომ თუ ფული არ გაქვს უბრალოდ ხელს არ კიდებს არავინ ავადმყოფს, მერე რა რომ კომაშია? სულ არ კიდიათ? ფულს გადაიხდი მაშინ ”უმკურნალებენ” (რას გულისხმობენ მკურნალობაში კიდე სხვა საკითხია) არ გადაიხდი და თავად მიხვდით რაც. რა არის მსგავს შემთვევაში გამოსავალი? არსებობს რამე დაზღვევა, რამე სახემწიფო პროგრამა რომ ადამიანს ავადმყოფობის არ გეშინოდეს? თუ ავადმყოფობას და ჩვენ საავადმყოფოში მოხვედრას სჯობია თავი მოიკლა?

13 comments:

clown said...

საშინელებაა :შ

ამ ზაფხულს ბებიაჩემი საავადმყოფოში, რომ იწვა, 29 წლის ბიჭს ოპერაცია არ გაუკეთეს იქამდე სანამ ფული არ ჩარიცხეს და ეს ბიჭიც მალევე დაიღუპა :|

საშინელი სიტუაციაა საქართველოში

Tomushka said...

clown -იმიტომ დაიღუპა რომ დროზე არ გაუკეთეს ოპერაცია? მასეთ შემთხვევაში არ შეიძლება საავადმყოფოს წინაამღდეგ რომ რამე ქნა?

nicole said...

ჰო, სამწუხაროდ, ასეა. დედა მყავს ძალიან ავად და მხოლოდ დიაგნოზის დასმაში 450 ლარი მომთხოვეს...

Tomushka said...

nicole - დაზღვევა საერთოდ არანაირი გაქვთ? :(
ძალიან მინდა რომ კარგად გახდეს შენი დედა. ძალიან ძნელია მშობელი რომ ცუდადააა :(

nicole said...

დაზღვევა არ გვაქვს. სამწუხაროდ, გვიან მივხვდი ამის საჭიროებას. თანაც, უნდობლად ვეკიდებოდი შემოთავაზებულ წინადადებებს, რადგან არ მჯეროდა, რომ საქართველოში რაიმე სფერო მაინც მოწესრიგებულია. მადლობელი ვარ თანაგრძნობისთვის, ტომუშკა.

buddha said...

ki arsebobs dazgveva da sakmaod kargi momsaxurebis paketebi aqvt.
kardiologiashi vmorideobdi da sadazgvevom gadaixada 5 000 laris girebulebis operacia da reanimaciac.

ubralod saqartveloshi ar aris jer xalxi ketilad ganwyobili sadazgvevos minart.
megobars vexmarebodi sakursos momzadebashi. tema iyo saqartvelos sadazgvevo kompaniebi da praqtikulad mec viswavle. me piradad survili gamichnda davezgvio. aucileblad gavaketeb uaxloes momavalshi. :)

Tomushka said...

nicole - რასთან დაკავშირებით აქვს ჯანმრთელობის პრობლემა შენ დედას?

buddha რა არის იცი ცუდი, არის ნებაყოფლობითი დაზღვევა რომელზეც შენ საუბრობ ახლა (მეც მაქვს მასეთი) და დაზღვევა რომელსაც სახემწიგო გაძლევს როგორც მის მოქალაქეებს.

ეს მეორე ვარიანტი, დაზღვევის ის ფორმაა როცა ავადმყოფი კი იხდის რაღაც თანხას, მაგრამ მხოლოდ მინიმალურ ზღურბლამდე. ამ ზღურბლის ზევით კი უკვე სახემწფო აფინანსებს, იქნება ეს ოპერაცია თუ რამე სხვა. ხოდა მე მაინტერესებს აი ეს მეორე სახის დაზღვევა თუ არსებობს? ნებისმიერ მოქალაქეზე.

clown said...

@Tomushka
ხო..
ექიმმა იქამდე არ გააკეთა ოპერაცია, სანამ ფული არ გადაიხადეს...

ვიდრე ეს მოხერხდა ის ბიჭიც დაირუპა :|

Keti said...

გამოჯანმრთელებას ვუსურვებ შენს ბიძიას!

ჯანდაცვის სისტემა განზე არ დგას, მას ადამიანები ქმნიან და ვიდრე ექიმებს არ ექნებათ პროფესიული პასუხისმგებლობის გრძნობა და ა. შ. სისტემაც ასეთი გვექნება.
სამწუხაროდ ბევრი შემთხვევა გამიგია, რომ ავადმყოფს ხელს არ ჰკიდებენ, ვიდრე არ გადაიხდიან...

დაზღვევა არსებობს, კერძოც და სახელმწიფოც. მაგრამ მგონი ყველა მოქალაქე ვერ იღებს. ამასთან, სადაზღვევო პირობებიც (მაგ. კერძო კომპანიებში) შეზღუდულია, მაგალითად ასაკით. კიდევ ერთ რომელიმე დაწესებულებაზე არიან ხოლმე მიწებებულები და იქ გთხოვენ მკურნალობას..
ათასი წვრილმანია, რა ვიცი.

ვანო said...

clown თქვენს მიერ აღწერილი შემთხვევას შეიძლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლს შევუფარდოთ, რაც ავადმყოფის განსაცდელში მოტოვებას წარმოადგენს არასაპატიო მიზეზით. ალბათ დამეთანხმებით, რომ თანხის გადახდა არასაპატიო მიზეზს ნამდვილად წარმოადგენს, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს შეეხება, თუმცა მე უფრო ექიმის, როგორც ჰიპოკრატეს ფიცის მატარებლის პოზიცია მაკვირვებს. ამ შემთხვევაში ექიმის ქმედება როგორც იურიდიულად, ისე ეთიკურადაც გაუმართლებელია.
tomushka სამწუხაროდ ისეთი არაფერი არ არსებობს, რომ თქვენს ბიძას დაეხმაროს, რადგან დაზღვევა არ გაქვთ, სახელმწიფო კი არ ითვალისწინებს ასეთ დახმარებებს. ჩემი მხრიდან გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თქვენ ბიძას და ხანგრძლივ სიცოცხლეს, იმედია ძვირი პროცედურები არ დასჭირდება. დაზღვევებს რაც შეეხება, საქართველოში მოწესრიგებული არ არის, კორპორატიული შეთავაზებები კიდევ კი, მაგრამ კერძო მაინც არადამაკმაყოფილებელია. თუმცა სულ დაუზღვევლობას ჯობია. მაპატიეთ ვრცელი პოსტისათვის.
P.S. კარგი იქნება თუ სადაზღვევო ხელშეკრულების დადებისას იურისტს იყოლიებთ თან ან ხელშეკრულების ნებისმიერი ბუნდოვანი პუნქტის განმარტებას მოითხოვთ. მაგრამ საქართველოში, ზოგადად, ხელშეკრულებას არავინ კითხულობს, ამიტომაცაა უამრავი პრობლემა

buddha said...

Tomushka - arcerT saxelmwifoSi ar arsebobs egeti momsaxureba romelsac Tqven itxovT :( saxelmwifo afinansebs 3 wlamse patarebs da 60 wlis zemoT xanSiSesulebs. kidev socialurad daucvel yvela adamians. me tu mkiTxavT metze arc aris valdebuli. tuki adamians dazgveva chirdeba es problema tavad unda moagvaros da saxelwifo ver sheexverweba daezgvieo. tuki sadme mushaob, mag shemtxvevashi damqiravebels unda moetxovos daazgvios momsaxure personali. saubedurod saqartveloSi aravin ar otxovs msgavs samsaxurs ufrosobisagan :(

rac sheexeba eqimebs nu ganvsjiT, imitom rom aSkarad Sida sanzareulo ufro sxvagvaria vidre gaeredan moCans :(

Tomushka said...

buddha - მე არაფერს ვითხოვ, უბრალოდ მაინტერესებს თუ არსებობს.

რაც შეეხება ვალდებულებას, ვფიქრობ რომ სახემწოფო ვალდებულია მის ყველა მოქალაქეს ხელმისაწვდომი მომსახურეობა ქონდეს. იმიტომ რომ ვიხდით გადასახადებს, და უფლება გვაქვს გვქოდეს ელემენტარული.

Tomushka said...

პ.ს. არ იფიქროთ რომ მაგალითად პლასტიკური ქირურგიის დაფინანსებასა ან სმგავს რამეებზე მქონდეს საუბარი.