Feb 23, 2010

მოთოკე ნერვები

გუშინ, წინა კვირას შეტენილი გამოცდა გადავაბარე და ძალიან კარგად, ისე რომ საკუთარი თავით სრულიად კმაყოფილი დავრჩი. წარმატების მიზეზი არ ყოფილა ის რომ რამე კიდევ ვისწავლე, ან კიდე რამე სხვა. ყველაზე მთავრი იყო ის, რომ სრულიად ვაკონტროლე ჩემი ნერვები. საერთოდ არ ვნერვიულობდი, გამოცდამდე გემრიელი დარიჩნიანი ფუნთუშები შევჭამე, ყავაც მივაყოლე და ვიჯექი და ველოდებოდი მასწავლებელს :D

ახლა კიდევ ერთი გამოცდის გადაბარება მომიწევს ხუთ მარტს. აი იმ გამოცდის ჩაფლავება ნერვების ბრალი კი არა ჩემი ბრალი იყო. კითხვების ბოლომდე წაკითხვა და ფიქრი დამეზარა. სახლში რომ მოვედი ჩემ ქმარსაც ვუთხარი - არ ვიცოდი ფიქრიც თუ მეზარებოდათქო. მოკლეთ დიდი არაფერი გამოცდაა, სულ სამ კითხვაზე უნდა გავცე პასუხი.

უფ, ამოგჭამეთ ტვინი ამ ჩემი გამოცდებით, მაგრამ დამიჯერებთ რომ სიზმარშიც კუნთებს, ცენტრალურ ნერვიულ სისტემას და სინაფსებს ვხედავ :(

4 comments:

Keti said...

ხომ ვთქვი, ღელვის ბრალია–მეთქი ძირითადად :)
წარმატება დარჩენილ გამოცდაზე!

Lalena said...

არაფერიც, სულ არ არის მოსაწყენი მსგავსი პოტების კითხვა :)

წარმატებები შენ! :)

Lord Vader said...

შეტენვაა თუ წაგლეჯვა?
ჯოკრისტული კითხვა.

Tomushka said...

Lord Vader - ნეტა ვინმე წამაგლიჯვდეს. შეტენვა :D :D Tan sieTi piri uCans xvalindeli gamocdac meteneba :D