Feb 19, 2010

ოლიმპიური ოქრო

დღეს, ვანკუვერის ოლიმპიურ ყინულის მოედანზე მართლაც რომ დიდი წამოდგენა გაიმართა. წარმოდგენის მთავარი გმირები, მსოფლიოში საუკთესო მოციგურავეები - Evan Lysacek, Evgeni Plushenko, Stéphane Lambiel და Daisuke Takahashi იყვნენ. (სურათზე Daisuke Takahashi)

ასეთი ძლიერი პროგრამა ალბათ არ ახსოვს ზამთრის ოლიმპიადას, რაც დრო გადის კონკურენცია მით უფრო ძლიერდება, და მოციგურავეებიც ერთმანეთის თავების გარდა, საკუთარ თავსაც ახტებიან.

ადგილები კი ისე განაწილდა როგორც არავინ ელოდა, მაგრამ როგორც დაიმსახურეს სპორტსმენებმა. საუკეთესო და ბოლო ჯგუფი ამერიკელმა Evan Lysacek -მა გახსნა. მისი პროგრამა რიმსკი-კორსაკოვის შეჰერეზადაზე, მართლაც რომ ყოველ მხრივ ძალიან კარგი იყო -ტექნიკურადაც და სანახაობრივადაც. მიუხედავად იმისა რომ ევანმა ოთხმაგი ნახტომი არ შეასრულა, მისი დანარჩენი ყველა ნახტომი უნაკლო იყო, შესაბამისად ქულებიც მაღალი მისცეს. მაგრამ ეს რას დაამშვიდებდა როცა შეჯიბრის უდაო ფავორიტი ევგენი პლუშენკო სულ ბოლოს გამოდიოდა.

სურათზე: Evgeni Plushenko და Evan Lysacek
პროგრამის დაწყების პირველივე წამებიდან ჟენიას ნერვიულობა ეტყობოდა. ძალიან დაძაბული და ძალიან კონცენტრირებული იყო პროგრამაზე, რომელიც ოთხმაგი ნახტომით გახსნა. ყველაფერი კარგად გააკეთა რომ არა ძალიან უსუფთაო დაშვებები, და აი ამაში წააგაო კიდეც ამერიკელთან. და ხომ წარმოგიდგენიათ ევანი რა მოუთმენლად ელოდა ჟენიას რეზულტატს და როგორ გაუხარდა როცა გაიგო რომ ოლიმპიური ოქროს მედალი მას, თავად Evan Lysacek ერგო, Evgeni Plushenko კი ვერცხლის მედალსა და მეორე ადგილს დასჯერდა. ბარემ აქვე დავწერ რომ მესამე ადგილზე იაპონიის ოთხგზის ჩემპიონDaisuke Takahashi გავიდა.


ჩემი ფავორიტი კი შვეიცარელი Stéphane Lambiel (სურათზე) ეს არის ფიგურისტი რომლის ყურებ არასდროს მბეზრდება. მისი არტისტულობა, შესრულების მანერა, პირუეტები ყველაფერი არის უბრალოდ მომაჯდოვებელი, მაგრამ ვერ აკეთებს სუფთა ნახტომებს, და ამის გამო ყოველთვის მეორე პლანზეა.

სამწუხაროდ ჯერ ვიდეოები არ დევს რომ თქვენც გაგიზიაროთ და ისიამოვნოთ. ახლა ქალების შეჯიბრების დაწყებას ველოდები, როგორც იცით ქართველი გედევანიშვილი იღებს მონაწილეობას და ძალიან მინდა რომ წარმატებას მიაღწიოს.

Eng:
Amazing final with amazing sportsmen. Reigning world champion Evan Lysacek gave the United States their first Olympic men's figure skating title in 22 years with a risk-free performance on Thursday. Defending champion Yevgeny Plushenko of Russia had to settle for silver with Daisuke Takahashi giving Japan their first ever Olympic men's podium finish taking bronze after the free skate final.

11 comments:

Kate said...

მიუხედავად იმისა, რომ რუსებს ვერ ვიტან, მაინც ევგენის ვგულშემატკივრობდი.

Tomushka said...

Kate - ჟენია მეც მიყვარს, ბალეშიკობით არ ვიცი ვის ვბალეშიკობდი, ალბათ ასე 5-6 მოციგურავეს :D ჟენიაზე გული დამწყდა, იმიტომ რომ 4 წლის შემდეგ ოლიმპიური ოქროსათვის დბრუნდა და რაღაცნაირად იმედგაცრუებული დარჩა.

Kate said...

ხო აი მეც რაღაც ეგრე.

diasworld said...

ვააა, ძალიან მიხარია შენი ფავორიტიც თუ ლამბიელია. სკოლის პერიოდიდან ვგულშემატკივრობ <3 ძალიან მაგარი მოციგურავეა!!! :D ისე, პლიუშენკოს ნეტა რა უბედურება დაემართა, ყოველთვის ყველას ორი თავით უსწრებდა : ))) რა გააჩუმებს ახლა რუსებს, ჩაწყობილი იყო ყველაფერიო :D

Tomushka said...

diasworld - რა დაემართა და ძალიან ნერვიულობდა, აი ძალიან. მერე გუშინ წავიკითხე წერდა დიეტაზე ვარო, ვემზადებიო. ერთი ბანანის მეტი არაფერი მიჭამიაო. ესეც ხო მოქმედებს?

და კიდევ ის დაემართა რომ ოთხი წელი შესვენება უკვალოდ არ ქრება. მეორე ადგილზე რომ გავიდა ეგეც მიხარია :)

Da-v-iD said...

ვაა, ორიფლეიმის სუნამოები ჩაწუწვება აბა პლიოშენკოს? თუ რომელ ჟურნალშია ეგ სუნამო?
არა, ამერიკელს ვგულშემატკივრობდი. რუსისგან განსხვავებით. რომელსაც ზედმეტად გაშალაშინებული მოძრაობები ქონდა ეს ცეკვავდა ემოციიით

Chaotic said...

სტრიმინგი არის სადმე ნეტში?

Tomushka said...

Chaotic აქაურ არხებზე არის, პირდაპირიც და ჩანაწერიც. ნეტშიც შეგიძია ყურება და ტელიკშიც. მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ქვეყნის ფარგლებში.

დანარჩენი არ ვიცი კიდე სად აჩვენებენ.

Lalena said...

აუ მეეეც ელენეს ვგულშემატკივრობ და ერთი სული მაქვს როდის გამოვა, იმედი მაქვს პირველ სამეულში შევა, ნუ კი მინდა ოქრო, რომ აიღოს მაგრამ რავი ვნახოთ :)

Tomushka said...

Lalena ვაიმე რა ოპტიმისტი ხარ :)
სამეულში კი არა ნეტა ათეულში შევიდეს მაგაზეც გახარებული ვიქნები :)

Sophie Golden said...

წელს არ მინახავს ფიგურული სრიალი, იმიტომ, რომ ტელევიზორს საერთოდ არ ვეკარები და უკვე ბოლოს გავიგე, რომ პლუშჩენკო გამოდიოდა თურმე :| ვინც უნდა მოიგოს, მსოფლიოს ისტორიაში პლუშჩენკო დარჩება ყინულის მეფედ, ჩემი საყვარელი ალექსეი იაგუდინი რომ იყო "მხეცი", პლუშჩენკოს მაინც ვერ შეედრებოდა. ძალიან დამწყდა გული, მაგრამ მაინც ok შედეგია, რომ ამდენხნიანი დასვენების შემდეგ ვერცხლის მედალოსანი გახდა.

სტეფან ლამბიელი - რა საყვარელია, თუ არ ვცდები, ეგ ადრე ევროპის ჩემპიონი იყო და პლუშჩენკოს შემდეგ ძალიან მიყვარდა. Good choice, Toma.