Feb 17, 2010

ძალადობის შემცველი ფილმებისა და თამაშების შესახებ

კარგად მახსოვს როცა ბავშვი ვიყავი, Louis de Funès და მსგავს ფილმებზე გავიზარდე. იგივე შემიძლია ვთქვა მულტფილმებზე, რომლებიც იმდენად გულუბრყვილი იყო, რომ დღევანდელი გადასახედიდან უბრალოდ წარმოუდგენელია ამის დაჯერებაც კი. დღევანდელ დღეს კი რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი. ძალადობის შემცველი ფილმები, მულტფილმები და ვიდეო თამაშები ძლიან მომრავლდა. რაღაც უცნაური მიზეზების გამო ასევე შეიცვალა თანამედროვე ბავშვიც რომელიც თითქოს უფრო აგრესიული გახდა.

ფსიქოანალიტიკურ თეორიას თუ დავუჯერებთ, მგავსი შინარსის ფილმები და თამაშები უბრალოდ მისწრება ადამიანებისათვის, ისინი წარმოადგენენ კათარზისის ”ოქროს სასმის”. მაგრამ მართლა ასეა თუ არა?

ამ თემის გარშემო ასობით გამოკვლევა ჩატარდა და შედეგიც მეტ ნაკლებად ერთნაირია: აგრესიული შინარსის ფილმები და თამაშები არ ამცირებს აგრესიის დონეს, არამედ პირიქით უფრო ზრდის მას. ასევე აღსანიშნავია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი - ბავშვები და მოზარდები რომლებთაც მსგავსი ფილმები და თმაშები იტაცებს თავიდანვე უკვე აგრესიულები არიან, და ამ შემთხვევაში ხდება მათი აგრესიის უფრო მეტად სტიმულირება და პროვოცირება!

კითხულობთ ამ პოსტს და ფიქრობთ ალბათ რა უდნა ქნას მშობელმა რომლის შვილიც სრულიად ჩაფლულია აგრესიული თმაშებისა და ფილმების სამყაროში. მე არ ვიცი, და ამიტომაც ვწერ პოსტს, ხოდა იმედი მაქვს რომ თქვენთან ერთად მივალთ რაიმე შედეგამდე.

lit: Passer,M.,Smith, R., Holt, N., Bremner, A., Sutherland, E., &, Vliek, M. (2009). Psycholoy. The science of mind and behaviour. European edition

7 comments:

ლიშთოთა said...

მე მაინც ვფიქრობ, რომ მოზომილი ძალადობა რეალურ გარემოსთან ფსიქიკურად ადაპტირებისთვის ცუდი არ არის, თუმცა გადამეტებული, ბუნებრივია, არაფერი ვარგა, - არც ძალადობა და არც სუპი

psychedelickija said...

მე მგონი რომ სასარგებლოა. ეს ფსევდოძალადობაა. შიში უფრო იმაშია შეზლებს თუარა თავდაცვასადმაიანი რომელსაც იარაღი მარტო ჯოისტიკის იქსზე დაჭერა გონია.

მეორეს მხრივ მიზნის მიღწევა: თამაშისგან ავშვი სწავლობს როგორ არ დანებდეს, რომ ყოველთვის არსბეობს რაღაც შანსი. იცის რომ არსბეობს სცენარი, გამოსავალი და არ რჩება იდეალიზმისადმი გულგრილი.

მეორეს მხრივ შოთაც მართალია ზომიერების ამბავში. როგორც ბავშვს ხშირად (არამნიშვნელოვან რაღაცაზე) თუ ვუყვირებთ ყვირილისადმი ინეფერენტული გახდება, თუ არ დავსჯით ამპარტავანი და ამავდროულად მშიშარა. ყვირილი მისთვის ძალადობრივი აქტი იქნება და მანანა არჩვაძისგან ინტერვიუს აღება შეეშინდება :დ

ნინო said...

ძველი მულტფილმები მართლა გულუბრყვილო ჩანს დღეს უკვე, ტომი და ჯერისაც კი ვეღარ უყურებს თანამედროვე ბავშვი :)

Marika said...

ზომიერება, მართლაც რომ, ოქროა. თუმცა, ისიც ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ვთქვათ, 7 წლის ბავშვმა რა დოზით შეიძლება მიიღოს აგრესიის შემცველი ფილმები/თამაშები, რომ არც ფსიქიკა დაერღვეს და იმ საწყალი ბავშვივით იყოს - ყველას გექნებათ ის ვიდეო ნანახი, გერმანელი პატარა ბიჭი რომ ისტერიკაში ვარდება კომპიუტერის წინ, და თანაც ცხოვრებისეული გამოცდილებაც მიიღოს წინასწარ. ეჰ, რომ შემეძლოს, საერთოდ არ გავაკარებდი ჩემს შვილს მსგავს რაღაცეებს, მაგრამ, საუბედუროდ, ამის შანსი არ მაქვს. მაშინ 24 საათი მას უნდა დავუთმო, რაც ასევე გამორიცხულია.
მერე კიდევ დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ასაკს, არამედ თვითონ ბავშვის ხასიათს - რამდენად ძლიერი ტიპია, რამდენად მგრძნობიარეა. მე ზუსტად ვიცი, რა საშინლად მოქმედებს ნებისმიერი ძალადობრივი სცენის დანახვა ჩემს შვილზე, რადგან ვიცნობ მას. მეორე სხვანაირია, იმან შეიძლება ისე გაატაროს ყველაფერი, რომ მასზე კონკრეტულად კვალი არ დატოვოს, მის ფსიქიკაზე.
მოკლედ, ფაქტი ერთია - დღევანდელ დღეს ამას ასე ადვილად ვერ აიცილებ თავიდან/ვერ ააცილებ შენს ბავშვებს (თუ ცივილიზაციისგან შორს არ გადაწყვიტე ცხოვრება..), ამიტომ, უნდა ეცადო, დაიცვა ზომიერება, ჩემთვის კი ეს ზომიერება კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანაა.

Marika said...

http://www.youtube.com/watch?v=bO_vxN04SVw

ამ ვიდეოს ვგულისხმობდი. თუმცა, სხვა ბევრი ასეთი საცოდავი ბავშვის ნახვა შეიძლება (არამარტო) იუთუბზე.

ჩემი შვილები დიდი სიამოვნებით უყურებენ არამარტო ტომ ენდ ჯერის, გიჟდებიან ისეთ ელემენტარულ ქართულ მულტფილმებზე, როგორიცაა სოფლის მაშენებლები, სიზმარა, წუნა და წრუწუნა, ასევე ძველი რუსული მულტფილმები, ფილმი-ზღაპრები, რაზეც მეც გავიზარდე და მშვიდობიანი პიროვნება დავდექი :D თუმცა, ვურთავ ასევე ადამიანურ თანამედროვე ამერიკულ მულტფილმებსაც, სადაც არ ჩეხავენ ერთმანეთს (სპაიდერმენისკენაც მიილტვიან ხშირად, მაგრამ ვცდილობ, ნაკლებად უყურონ:)).

Keti said...

აგრესია დოზებით – არ მესმის.
მულტფილმები გულუბრყვილო ან ძალადობაზე კი არა, საინტერესო უნდა იყოს. ზღაპრებში უამრავი ადამიანური (კარგიც, ცუდიც) არის
და ზღაპრები არ ძველდება!

სანდრო said...

არ მესმის ძალადობა საერთოდ როგორ შეიძლება იყოს კარგი. რას ნიშნავს დოზებით. აგრესია, ძალადობა, მკვლელობა, ეს სიტყვები რომ უარყოფითი აზრის მატარებელია არ იცით? თქვენი აზრით ცუდი რა დოზითაც არ უნდა იყოს შეიძლება იყოს კარგი? ცოტა არალოგიკურად ჟღერს ხოო?
ახლა რაც შეეხება ფილმებს და თამაშებს. ეს ყველაფერი ინფორმაციის ვიზუალური საშუალებებია, რომლებიც დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე და კარგად ილექება მის ქვეცნობიერში. მითუმეტეს, თუ საუბარია ბავშვზე, რომელიც მტვერსასრუტივით ისრუტავს ყველაფერს, მათ შორის ცუდსაც. ამიტომ რათქმაუნდა ჯობია ბავშვი ასეთ რამეს მოვაშოროთ.
psychedelickija ამბობს ეს ყველაფერი ფსევდოძალადობააო. ნახეთ Marika–ს ვიდეო და მერე თქვით ამ "ფსევდოძალადობის" ზეგავლენის შემდეგ ბავშვი ნორმალური ფსიქიკის პატრონი დარჩებოდა? მემგონი ადამიანზე ძალადობა ეს უფროა ხოო? ასეთმა ბავშვმა თავი უნდა დაიცვას თუ აქეთ უნდა დაიცვან ნორმალურმა ბავშვებმა ასეთებისგან თავი? მიზნის მიღწევაო? ვიდეოთამაშების გარდა მაგ თვისებას ვერსად გამოვიმუშავებთ თქვენი აზრით? სასაცილოა. "თუ არ დავსჯით ამპარტავანი და ამავდროულად მშიშარა" – ეს უფრო სასაცილო!