Feb 17, 2010

ლუსეკეტები :)

რამოდენიმე დღის წინ ხომ შემოგთავაზეთ ტრადიციული შვედური ფუნთუშების - დარიჩინიანი ფუნთუშების რეცეპტი, ახლაც მინდა გავაგრძელო პოსტების წერა ფუნთუშებზე და შემოგთავაზოთ მეორე ძალიან ტრადიციული შვედური ფუნთუშების - ლუსეკატების რეცეპტი.

ლუსეკატი ან Lussekatter ძალიან ტრადიციული ფუნთუშაა და როგორც წესი აცხობენ 13 დეკემბერს ლუსიას დღესასწაულთან დაკავშირებით. ლუსია სინთლის დღესასწაულია, ამიტომ ფუნთუშები რაც შეიძლება მზესავით კაშკაშა უნდა გამოვიდეს და ამ სიკაშკაშეს არც მეტი არც ნაკლები ცხობამდე 12 საათით ადრე ჩალბობილი 0.5 გრ. შაფრანი იძლევა. შესაბამისად ფუნთუშების მომზადებას ვიწყებთ 0.5 გრამ შაფრანზე 5 ს.კ. მდუღარე წყლის დასხმით და მთელი ღამით დატოვებით.

მეორე დილას კი ვიწყებთ თავად ცომის მომზდებას. აი ასეთი ფინთუშები უნდა გამოგივიდეთ. ასეთი ხვეულა თუ პატარა რგოლებს გააკეთებთ და ერთიან ფორმაში მოათავსებთდა ასეთი, თუ მხოლოდ ცალკეულ ფუნთუშებს მოამზადებთ და ბოლოებს ამოუხვევთ.
ახლა კი, ჩვენმა შაფრანმა ალბათ გამოუშვა საკმარისი სიყვითლე და ცომის მომზადებაც დაგვიწყვიააა :)

1. ფერმენტაცია: 50 გრამი ახალი დროჟი ჩავყაროთ თასში, და დავასხათ 500 მლ თბილი რძე. და დავამატოთ 1 ს.კ. შაქარი. რძე არ უნდა იყოს 37 გრადუსზე მეტი, თორემ დროჟი ”მოკვდება” და ფუნთუშები აღარ ამოვა! დავტოვოთ ეს მასა 30 წუთით.

2. ცომი: აიღეთ მეორე ღრმა თასი და ჩაყარეთ 7 -8 სავსე ჭიქა ფქვილი, დაამატეთ 250 გრამი შაქარი, 1 ჩ.კ. ვანილი, და კარგად ამოურიეთ. შემდეგ ვამატებთ ჩვენს დროჟიან რძეს, 200 გრამ ძალიან რბილ კარაქს, წინა ღამით დაყენებულ შაფრანს, 100 გრამ ქიშმიშს, 100 გრამ თხლად დაჭრილ ნუშს და ვზილავთ ცომს. ცომი უნდა გამოვიდეს ისეთი რომ იყოს რბილი, ამავდროულად ხელზეც არ გეკრობოდეთ. (ფქვილის დამატება თუ დაგჭირდათ დაამატეთ)

3. კაი კინოს ყურების დროა: ჩვენი ცომი დავდოთ სადმე თბილ ადგილას და დაველოდოთ ამოსვლას (2-3 საათი დასჭირდება)

4. ფანტაზია: მას შემდეგ რაც ცომი ამოვიდა, ამოვირებთ პატარა გუნდებს და მივცემთ მათ გრძელ ფორმას. ბოლოებს შემოვუხვევთ ისე როგორც ქვემოთ სურათზეა ნაჩვენები. (უკეთესი იქნება თუ თქვენ ფანტაზიას მისცემთ გასაქანს და ისე გამოაცხობთ როგორც გინდათ) დააწყვეთ მომზადებული ფინთუშები ფქვილ მოყრილ ჟარუნაზე, გადააფარეთ მშრალი ტილო და დატოვეთ 30 წუთი. ამასობაში გაახურეთ ღუმელი 225 გრადუსზე.

5. გამოცხობა: სანამ ფუნთუშებს ღუმელში შევაწყობთ თავზე უნდა გადავუსვათ კვერხის გული, ნოჭებში ჩავუდოთ ნუში ან ქიშმიში. ამის შემდეგ კი შევდოთ ჟარუნა ღუმელში და დავტოვოთ მომზადებამდე.

გემრიელად მიირთვით:)

3 comments:

nino-n said...

უუუუფ! რა გემრიელად გამოიყურება და რომ იცოდე როგორ მომინდაააა :((((((

mblogavi said...

erti makbechinet ra :D mominda sastikad :d

Keti said...

რა კარგებია! გასინჯვა მომინდა....