Oct 3, 2010

სპეცილური დღე სპეციალური ფუნთუშებისათვის :)

4 ოქტომბერი დარიჩინიანი ფუთუშების დღეა, ვისაც შეუძლია აცხობს, ვისაც არ შეუძლია უბრალოდ ყიდულობს - შედეგი კი ერთია- 4 ოქტომბერს ყველამ უნდა დააგემოვნოს ახლადგამომცხვარი დარიჩინიანი ფუნთუშები ფინჯან ჩაი ან ყავასთან ერთად :)

მე გთავაზობთ ჩემს ერთ ერთ ძველ პოსტს სადაც ვწერდი თუ როგორ მზადდება დარიჩინიანი ფუნთუშები :)

ესეც ჩემი მორიგი პოსტი სერიიდან Cooking Therapy. როგორც წინა პოსტში დაგპირდით, დღეს მინდა გასწავლოთ შვედური დარიჩინიანი ფუნთუშების გამოცხობა, შვედურად მათ ქვიათ Kanelbullar

ამ რეცეპტს ვდება ახლა, იმიტომ რომ დღესვე მოასწორთ გამოცხობა და მთელი კვირის განმავლობაში გემრიელი დარიჩიანიანი ბულკებით ყოველი დღის დაწყება :)

დარიჩინიანი ფუნთუშები ძალიან მიყვარს, ყოველ დილას, ჭიქა ყავასთან ან ჩაისთან ერთად მათი მირთმევა, კარგი დღის დასაწყისის მაჩვენებელია. არ ვიცი რატომ იმიტომ რომ მიჩვეული ვარ თუ იმიტომ რომ დარიჩინი და ზოგადად ფუნთუშას სურნელი მართლა მოქმედებს ჩვენს ფიზიოლოგიაზე. საბოლოოდ აი ასეთი ფუნთუშებს მიიღებთ (ზოგი დარიჩინიანია, ზოგი ნიგვზიანი და ზოგიც კაკაოიანი)


ცომისათვის: ღრმა თასში მოვათავსოთ 120 გრ გამდნარი კარქი, დავასხათ 500მლ რძე და შევათბოთ 37 გრადუსამდე. მერე დავამატოთ 50გრ. ახალი დროჟი, 300 გრამი შაქარი და დავდთ 10 წუთით. შემდეგ დავამატოთ 1 ჩ.კ. კარდემომა, 1 ჩ.კ. ვანილი და ფქვილი 750-700 გრამამდე. ცომს რომ მოვზლავ უნდა იყოს ნაზი, მისი გაბრტყელება რომ უპრობლემოდ შეგვეძლოს. ავურიოთ ეს ყველაფერი კარგად, გადავაფაროთ ტილო და დავდოთ სადმე სითბოში 40-50 წუთით.

გულსართი: გვინდა 50 გრ ძალიან დარბილებული კარქი. შაქარი გემოვნებით და ბეეეეეეეეევრი დარიჩინი, და ასევე ბევრი ქიშმიში.

მომზადება: ცომი რომ ამოვა, გავყოთ ორ ნაწილად. ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ კარგად (მაგრამ არა სიფრიფანად. 3-4 მილიმეტრი საუკეთესოა) გადავუსვათ ჩვენი ძალიან დარბილებული კარაქი, მივაყაროთ იმდენი შაქარი რამდენიც გვინდა. მოვაყაროთ ბლოოომად დარიჩინი და ქიშმიში. გადავახვიოთ რულეტივით. დავჭრათ 3-4 სანტიმეტრზე და ჩავდოთ მაფინის ფორმებში. დავტოვოთ ასე მინიმუმი 30 წუთი, მაქსიმუმი 50.
მეორე ნაწილი ისევე შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც პირველი. ან ფანტაზია გამოიყენოთ და ნიგოზი, კაკაო, ყაყაჩო და ა.შ. იხმაროთ. მთავარია რომ კარგად გაბრტყელებულ ცომს კარაქი გადაუსვათ და მერე შაქარი მოაყაროთ.

გამოცხობა: დროის გასვლის შემდეგ, ბულკებს გადავუსვათ ჯვერცხის გულისა და რძის ნარევი, და შევდოთ გამოსაცხობათ 200 გრადუსზე. მომზადებისთვის დაახლოებით 20 წუთია საჭირო.

გემრიელად მიირთვით :)


12 comments:

Keti said...

მმმ, ძალიან მადისაღმძვრელია :))

clown said...

ოხხ თომუშკა.. შენ უნდა მომკლა :|


:S

:D :D

AnnTonovka said...

დიდი მადლობა მშვენიერი და, დარწმუნებული ვარ, უგემრიელესი ფუნთუშების რეცეპტისთვის!!

Sophie Golden said...

ქალბატონო ჯულია ჩაილდს შვედეთიდან, თქვენ აღარ-ა ჰ-ხუმრობთ :)

მიყვარს ასეთი დარიჩინის ფუნთუშები, ანტვერპენში ვჭამე პირველად და ძალიან მომეწონა. თან ისე მოხდა, რომ ჩემ გარდა არავინ ჭამდა, სტუმრად რომ ვიყავით და მგონი 5-6 ცალი გადავსანსლე ლიონებერგელი ემილივით (ისე, მომიკითხე, ლიონებერგაში თუ მოხვდები ;) ) :D

კოსმოსურ სივრცეებში.. said...

iff :S

Natalia said...

როგორ მიყვარს ფუნთუშები და მათი სურნელი <3 ასტრიდ ლინდგრენის წიგნებში მგონია ხოლმე თავი. ამ ფოტოს შემხედვარე, ეხლაც ვიგრძენი სუნი თითქოს..

AnnTonovka said...

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!!! ჩემი მეუღლე აღფრთოვენებულია, ნამდვილად მშვენიერი სიურპრიზი გამომივიდა ფუნთუშების სახით :)

Tomushka said...

AnnTonovka - რა მაგარიააააა:) ძალიან მიხარია რომ მოგეწონა :)

ერთ მკითხველი მაინც თუ მომაზადებს ამ რეცეპტბიდან, უკვე მაქვს მოტივაცია რომ მომდევნო რეცეპტი დავდო ბლოგზე :)

ძალიან მიხარია :)

Anya said...

It looks really yummie.....
I wish I could eat one .... :-)

You are a great cook !!!

riddle said...

mmmmm kanelbullar...ამაზე შვედური მგონი არაფერია :)

Tomushka said...

riddle - aris :D tkbili siliodka kartofiltan ertad da kido zemla :D

Naniko said...

გამოვაცხვე შენი რეცეპტით, უუუუგემრიელია. დგეს მეორედ უნდა გამოვაცხო. მადლობა.