დღეს, სრულიად ქართველი ერი სამარცხვინოდ და საშინლად გადაგდებული იქნა ცუნამის მიერ, რომელის ჰავაის სანაპიროებს უნდა სტუმრებოდა. ცუნამი გამოწვეული უნდა ყოფილიყო იმ 8.8 ბალიანი მიწისძვრის მიერ რომელიც გასულ ღამეს ჩილეში მოხდა, და რომლის ეპიცენტრიც ოკეანეში მდებარეობდა.
სრულიად თბილისის ფორუმზე შუაღამისათვის უკვე გახსნილი იყო თემა და ბევრი ცნობისმოყვარე თვალ ყურს ადევნებდა სიენენის ლაივს. გავიდა 10 წუთი, 20, 30, ...1 სააათი, 90 წუთი მაგრამ სადააა ცუნამი? ფაფუ, არაა ცუნამი. პირიქით ვიღაც ესტრემალი ხალხი ოკეანეში ბანაობდა.
იმედგაცრუებული საზოგადოება ჯიუტად არ ნებდებოდა და ელოდებოდა დამანგრეველ ტალღებს რომლებიც არ ჩანდნენ. თავშეყრილმა საზოგადოებამ იმედი გაიჩინა (აბა ისე როგორ იქნება, როგორმე ხო უნდა გაამართლო რამოდენიმე საათი ტყვილად, ლაივზე დახარჯული დრო) რომ დამანგრეველი ტალღები ჰავაის ჩვენი დროით დილისაკენ ეწვეოდნენ. გულნატკენებმა კიდევ ერთხელ აღიარეს - რა ბედი გვაქვს ქართველებს, ცუნამიც კი გვაგდებს ამის დედა ვატირე.
5 comments:
მეც მოვხვდი ონლაინ იზერებში :ჯუმპ:
CuRSeD - კიიიიიი, ცნობილი ადამიანი ხარ ახლა!!! :ჵ
მაგრამ სადააა ცუნამი? ფაფუ, არაა ცუნამი.
aaa tom ra tipi xar :d :d :**
უი რა ცუნამი..
მოაშორეთ :D
რა დაუნდობლობაა? :(
Post a Comment