Feb 8, 2010

საუკეთესო ანტიდეპრესანტი

რომ იკითხოთ რა არის საუკეთესო ანტიდეპრესანტი უამრავ და ძალიან მრავალფეროვან პასუხს მიიღებთ, სპეციალური მედიკამენტებიდან დაწყებული, შოკოლადითა და კარგი ვარჯიშით დამთავრებული. რათქმაუნდა მეც მაქვს ჩემი პასუხი და ესაა გემრილი ნამცხვრის გამოცხობა და დაგემოვნება. ცხობა ისევე როგორც გემრიელი საკვები მგონია რომ ძალიან კარგი ანტიდეპრესანტია!

დღეს გთავაზობთ მორიგ პოსტს სერიიდან Cooking Therapy და მინდა გასწავლოთ ძააალიან ტრადიციული უნგრული ხაჭოს ნამცხვრის Rákóczi túrós მომზადება. ხიმ გახოსვთ რა უნდა გააკეთპთ ხასიათძე მოსასვლელად? გადკარით ლიქიორი ან ღვინო ჩართეთ საყვარელი სიმღერები, დაიწყეთ ღიღინი და შეუდექით ცხობას. მაშ ასე, აბა მივყვეთ ნამცხვირ ცხობის თანმიმდევრობას. საბოლოოდ აი ასეთი ნამცხვარუკა უნდა მიიღოთ!!

1. ბაზა: მოვზილოთ ცომი შემდეგი ინგრიდიენტებისაგან - 200 გრამი ძალიან რბილი (არა დამდნარი) მარგარინი + 1 ცალი კვერცხი, 300გრ ფქვილი, 1 ჩ.კ. საცხობი ფქვილი, 1 ჩ.კ. ვანილი, ნახევარი ლიმონის ცედრა, 5 ს.კ შაქრისაგან მომზადებული პუდრა. ამ ცომს მოვზილავთ კარგად, გავაბრტყელებთ ჩავდებთ ფორმაში და ნახევრად გამოვაცხობთ. (180 გრადუსზე)

2. ხაჭოს კრემი: 500 გრ ხაჭო ისე ავზილოთ რომ მივიღოთ ერთგვაროანი მასა, დავამატოთ 1. ს.კ. სიმინდის ფქვილი, 6 ს.კ. კოვზი შაქარი, 3 ს.კ. არაჟანი, 1 ჩ.კ. ვანილი, 2 კვერცხის გული. ეს ყველაფერი ძააალიან კარგად ავურიოთ და შემდეგ ძააალიან ნაზად შევაზილოთ 2 კვერცხის ცილისაგან მომზადებული ბეზე (უშაქროდ!!!)

როცა ჩვენი ბაზა ნახევრად გამოცხვება, გამოვიღოღ ღუმელიდან, დავასხათ ხაჭოიანი კრემი და შევდოთ ღუმელში ახლა უკვე კრემის გამოსაცხობად. ეს მასა მზად მაშინაა როცა ხელის დადებისას სიმშრალეს იგრძნობთ თითებზე. (180 გრადუსზე)

3. გაფორმება: 4 კვერცხის ცილისაგან (გულები შევინახოთ და მერე ნაყინი მოვამზადოთ smile.gif ) და 6 სუფრის კოვზი შაქრისაგან მოამზადეთ ძალიან კარგი ბეზე, დაამატეთ ოდნავ ვანილი და ლიმონის ცედრა გემოვნებით.
როცა ჩვენი ხაჭოიანი კრემიც გამომცხვარი იქნება, გამოვიღოთ ღუმელიდან, საკონდიტრო პარკში ჩავდოთ ბეზე და ნამცხვარს ზემოდან დავახაზოთ რგოლები, ან კლეტკები, ანგულები. რაც გინდათ. თავისუფალ სივრცეებს შორის კი ჩადეთ გარგარის ან ატმის სქელი ჯემი. შედეთ ღუმელში და აცხვეთ ასე 10 წუთი 150 გრადუს ტემპერატურაზე. სანამ ბეზე ოდნავ არ შეყვითლდება. მერე გამორთეთ ღუმელი და ნამცხვარი დატოვეთ შიგნით კიდევ ათი წუთი. (ასეევ შეგიძლიათ ჯერ ბეზე გამოაცხოთ და მერე ჩაუდოთ ჯემი. როგორც გინდათ.)


12 comments:

iasamnisferi said...

vnaxe sheni recepTi "reiTingshi". mm, gemrieloba chans : ))

Tomushka said...

რეიტინგში კიდევ სხვა რეცეპტია :)
და რაც წერია იქიდან დაახლობით 50 ბულკი გამოდის :D მთელი კვირის სამყოფი :D

Anya said...

Its looks YUMMIEEEEEE......
I think its delicious by coffee/tea
:-)

AnnTonovka said...

უზომოდ გემრიელი და მაცდური სჩანს!!! აუცილებლად ვცდი :D
ჰოდა, ბულკები რომ ახსენე, სამწუხაროდ არ ვიცი სად მოვძებნო რეცეპტი. იქნებ ჰინტი მომცე ან დადო რეცეპტი :D
P.S>
მომწონს შენი წამოწყება!!! წარმატებები!!

Tomushka said...

AnnTonovka bulkebis recepti am kviris jurnal Reitingshi sheidzelba rom naxo. an kide moitmine da davdeb momaval orshabats :)

Anya, yes it is very tasty, but a bit heavy :P :P

Lalena said...

არ ვიცი რამდენად გამომივა, მაგრამ აშკარად გემრიელი ჩანს :))

AnnTonovka said...

მოთმენა მომიწევს :) რეიტინგი ჩემთვის მიუწვდომელი სიამოვნებაა :)

Katieé... (aka ეკა.ტერინე) said...

მმმმ
ისე გემრიელად გამოიყურებააა

ორი კითხვა მაქვს:
1. საცხობი ფქვილი რა არის? უცხოურ რეცეპტებშიც ხშირად მხვდება და ვერასოდეს ევრ მივხვდი რა იგულისხმება? ამომყვანი? ჩვენ რის ნაცვლადაც სოდას ვიყენებთ?

2. რომ გადავბლოგო შემს კულინარიულ http://mniamnia.blogspot.com -ზე შეიძლება? :)

clown said...

რა გემრიელად გამოიყურება ^_^

Tomushka said...

AnnTonovka - ჩემთვისაც :)

Katieé... (aka ეკა.ტერინე) baking powder ქვია ინგლისურად. თუ მაგი არ გაქვს მაშჳნ სოდა შეგიძია გამოიყებო მაგრამ ყოველთვის იმის ნახევარი რაც საცხობ ფქვილზე წერია.

დაბლოგება რათქმაუნდა შეიძელბა :)

Sophie Golden said...

რა მაგარი რაღაცების გამოცხობა იცი... +111111111111

Tomushka said...

სოფი- მიყვარს მე მაგარი რაღაცეები, კეთებაც და ჭამაც :ჵ ჵ