Feb 6, 2010

ხანგრძლივ და ზღაპრულ სექსუალურ ცხოვრებას გისურვებთ

”ხანგრძლივ და ზღაპრულ სექსუალურ ცხოვრებას გისურვებთ” თქვა შორენამ და გაქრა ცისფერი ეკრანიდან, დაგვტოვა რა ყბადაღებულნი, გაკვირვებულნი და იმედგაცრუებულნი. ისე რატომღაც დღევანდელი გადაცემა დაგვიანებით გავიდა, თავიდან მეგონა კიდეც, რომ აკრძალეს :D :D

ახლა რაზე იყო გადაცემა. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, შორენამ მოწვეული სტუმართან ერთად რამოდენიმე მნიშვნელოვანი თემა განიხილა, ეს თემები მტკივნეული და აქტუალურია ჩვენს საზოგადოებაში, მაგ. სექსუალური ცხოვრების დაწყების საუკეთესო ასაკი, უსექსობა და ფსიქო/ფიზიოლოგიური მდგომარეობა, კლიმაქსური ასაკი და სექსთან დაკავშირებული პრობლემები. მისი რესპოდენტებიც სხვადასხვანაირი ხალხი იყო, ზოგი გარბოდა როგორც ყოველთვის - სექსი როგორ მაკადრეო, ზოგიც ცდილობდა უფრო თავაზიანი ყოფილიყო, მაგრამ ისეთ პასუხს იძლეოდა შორენას ყბა უვარდებოდა :D :D

მოწვეულ ფსიქოლოგზე - გია ჯაჯანიძეზე ვერაფერს ვიტყვი იმის გარდა რომ არ მომეწონა!!! შორენაზე კი რა ვთქვა? ყველაფერს სიკეთესთან ერთად საშინელი მაკიაჟი, საშინელი სამოსი და საერთოდ გარეგნულადაც საშინლად გამოიყურებოდა დღესა. კაცებო, დავიჯერო ასეთი ქალები მოგწონთ? ან რა მოგწონთ ახლა იმ გოგოში რომელიც სურათზეა?




5 comments:

Kate said...

გია ჯაჯანიძე თუ ფსიქოლოგია, მე კოსმონავტი ვარ.

Kate said...

ისე შორენას ყოველ გადაცემას აქ წერ ხოლმე???

Tomushka said...

კი ყველა გადაცემაზე ვწერ.
ან რა ყველა, სულ 6 გადაცემა ქონდა

clown said...

ძალით სექსო გოგოა :)

სიყვარულოვნა said...

ეს გგო უბრალოდ მაღიზიანებს. ან რას გავს, ან რა ფეხები აქვს, ან რა მაკიაჟი. მოკლედ არაფერი არ უვარგა. თუმცა ნებისმიერი ბიჭის პასუხი კითხვაზე შორენა მოგწონს თუ არა იქნება- შენ სულელეი ხომ არ ხარ ნახე რა მაგარი ქალიაოო. ნუ არ მესმის და მოკლაი რატო უნდა იყოს ეს მაგარი.