Feb 4, 2010

იდეალური მე


არსებობს ქცევა, რომელიც არ გავს ჩვეულს, რომელიც გაღელვებს და დადებითად გმუხტავს, რომლის დროსაც ირგვლიც ყველა გიყვარს და როცა რაღაც "მაღალთან" განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობ. ასევე გეუფლება საკუთარი თავით კმაყოფლების დიდი განცდა და ერთიორად გეზრდბა თვითშეფასება.


ამ განცდას იწვევს ქცევა, რომელსაც ჩვენს "იდეალურ მეს" ვუქვემდებარებთ.


გესაუბრებით დაახლოებით იმაზე , რაც ხდება "ვის უნდა 20 000" ის სტუდიაში, როდესაც საზოგადოების ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახეები, როგორღაც თვალსა და ხელს შუა იცვლებიან და თავიანთი პიროვნების საუკეთესო მხარეს გვიჩვენებენ, როცა სხვა ადამიანის უბედურება მართლა მათი ხდება და როცა სხვის დასახმარებლად ემოციურად და ინტელექტუალურად იხარჯებიან და ამას სიამოვნებით აკეთებენ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ადამიანის ყველაზე კეთილშობილური ნაწილი, რომელიც სწორედ ჩვენს "იდეალურ მე"–ში ინახება.

ამიტომ მგონია, რომ გადაცემის მთავარი დამსახურება სწორედ "იდეალური მეს" გამოვლენის შესაძლებლობა უნდა იყოს, მითუმეტეს, რომ ეს არა მხოლდ მოწვეულ სტუმრებს არამედ როგორც ( საბედნიეროდ) ჩემ თავზეც გამოვცადე მაყურებლებსაც გადმოგვეცემა

3 comments:

Keti said...

"like" რომ ჰქონდეს ამ პოსტს ფეისბუკივით, მივაჭერდი ხელს. მომეწონა და სხვა რა ვთქვა, არ ვიცი. მართალია, ჩვენც გადმოგვეცემა...

Sophie Golden said...

სანამ ბოლოში ჩავედი, გული მისკდებოდა, აბა როდის დასვამს ტომუშკა კითხვას-მეთქი :P
Thumbs up!
სასიამოვნოა ადამიანების დანახვა მართლაც.

Sophie Golden said...

ბოდიში, ტომუშკას კი არა, ნინოს პოსტი ყოფილა :)