Feb 3, 2010

ჩვენი ყოველდღიური ”აკვიატებები”

ვერ დავიჯერებ რომ არსებობს ადამიანი აკვიატებების გარეშე. სერიოზული აკვიატებიდან დაწყებული უბრალოდ წვრილმანით დამთავრებული. ეს პოსტიც ასეთ ზოგისთვის წვრილმან და ზოგისთვის მსხვილმან აკვიატებებსა თუ ჩვეულებებს ეხება.

ჩემ თავით დავიწყებ და მერე გთხოვთ თქვენც გამიზიაროთ თქვენებური ”აკვიატებები”
მოკლეთ:
  • ტრანსპორტში აუცილებლად ვჯდები ან სულ წინ (მძღოლის გვერდით არა :D ) ან სულ უკან - ალბათ როცა მალე მინდა სადმე მისვლა წინ, როცა არ მეჩქარება უკან :D
  • ტაქსით მარტი არ ვმგზავრობ იმიტომ რომ მეშინია - ვაიდა რა აზრი მოუვიდეს ტაქსისტს ამსიმაღლე ამსიგანე კრასავიცა გოგოს რომ ნახავს :D.
  • ვერ ვიძინებ კარგაღებულ ოთახში - რამე რომ შემოვიდეს და მიკბინოს მეშინია :D
  • ვერ ვჯდები ზურგით სივრცისაკენ, ანუ ჩემს ზურგს უკან აუცილებლად უნდა იყოს კედელი- რომ ადვილად დავზვერვო სიუაცია :D
  • ეს სასაცილო აკვიატებაა - აბაზანაში შხაპის ქვეშ ბოლო ხმაზე უნდა ვიმღერო, რაც არ უნდა ცუდ ხასიატზე ვიყო.
ჯერ ეს ხუთი პუნქტი იყოს და მერე კიდევ გამახსენდება და დავამატებ კომენტარებში.

გთხოვთ თქვენც გამიზიაროთ და დაწეროთ თქვენი აკვიატებული ქცევების შესახებ.

Eng:
I can not believe that there are people without obsession. Some have more serious and some more "light" obsession. For some these obsessions make life difficult bur for others easier.
I have written several obsessions which I "suffer" from :D Well, they are not serious
but still they are very important for me.

In comments I expect to discuss each others obsessions - the forms and reasons etc.

6 comments:

clown said...

საკმაოდ კარგი სმენა მაქვს.. :D
ხოდა არ შემიძლია რაღაცას ვაკეთებდე და მეორე ყურით სხვა რაღაცას არ ვუსსმენდე :D :D

:ჭორიკანაარგეგონოთსმაილი:


ხო კიდე არ შემიძლია საზოგადიებასთან გამოსვლის დროს მარჯვენა ფეხი არ ვაქანავო კი არადა ვაკანკალო:D (ხელით ვიჭერ ხოლმე, ნერვების ბრალი არამგონია იყოს :| )

ჩორვენი¹³ said...

ver vitan rodesac otaxis kari giaa
ver vitan kvadratebian pirsaxocebs
da shnurokebi fexsacmelze aucileblad tanabrad unda iyos orive mxares :D

Anya said...

Many thanks for your translation
:-)

Love your image !!!
Its always very interesting to write about obsessions ..... LOL
but also diffecult ;)

Keti said...

მეტროს ბაქანზე კიდესთან პირით ლიანდაგისკენ არ ვდგები. სულ მგონია, რომ შეიძლება ვინმე დამეტაკოს და ჩავვარდე :))))
საერთოდაც ზურგის გამოჩენით დაუცველობას ვგრძნობ. ამაზე არაერთხელ მიფიქრია – ზურგმოშიშვლებული ქალების ნახატებსაც კი არ ვდებ ბლოგზე :) (ამიტომ შენი კარის მიმართ დამოკიდებულება გასაგები იყო).

დანარჩენი - უცებ ვერ გავიხსენე..

თაა said...

მე მიყვარს დაკეტილკარებიან ოთახში ძილი

აუ არ მახსენდება ეხლა აკვიატებები :(

ნან said...

კართან დაკავშირებით მეც "წიკები" მაქვს, ვერ ვიტან ღია კარს და ცნობილი ვარ იმით, რომ სულ ვჩხუბობ, კარი დახურეთმეთქი.

ლოლ

მგონი ყველას დახურული კარი უყვარს და აბა ვინ ტოვებს ღია?

:გამწარებული