Feb 2, 2010

შიშველი ჯგუფელები და ბუსხია სტუდენტი

ამ პოსტს ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად ვწერ, თუ რატომ, რომ ჩაიკითხავთ მიხვდებით.

ადრე, ჯერ კიდევ ახალი დაწყებული რომ მქონდა უნივერსიტეტში სწავლა, პოსტში ”მოჭრილი ხეები, ატირებული სტუდენტი” დავწერე ერთ ჩემ ჯგუფელზე რომელმაც სემინარზე უცაბედად ყველას ზურგი გვაქციდა და დაიწყო ბოლო ხმაზე ტირილი. როგორ ძალიან გაგვიკვირდა ყველას, და როგორ ძალიან შევწუხდით ალბათ არაა საჭირო რომ კიდევ ერთხელ დავწერო, ფაქტია რომ დღესაც არ ვიცი იმ გოგოს რა მოუვიდა. ეს ამბავი არც კი გამახსენდებოდა რომ არა გუშინდელი შემთხვევა პალპაციის ჯგუფზე.

ჯერ გეტყვით რაა პალპაციის ჯგუფი - ესააა პრაქტიკული სავარჯიშოები ანატომიის კურსისათვის. ჯერ თეორიულად ვსწავლობთ კუნთებს, ძვლებს და სახსრებს, მერე პრატიკულად ვეძებთ მათ ერთმანეთის სხეულებზე. მოკლეთ ძალიან მხიარული ჯგუფია, ხოდა ამ მხიარული ჯგუფის ფონზე, ისევ ის გოგო, დაჯდა კუთხეში, მოგვაქცია ზურგი და გაიბუსხა.კიდევ ეთხელ ვაღიარებ რომ ყბა ჩამომივარდა, და კიდევ ერთელ ვერ ვხვდები რა მოხდა. ტირილი თუ დაიწყო ეგეც არ ვიცი, რადგან მე მალევე ჩავიცვი და ბიბლიოთეკისაკენ გავქანდი რამოდენიმე კუნთის შესამოწმებლად.

მოკლეთ, ამ შემთხვევამ ძალიან დამაფიქრა და ერთ იდეამდე მიმიყვანა, კერძოდ კი, სანამ სტუდენტებისაგან ჯგუფებს შექმნიან, ხომ არ იქნებოდა უპრიანი რომ მათი ფსიქოლოგიური გამოკვლევა ჩაეტარებინათ? წიკებიანი, გაუწონასწორებელი, გადარეული და ა.შ. სტუდენტები შესხან ერთ ჯგუფში, იყვენენ იქ და გადარიონ ერთმანეთი, დანარჩენ სტუდენტებს კი მოგვეცეს საშუალება ნორმალურ გარემოში ვისწავლოთ :D .

ეს იდეა ხვდებით რომ ნახევრად ხუმრობაა, ჩემმა ქმარმა ეგრევე მითხრა ეგო დისკრიმინაციააო, მაგრამ ....

თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთვევები? როცა ადამიანები უცებ, არსაიდან ძალიან მძაფრად გამოხატავენ ემოციებს? ტირიან, ყვირიან და ა.შ.

Eng:
Just a funny post about my anatomy curs which is interesting but very difficult. There are lots of facts which has to be learnt by heart and material is huuuuuuuge. Just imagine five weeks + 3 examines=many many many facts + little time :D But u know, everything has a positive side, and there is one in my anatomy curs. it is palpation - a practical curs of muscles, bones and joints hunting.

8 comments:

kevana said...

კი მქონია, კიარადა ამაში მე გასაოცარს ვერ ვხედავ. უბრალოდ, ფსიქოლოგიური მომენტია, რაღაც აწუხებდა, იტირა და გულზე მოეშვა.

წიკები კიდე ყველას შეიძლება ჰქონდეს.

გაუგეთ რა მაგ გოგოს :უსერ:

ნან said...

თუ სტუდენტია და ოც წლამდე არა უშავს, ვის არ მოსვლია. მაგრამ ზოგი მერეც ასეთივე არაადექვატურია.

მეგობარი მყავდა ასეთი. 32 წლის იყო, ვერ მიხვდებოდი რატომ გაბრაზდა, რატომ ტირის. სულ გგონია ასეთ დროს, რომ რამე დააშავე. ხშირად ყურადღების მისაქცევად იქცევიან ადამიანები ასე, ასაკის მიუხედავად.

მაღიზიანებს უკვე ასეთი ხალხი. უფრო სწორედ დიდხანს მომიწია მათ საზოგადოებაში ყოფნა და მომბეზრდა. საშინელი ეგოისტები არიან.

თუმცა განცალკევების მომხრე არა ვარ რათქმაუნდა. :))))))))

Tomushka said...

გასაოცარია აბა რაა, ყველაფერი აკრგადაა და ვდრუგ ასე 100% -ით იცვლება ადამიანი, თან გარშემო ამდენი ხალხი ახვევია.

ცუდად ვგრძნობ თავს იმ ადამიანებთან ვინც საკუთარ ემოციებს ვერ აკონტროლებენ.

ნან- დიდი გოგოა, მეც მასე მგონია რომ ყურადღების მიქცევა უნდა. რაღაც არ გამოდის, უკმაყოფილოა საკუთარი თავით და მერე ასე აკეტებს. ვამპირობაა ეგ მეტი არაფერი.

Keti said...

იქნებ იმ გოგოს რამე პრობლემა აქვს?
დახმარება სჭირდება?
ვერ იხსნება ადამიანებთან?
ინიციატივას ვერ იჩენს?
იქნებ ცოტა ხელის წაკვრა სჭირდება იმისთვის, რომ თქვენი ჯგუფის წევრად იგრძნოს თავი?

რა ვიცი,
ამაზე დავფიქრდი.
ალბათ მისთვის ხელის გაწოდება ღირს, რამენაირად ...

Tomushka said...

Keti - მასე რომ იყოს არ გამიკვირდებოდა.
მაგრამ მასეთი ტიპი არაა, შეიძლება ითქვს რომ 180 გრადუსით რომ შემოაბრუნო ისეთია.

Keti said...

მაშინ არ ვიცი, რა ვთქვა. უკეთ აფასებ, რადგან იცნობ..
და მაინც, მგონია, რომ ყველაფერს რაღაც მიზეზი აქვს :)

Tomushka said...

Keti - ნამდვილად აქვს მიზეზი, და ვკვდები ისე მაინტერესებს ამ გოგოს შემთხვევაში.

თაა said...

neta ra atirebda?

ar kitxe? :D :D