Jan 5, 2010

St-Petersburg - თითქოს მეორედ დავიბადე

ბლოგი ”გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” სულ მალე ოფიციალურად ერთი წლის გახდება. არაოფიციალურად კი ბლოგი 2007 წლიდან არსებობს. დაარსების დღიდან მან ბევრი სახელი გამოიცვალა :) მოკლეთ სანამ ოფოციალურ სტატისტიკას გაგაცნობთ მინდა ერთ-ერთი პირველი პოსტი დავდო :)

"პეტერბურგი, მუდმივად მოღუშული და მოწყენილი, იშვიათად თუ გამოანათებს მზე და გაახალისებს ნაცრისფერ დღეებს.

წვიმს და წვის;
ცრის და ცრის;
თოვს და თოვს;
ყველაფერი ნაცრისფრად გეჩვენება პირველად ჩასულს ”მზიანი საქართველოდან”.

ხალხი მტირალი, შენობებები სერი, მდინარეები და არხები მღვირიე და მყრალი, სირისტი ყველგან და ყოველთვის. აქ ხალხი როგორ ცხოვრობს? როგორ სუნთქავს? მხოლოდ ეს კითხვები მიტრიალებს თავში - ჩასვლის მეორე დღიდანვე. როდესმე შევძლებ კი შევეგუო აქაურობას და მოვრჩე თავის შეცოდებას?!

დავდივარ ქუჩებში, ვეძებ ნაცნობ სახლებს, ქუჩებს და ხიდებს რომლებიც ჩემი სულის ნაწილი გახდა დოსტოევსკის წიგნებიდან. ვცდილობ ისინი ვიპოვო და დაუმეგობრდე რადგან ყველასან შორს ვარ და მარტო ვგრძნობ თავს.

ვცდებოდი...სულ მალე ქალაქმა თავი გამაცნო, მისი გულისცემა ვიგრძენი და მასთან ერთად დავიწყე ცხოვრება. უკვე თითქმის ყველა ქუჩაზე პატარა მეგობარი მყავს, სადაც შემიძლია ნებისმიერ წუთს წავიდე , ვიცი მათ ჩემთვის ყოველთვის ეცლებათ.

შევიცვალე, თითქოს მეორედ დავიბადე.

შემიყვარდა პეტერბურგი, ეს ბებერი და სევდიანი ქალაქი .
აქ ვიგრძენი სიცოცხლე და თავისუფლება. ვიპოვე ჩემი ნამდვილი მე და დავრწმუნდი რომ ძლიერი ვარ, ძალიან ძლიერი. თუ მოვინდომებ მთაც კი მოვა ჩემთან."

Eng:
This is a post about one of my favourite cities - St-Petersburg. So far there are two cities I love the bast - Rome and St-Petersburg. No, I do not want to live there, but I always want to go and visit, walk on the streets, go to cafes and museums. Yes, they are very different, but still they are soooo me :)

8 comments:

lashakila said...

აუ პირველი ვარ ამ მართლაც ძალიან მაგარ პოსტზე...აუ რო წავიკითხე მაგარი იყო და მეც მომინდა :)

Tomushka said...

lashakila - ra moginda? :)

Landish said...

@Tomushka ალბათ მაგ ქალაქების მონახულება : ))

ეგ კი არადა შენ გაიხარე, რო ინგლისურადაც წერ რა :)

exposemaximum said...

I guess, you have visited some most beautiful cities in the world.

David said...

მგონი, პირველად წავიკითხე შენს ბლოგზე ასეთი პოსტი და ძალიან მომეწონა. მესმის, რასაც გრძნობდი, პიტერში რომ ჩახვედი პირველად, მაგრამ მერე ასეთი ცივი და სევდიანი ქალაქებია, რომ გიჟივით გიყვარდება და სითბოში სულ აღარ გინდა დაბრუნება.

Tomushka said...

David - მიხარია რომ მოგეწონა.
მსგავს პოსტებს მხოლოდ ჩემთვის ვწერ, ანუ პატარა ჩანახატებს.

როგორც ჩანს ამიდს მხოლოდ თავიდან აქვს მნიშვნელობა. სანა აკლიმატიზაციას განიცდი, ამას რომ გაივლი მერე მიხვდები ნამდვილად შენია თუ არა ის ქალაქი სადაც ცხორობ.

Jupaaaao said...

''chven yvelasa gvaqvs chveni qalaqi, oghond xandaxan arc vicit xolme....''
:)))))))

Tomushka said...

Jupaaaao - masea