Jan 20, 2010

News and "pre-exam" syndrome :D

უხ, მოკლეთ ბავშვებო ხვალ დილას მაქვს გამოცდა და ფაქტი ისაა რომ არ ვიცი რა ვიცი. არც ის ვიცი, რა არ ვიცი. ხვდებით რომ ძალიან ჩახლართულადაა საქმე. სამწუხაროდ დროის მცირე მონაკვეთში ანუ ოთხ კვირაში, ძალიან დიდი მასალა გავიარეთ და გამოცდაც მასზე დაყრდნობით გვექნება.

ახლა გეტყვით როგორი წერითი გამოცდა იქნება. მოკლეთ სამი საათის განმავლობაში უნდა დავწეროთ ხუთი სეგმენტი. თითოეული სეგმენტი სხვადასხვა სირთულის კითხვას შეიცავს, საბოლოოდ თითოეულ მათგანზე მინიმუმ 50% უნდა დავაგროვოთ რომ ჩაგვეთვალოს. გამოცდა მხოლოდ მაშინ გვეთვლება ჩაბარებულად თუ ხუთივე სეგმენტში მინ. 50% ავიღეთ. თუ ერთ ერთში მოვიკოჭლეთ, მეორე ში კი სრული 100% ავღეთ, მაინც ჩაჭრილები ვართ.
My dining table
ახლა რაც შეეხება შეფასების სისტემას. არ ვიცი მხოლოს სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისთვისაა ასე თუ ყველგან ასეა, შეფასების მხოლოდ ორი დონეა - ჩათვლა და არ ჩათვლა. სპეციალობასთან დაკავშირებულ საგნებში მინიმუმ 75% უნდა მოაგროვო რომ გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვალოს. სხვა საგნებში კი მინიმუმ ხან 50% ხან 65% .

ახლა რატომ ვწერ ამ პოსტს, იმიტომ რომ არ მინდა ჩავიჭრა :( თუ ჩავიჭერი სტიპენდიაზე გაახურებენ, მერე კიდე ისედაც ანატომია გვეწყება და ძალიან არ მინდა ვალების გადახდა. რაც შეეხება ანატომიას, ესაა ის რაზე ფიქრიც უკვე მკლავს. წიგნი უკვე მივიღე და რომ დავინახე წნევამ დამარტყა. იმას რა წაიკითხავს ჯერ ინგლისურად და მერე შვედურად უნდა გადმოვთარგმნო და ვისწავლო და ყველაზე უარესი ხუთი კვირის განმავლობაში სამი გამოცდა :( და რამდენი სემინარი იყო ჯერ ვერ დავითვალე კურსის გეგმაში.

ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი!!!! როგორც ხვდებით ემოციურად ძალიან დატვრთული მომავალი ხუთი კვირა მელის. არ ვიცი ეს როგორ აისახება ჩემ ბლოგზე და შესაბამისად ჩემ მკითხველზე. არ მინდა ბლოგი გახდეს პასიური, ამიტომ ჩემ მეგიბარ ნინოს, ვთხოვე დამხმარებოდა. შესაბამისად ჩემს გარდა ბლოგზე გზაზე ერთი კაცი მიდიოდა , ნინოც დაპოსტავს ხოლმე. ნინო ჯერ ჯერობით ახალია ბლოგოსფეროში, და ჩემთან ექნება დებიუტი ხოდა მოდით მოვინდომოთ და ნინოც გადავაქციოთ ბლოგერად :)

Eng:
The post is about news on my blog. However I am going to be very busy next 5 weeks, I've asked my fried Nino, to help my with blogging. Of course, I do not want my blog to became passive "vegetable", so I hope that we can do a great and productive job together.

What I am going to do next 5 weeks is to study anatomy. It is a subject what i hate and what I fine very difficult. Because I have to read in English and after translate and study in Swedish. I do not want to mention how difficult it is to study all the Latin names by heart. I just HATE IT.

So, once again thank you for being my readers , your existence is very important for me, feeling your support gives my an energy to write new posts :) just for you :*

11 comments:

მარია said...

ომგ რა ამბავია:( მაგრამ შენ ისეთი ყოჩაღი ხარ ვიცი ექვსიანზე ჩააბარებ ;) lykke til Tomusk :*

Tomushka said...

მარია - აუ, მარი, თუ არ დაგეზარება ხოლმე შეგძლია ნორვეგულად რომ დააკომენტარო? გოგო ვარჯიში დავიწყე ნორვეგიულის ”გაგებაში” :D

მარია said...

haha.. namdvilad ar dagzardebi,didi siamovnebit. kjempe bra at du vil lære deg norsk,eller øve da..:)) flink du!;)) sxva qartveli mkitxveli rom ver gaigebs chems komentars,no problem?:)

Keti said...

წარმატებებიი!! აუცილებლად ჩააბარებ! :))


ნინოსაც ასევე, წარმატებები :)
და როგორ ზრუნავ შენს ბლოგზე??
მომწონს !

Lalena said...

წარმატებები ტომუშკა! :)

Tomushka said...

მადლობა ბავშვებო :* იდეაში ერთი კითხვის გარდა ყველას გავეცი პასუხი, მაგრამ საკითხავი ისაა როგორ :D

maria - გოგო მაგდენი კი ar ვიფირე. რა ეგოისტი ვარ :D

clown said...

წარმატებები ^^

Tomushka said...

clown- vaime rogor mchirdeba neta icode. rom ar chaibaron chemi tvitshefaseba -1000 ze davardeba :(

clown said...

Tomushka
რათქმაუნდა ჩააბარებ..
მთავარტია საკუთარი თავის რწმრნა და მონდომება......

ხოდა მთელი გულით გისურვებ ჩაბარებას :ჰუგ:

mblogavi said...

Pre-Exam-Syndrome =))

Sophie Golden said...

აბა, რა ქენი გამოცდაზე, ტომა???