Jan 6, 2015

Georgian Christmas Pie - ანუ გურული საშობაო ღვეზელი


დღეს მინდა ტრადიციულო საშობაო ღვეზელის მომზადება გასწავლოთ. მართალია ბერად ადვილია მაღაზიაში ჩასვლა და ყიდვა, მაგრამ მგონია საკუთარი ხელით გამოცხობილსა და ახლობლების გახარებას ნამდვილად ვერ შეედრება. ტრადიციულად ოჯახის თითოეულ წევრზე ერი საშობაო ღვეზელი კეთდება. ახლა გადაითვალეთ - ერთი გუნდისაგან ორი საშუალო ზომის ღვეზელი შეგიძლია მოამზადოთ ხოდა ვინც საქართველოში ხართ საცხობში ჩადით და საკმაროსი რაოდენობის ცომის გუნდა ამოიტანეთ. ვინც არ ხართ მაშინ თავად მოზილეთ ცომი ერთი კილო ფქვილისაგან :)

ცომს ვზილავთ შემდეგნაირად:
თასში მოათავსეთ: 25 გრამი მშრალი დროჟი დააყარეთ 1 ს.კ. შაქარი, დაასხით 200 მლ თბილი წყალი და დატოვეთ ამოსაფუებლად.


დიდ თასში მოათავსეთ 1 კგ ფქვილი, დააყარეთ 1 ს.კ.მარილი. ამოურიეთ. როცა საფუარ ამოფუვდება დაამათეთ 4 ს.კ. ზეთი. ეს ნარევი დაასხით ფქვილს და დაიწყეთ ზელვა. გვერდით თბილი წყალი (36 გრადუსი) მოიდეთ და მოზილეთ მკვრივი ცომი რომელიც ხელზე არ მიგეკრობათ, მაგრამ ხინკალივით მაგარი არ იქნება. ცომს გადააფარეთ ხელსახოცი და დადეთ სადმე თბილ ადგილას. 2-3 საათის გასვლის შემდეგ, გადაზილეთ ცომი და ისევ დადეთ თბილ ადგილას. 2 საათის შემდეგ ცომი მზადაა, შეგიძლიათ გუნდები გააკეთოთ და ისევ დატოვოთ ამოსაფუვებლად ასე 30 წუთით.

ცომის გარდა კიდევ დაგვჭირდება ხუთი კვერცხი, ოთხი წინასწარ მოხარშეთ. ჰმმმმ, ათმის კვერცხი, და არა ის რაც თქვენ გაიფიქრეთ ... ანუ ბუს :ჵ :ჵ ყველი - რაც მეტი მით უკეთესი. მე ბევრი არ მქონდა და ოთხი საშუალო ზომის ღვეზელისათვის გამოვიყენე 2 მაცარელა და ერთი სალათის ყველი (ფეტა უკეთესი იქნებოდა). ხოდა აბა ახლა ავიფარეთ წინსაფარი და დავტრიალდეთ სამზარეულოში ჩვენი ახლობლების გულების ”გასახეთქად” :D

1.ერთი გუნდა ცომისაგან გავაკეთოთ ორი პატარა გუნდა :)2. წინასწარ გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე! თითოეული გუნდა გააბრტყელეთ და მიეცით მრგვალი ფორმა. ზედაპირის ერთ ნახევარზე დავდოთ ყველი, მოხარშული კვერცხი და მეორე თავისუფალი ზედაპირი გადავაფაროთ. როგორც სურათზეა ნაჩვენები. გაითვალისწინეთ: უფრო ადვილია გაბრტყელებული ცომი ჟარუნაზე დადოთ, ყველი და კვერცხი ჩადოთ და იქვე გადახუროთ. 3. გამზადებულ ღვეზელს თავზე გადაუსვით კვერცხი, შედეთ ღუმელში და გამოაცხეთ 20-25 წუთის განმავლობაში. სანამ თავი დაებრაწება :)
 
გემრიელად მიირთვით :)
Eng:
Today I want to teach you how to make Georgian Christmas Pie. The pie is very traditional in Georgia, and is usually made for every family member. I promise It is very easy to make.
Ingredients: For 4 pies you u need a dough - made from 500gr of white flour, cheese min. 2 mozzarella and 1 feta, 4 boiled eggs and 1 egg. Picture 1.
Direction:
1.Preheat an oven to 220 degrees.
2. Make 4 small
doughs and from each make a round, tiny "plate". Put cheese and eggs on it, as i is shown on the picture 2. and after close it.
3. Put an egg yolk on the pie, and cook it for 20-25 minutes.

That's all :) Enjoy with this very tasty traditional Christmas Pie :)



19 comments:

clown said...

თომუშკაააა... მოგკლავ!

ამ შუაღამისას მომაშიე :S :S


:D

Tomushka said...

am shuagames amis droa raa da xvale miirtvi :P

clown said...

ვაი კუჭი მეწვის :S

Keti said...

რა გემრიელი ჩანს, ტომუშკა!!
და რეცეპტიც მომეწონა ძალიან...
გილოცავ შობას! :)
მრავალს დაესწარი....

vasasi said...

ბიცოლაჩემი აკეთებს ამას ძალიან გემრიელს..

მომინდა..

:უსერ:

Tomushka said...

vasasi - მეც გემრიელი გამომივიდა. ძალიან :ჵ :ჵ

ქეთი მადლობა, შენც ასევე გილოცავ და ყოველივე კარგს გისურვებ :)

უბრალოდ said...

mmm vah da magas ra hqvian? : ))

mr.picasso said...

გემრიელად გამოიყურება მაგრამ ჩემს შესაძლებლობბზე მაღლა დგას მისი მომზადება :)

♥ The Dream Teller ♥ said...

vaih

როგორ მომინდა <3

Tomushka said...

უბრალოდ - guruli sashobai gvezeli qvia :)

mr.picasso- ar arsbeobs :) scade da tu ar gamovida me damabrale :P :P

Chaotic said...

ჰაჰ, მე ხაჭაპური გამოვაცხვე ფენოვანი ცომით და ფეტა+მოცარელათი.

:D


ფანტაზია გვაქვს რა...


გილოცავ :*

kate_alukard said...

ვაააა რა ლამაზიაააა!!!!! მე ესეთი ლამაზი არ გამომივიდა =(((( გემოც ეგეთი გემრიელი აქვს??? :ევილ: =)))))))

nino said...

არავითარი ასოციაციები არ გამოუწვევია მეორე სურათს.:p

Anya said...

It looks delicious
Yummie...........
Thanks for the recept :-)

(@^.^@)

Landish said...

აუ რა გემრიელად გამოიყურება :(((
მომშივდა მაგარი...
ერთი მასეთი როდის უნდა გამასინჯო ? :user:

Tomushka said...

Anya - u are very welcome :)
I am sure your kitty would like it as well :)

Landish - aqet tu moxvdebi gvestumre da gagimaspindzldebit, mandet me tu movxvdebi mashin tqven gamimaspindzldit :D :D

მარია said...

უგემრიელესია გურული ღვეზელი. ჩემთვის მაგას სიყვარულის ღვეზელი უფრო ქვია.. ყურებამდე შეყვარებული ვიყავი პირვალად ეგ რომ გავსინჯე :)))

BizDev said...
This comment has been removed by the author.
Toma said...

tu gaaaqvs unda gaaketo aba raaaaaa? :)
მე დავიწყე ულვე მომზადება, ანუ ცომის მოზილვა :)