Jan 30, 2010

თქვენ ჯერ კიდევ არ იცით რა არის სექსუალური პრელუდია?

როგორც იქნა ”გვაღირსეს” ახალი გადაცემა და მორჩნენ დაბოლებას. უბრალოდ წარმოიდგინეთ ჯერ გადაცემა რაა თავისთავად და მერე ორჯერ რომ აჩევნებენ :D.

შორენას ღამის დღევანდელი თემა სექსუალური პრელუდიები იყო. ბევრი ლაპარაკისა და ე.წ. სიფათის კერვის გარდა შორენამ აგვიხსნა რა არის სექსუალური პრელუდია, როგორ უნდა ჩავატაროთ ის, რამდენი დრო არის საჭირო და ჰოი საოცრებავ ”ეროგენული ზონებიც” ახსენა. შორენა - ამას ნამდვილად არ გაპატიებს მართმადიდებელ მშობელთა კავშირი :D

იცოდით რომ ქალს აღგზნებისათვის მამაკაცზე მეტ დრო სჭირდება? რომ პრელუდიისათვის თურმე 15-20 წუთი უნდა დავთმოთ - ნეტა ამდენი დრო ვის აქვს :D
რომ სასურველია ბევრი კოცნა, მოფერება და ა.შ. მოკლედ რომ მოვჭრა, გადაცემაში ბევრი სიტყვები, ბევრი ”ეროტიკული” კადერები იყო, მაგრამ მათ ღირებულებას პირადად მე ვერ მივხვდი. თუმცა რამოდენიმე წინადადება მომეწონა შორენას მონოლოგში :ჵ კერძოდ კი მისი ”გამონათქვამი” ქართველ მამაკაცების შესახებ - თავი ცეცხლოვანი საყვარლები გონიათ, სინამდილეში კი არაფრის მაქნისები არიანო :D (ასე გამოუვიდა თორემ მთლად ასე კი არ თქვა)

რესპოდენტები: არ ვიცი ვინ უფრო გაფარჩაკდა - შორენა რომელიც მის რესპონდენტებს კამერის წინ კოცნას თხოვდა თუ ის შეყვარებული წყვილები (ცოლ-ქმარიც კი :D ) რომლებიც უარს ამბობდნენ ერთმანეთის კოცნაზე.

კოცნა - უფ, ბევრი ილაპარაკა, და არაფერი დამამახსოვრდა. :D

მოკლეთ აი ასეთი ამბები იყო დღეს გადაცემაში. ჩემი შენიშვნები ისევ იგივე რაც წინა გადაცემის დროს იყო - ღამე შორენასთან 2

11 comments:

Agasfer said...

რატომ ვერასდროს ვუყურებ ამ გადაცემას? ტელევიზორი რომ არ მაქვს, იმიტომ? :(

Landish said...

თამ, წინაზე იგივე იყო? გამოერება ტოისწ? : ))
კაი თემა ყოფილა დღეს.. წავედი.. მაი ვიდეოზე : )))

sweetnanuka said...

აუუუ წყვილებზე რა საშინელება იყო... ისე ეგ მაგრად ტეხავს. გოგო ბიჭი რომ იყო, როცა კითხა, გიყვართ ერთმანეთიო, ზუსტად ერთდროულად ბიჭმა თქვა არა და გოგომ კი. მერე გოგომ იიისეთი მზერა ესროლა იმ ბიჭს, რომ უკვე წარმომიდგენია, როგორ იჩხუბებდნენ...

რაც შეეხება კოცნას, მე გაგახსენებ :) თუ დიდი ხანი არ იკოცნავე... შენი ბაქტერიები თურმე მოიწყენენ პირში..
ნუ მოაწყენთ ბაქტერიებს, გაუზიარეთ იგი პარტნიორს. :) :) :)

Tomushka said...

Landish - წინაზე გამეორება იყო :D ეს ახალი გადაცემაა, ახალი თემით და იგივე პრობლემებით.

sweetnanuka - ძალიან მომენტი იყო :D :D ის ბიჭი კაცურ ამბავში მალავდა და არ აბაზრებდა ამბებს.
ცოლ ქმარზე არ იკაიფე?

ნეტა რამდენი მოწყენილი ბაქტერია იცდის შეყვარებული წყიველბის პირში :D

sophya said...

მე კიდევ რატომღაც მომინდა მაგ დროს ჩვენ შევხვედრილიყავით შორენას ქუჩაში და გვეკოცნა :D :D :D
არა, სისულელეა :))))),
მგონი მართლა ჭირდება ეგეთი გადაცემები ქართულ საზოგადოებას.

Tomushka said...

namdivad sachiroa aseti agdacemebi, magram ase mgonia didi veraferi sheicvleba amit.
tavi da tavi mainc mozardze gansazgvruli codnis micodebaa tabvidanve, sanam is "mcvanea", torem ukve gazrdilis da chamokalibebulis shecvla dzneli iqneba radgan damnashaves sakutar tavshi aravin edzebs da koveltvis partnioria damnshashave.

Landish said...

ტომ გუშინდელი გადაცემის დადება შენთვის მომინდვია... : ))

Keti said...

რატომ თქვეს უარის კამერის წინ კოცნაზე? არ მესმის...

Tomushka said...

Keti - კარგი კითხვაა ჩემი შემდეგი პოსტის დასაწერად :D

Landish - kiiii, davdeb aba ras vizav.
mogecona?

oroli said...

ერი ამაყობს შენით შორენა :)) მაგრამ ქართველ მამაკაცებზე მსგავსი საუბრის გამო სასტიკად დაისჯები :D მე თუ არა ჩემი სქესის წარმომადგენლებ(-ებ-ებ-ებ-ებ... და ა.შ.)ი მაგის გამო საშინლად დაგჩაგრავენ :twisted: :D

Landish said...

ხო იცი არა, ეს მე როგორც მომწონს? რაღას მეკითხები ? : ))