Jan 29, 2010

თვლი თუ არა თავს ზრდასრულ ადამიანად?

დროის მსვლელობასთან ერთად ყველაფერი იცვლება - ზოგადად სტანდარტები, მოლოდინები, ღირებულებები. სულ რაღაც ორიოდე საუკინის წინ ის ადამიანი ითვლებოდა ზრდასრულად რომელმაც მიიღო განათლება, იშოვა მეტ ნაკლებად სტაბილური სამსახური, შექმნა თავისი ოჯახი და ამით საზოგადოების სრულფასოვან წევრად იქცა, და ეს ყველაფერი რაღაც არსებობის 20-25 წლის პერიოდში ხდებოდა.

წლების სვლასთან ერთად, ბევრად გართულდა განათლების სისტემა. სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე კი იძულებულები ვართ უფრო მეტ ხანს ვისწავლოთ ვიდრე აქამდე გვჭირდებოდა. ჯერ სკოლა, მერე უნივერსიტეტი, მერე სტაბილური სამსახურისაკენ მიმავალი ზგა, მერე კარიერა. გარდა ამისა, უკვე უნივერსიტეტის სტუდენტიც კი მშობლებთან ცხოვრობს, მიზეზი სხვადასხვა არის ტრადიციებიდან დაწყებული - ეკონომიკური სიდუხჭირით დამთავრებული. ხშირად ეს ყველაფერი ადამიანს 30 წლის ასაკშიც კი არ აქვს. და რა გამოდის რომ ადამიანი არაა ზრდასრული?

სიმართლე რომ გითხრათ მე ხანდახან ვერ ვთვლი თავს ზრდასრულად, (ჩემი დაბადების მოწმობაში ჩაწერილი ასაკი რომ არა, თავს 15 წლის გოგოსავით ვგრძნობ :D), გინდაც იმიტომ რომ მატერიალურად ბევრად ვარ დამოკიდებული ჩემ ქმარზე. ამავდროულად თავს ვთვლი ზრდასრულად იმიტომ რომ შემიძლია იმ გადაწყვეტილებების მიღება რომლებიც შეცვლიან ჩემ ცხოვრებას.

ხოდა რატომ ვილაპარაკე ამდენი, იმიტომ რომ თქვენთანაც ერთი პატარა მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა მაქვს : როგორ ფიქრობთ რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას ადამიანზე რომ ის ზრდასრულია?

lit: Passer,M.,Smith, R., Holt, N., Bremner, A., Sutherland, E., &, Vliek, M. (2009). Psycholoy. The science of mind and behaviour. European edition


7 comments:

ჰუმანისტი said...

საინტერესო შეკითხვაა :)

ჩორვენი¹³ said...

rodesac moralurad da finansurad aravize ara damokidebuli, yvela saqcielze agebs pasuxs, zustad icis ra unda da misi azri aris upiratesi gadacyvetilebis migebis dros

Tomushka said...

ამ წინადადებას ველოდი - "misi azri aris upiratesi gadacyvetilebis migebis dros"

არის კი ეს ზრდასრულობის და ჩამოყალიბებულობის მაჩვენებელი?
თუ კი რა მხრივ და თუ არა რატომ არა?

ჰუმანისტი - შენი მოსაზრებაც საინტერესო იქნებოდა.

lishtota said...

პირობითი ზღვარი შეიძლება გავავლოთ. ზრდასრულს ბევრი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე უშინაარსო და სულელური მე მაინც "არასრულფასოვნების კომპლექსი" მაღიზიანებს. ნეტავ რამდენია 'სრულფასოვანი' ხალხი ამ ქვეყანაზე....

Tomushka said...

არასრულფასოვნების კომპლექსი? ამას რა კავშირი შეიზლება ქონდეს ზრდასრულობასთან?

ჩორვენი¹³ said...

rodesac sheni azri upiratesia sxva yvela argumenttan mimartebashi ukva gaazrebuli gaqvs yvela is :pasledstvie" rac sheizleba amas moyves da mzad xar isini aicilo an adgilzeve gaanadguro anu shen damoukidebeli mebrzoli xar "cxovrebis amaoebastan" ase rom diax es aris machvenebeli :D

clown said...

მაშინ როცა კარიერა აწყობილი გაქვს :)