Jan 28, 2010

ფსიქოლოგიური პორტრეტი

რამდენიმე დღის წინ ტომუშკას შევპირდი, რომ მისი ბლოგის დროებითი თანაავტორი ვიქნებოდი. მე ბლოგი არასდროს მქონია და ამავე დროს მაინტერესებდა საქმეში გამომეცადა ჩემი თავი და გამეგო, იყო თუ არა ეს საქმიანობა ჩემთვის საინტერესო, ამიტომ ტომუშკას შემოთავაზებას ბლოგის თანაავტორობის შესახებ პირველი გამოვეხმაურე და წინასწარ ვტკბებოდი იმ განცდით, რომელიც ახალი საქმიანობის დაწყებას ახლავს თან და რომელიც ასე სასიამოვნოა.

თუმცა ტკბობა დიდხანს არ გამომივიდა, რადგან ტომუშკას ანატომიის ლექციებმა ძალიან მალე მოიკრიბა ძალა და დადგა აუცილებლობა რეალურად საქმეზე გადასვლის, ანუ პოსტის დაწერის

უნდა ვაღიარო რომ პირველი პოსტის დაწერა არც თუ ისე იოლი აღმოჩნდა. ვერც კი გავიგე კარგად რა ხდებოდა. კალმით და რვეულით ხელში (ბლოგერებს გაგეცინებათ, მაგრამ რვეულში ვწერდი) მთელი დღე გავატარე გუშინ, მაგრამ არაფერი გამომივიდა. არადა ვგრძნობდი, რომ ტომუშკას ბლოგს “ვღალატობდი” და ასე არ შეიძლებოდა, ამიტომ დღეს დილით უკვე ჩავრთე მთელი ჩემი პიროვნულ– ინტელექტუალურ– პროფესიული (ფსიქოლოგი ვარ) უნარები და თავი ვაიძულე გამერკვია თუ რაში იყო საქმე, რატომ ვერ ვწერდი პოსტს … და ძალისხმევა უშედეგოდ არასოდეს იკარგება…. მე მივხვდი, რომ “ვიკარგებოდი” არჩევანს შორის, რომელიც პოსტის სავარაუდო შინაარსს, სტილს თუ სიღრმეს შეეხებოდა . ანუ ვერ გადამეწყვიტა, როგორი პოსტი იქნებოდა შესაბამისი ტომუშკას ბლოგისთვის და საერთოდაც მე, როგორი პოსტი შემიძლია შევთავაზო მკითხველს.

აქედან გამომდინარე მივედი იმ დასკვნამდე (თუმცა ამას დიდი მიხვედრა ისედაც არ სჭირდება) რომ ნებისმიერი საქმისადმი დამოკდებულების მიხედვით რა თქმა უნდა გამოირჩევიან ადამიანები ერთმანეთისაგან და ამ შემთხვევაში კი ბლოგინგთან დამოკიდებულება ნამდვილად იძლევა საშუალებას გაარკვიო ბლოგის ავტორის სავარაუდო ფსიქოლოგიური პორტრეტი.

საინტერესო იქნებოდა თქვენ რომ დაგეწერათ თქვენი ვარაუდი ამათუიმ ბლოგერის ფსიქოლოგიური პორტრეტის შესახებ მისივე ბლოგის მიხედვით. დაინტერესების შემთხვევაში კი შეგვიძლია განვავრცოთ ეს თემა.

ტომუშკას ბლოგის დროები თანაავტორი ნინო.

8 comments:

Tomushka said...

axali niki movifiqre shentvis :D
blogis moralate :D xo magaria? :D

Anya said...

Enjoy your day Tomushka

hugs from Kareltje =^.^=

ნინო said...

უკვე აღარ ვარ მოღალატე ტომუშკა :(

Sophie Golden said...

ნინო, მე უკვე მომწონხარ და საერთოდ, ცალკე ბლოგს თუ გააკეთებდი, მშვენივრად დაწერდი.

თუმცა, არა მგონია ვინმემ აქ რომელიმე ბლოგერის ფსიქ. პორტრეტი დაგიხატოს ;)

ნინო said...

გმადლობ სოფი :)

Tomushka said...

maralia, ar xar :)
Tumca jer kidev mteli ori tven cin gvaqvs :P :P

p.s. bibliotekashi var da vcdillob zurgis kuntebi viscavlo. es ra ubedurebaa ramdeni kunti gvqonia :( an rogor davdivart amati gadamkide :D :D

Sofi - mec magas veubevi ukve ramdeni xania magram ai arao da arao idzaxis :P :P vnaxot am or tveshi ras gadackvitavs :P :P

indi said...

shens momxibvlelobas gulwrfeloba qvia chemo nino :)

Keti said...

ნინო, წარმატებები ბლოგინგში! :)
პირველი პოსტის (და ვიტყოდი, საერთოდ – პოსტის) კვალობაზე შესანიშნავია – თემაც საინტერესო შემოგვთავაზე.
ბლოგების მიხედვით მართლაც მექმნება ხოლმე მათ ავტორებზე შთაბეჭდილება...