Jan 26, 2010

ფსიქოლოგიური კრიზისი

კრიზისი იქ, კრიზისი აქ - მოკლეთ ალბათ ვერც კი მოვთვლით რამდენჯერ გვესმის ან ვკითხულობთ სიტყვა კრიზისს. ჩემი დრევანდელი პოსტიც კრიზისს ეხება მაგრამ არა ეკონომიკურს არამედ ფსიქოლოგიურს.

ფსიქოლოგიაში ორი სახის კრიზისზე ვსაუბრობთ. პირველი სახის ანუ განვითარების კრიზისს ზოგადად ყველა ადამიანი გავდივართ, და მეტ ნაკლებად წარმატბულად გადავლახავთ. ამ ჯგუფში შედის ისეთი კრიზისები როგორიცაა თინეიჯერობის ასაკი, მშობლის როლის მორგება, პენსიაზე გასვლა და ა.შ. კრისიზთა მეორე ჯგუფში ანუ ტრავმის - კი შედის ისეთი მოვლენები რომლებიც უცაბედად დაგვატყდა თავს - მაგალითად ავადმყოფობა, სამსახურიდან გათავისუფლება, უცაბედი წარმატება და ვარსკვალავად გადაქცევა, და ა.შ.

რა უნდა ვიცოდეთ როცა ფსიქოლოგიური კრიზისის შესახებ ვსაუბრობთ? ბევრი არაფერი მხოლოდ ოთხი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ:
  • რა სახის კრიზისი გავაქვს სახეზე? განვითარების თუ ტრავმატული?
  • მოვიპოვოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იმ პიროვნების წარსული შესახებ ვისაც აქვს კრიზისული პერიოდი.
  • განვითარების რა ეტაპზეა ეს პიროვნება?
  • მოვიპოვოთ ინფორმაცია რომელიც კავშირშია ამ პიროვნების ოჯახის წევრებთან და სამუშაო გარემოსთან.
და ალბათ ისევ და ისევ საკუთარ თავს ეკითხებით რაში გვჭირდება ეს ყველაეფრი. მხოლოდ ერთ რამეში - შეძლებისგადვარად ამოვუდგეთ ერთმანეთს მხარში მაშინ როცა ყველაზე მეტად გვჭირდება თანადგომა. მაგრამ საჭიროა ამის გაკეთება ისე რომ არ გავაფუჭოთ საქმე და ადამიანის ფსიქიკა არ დავაზანოთ.
თქვენთან კი ერთი კითხვა მაქვს, როგორ ეხმარებით ადამიანს რომელიც განიცდის ფსიქოლოგიურ კრიზისს?

lit:
Cullberg, J. (2006). Kris och utveckling (samt katastrofpsykiatri och sena stressreaktioner). Stockholm: Natur och Kultur

3 comments:

Lalena said...

ჵირველ რიგში ვციდლობ მოვუსმინო ბოლომდე, ვფიქრობ ამ დროს მნიშვნელოვანია მოსმენა, მერე რადგან მე იმ კრიზისის ქვეშ არ ვარ, ანუ ცოთატი უფრო საღად აღვიქვამ მომხდარს, ანუ ობიექტურად და არა სუბიექტურად, ვცდილობ შევთავაზო გამოსვლის ხერხები და დავანახო, რომ კრიზისი, რაც არ უნდა მაშტაბური ჩანდეს, შეიძლება ერთი ”სულის შებერვით გაქრეს” :)

Keti said...

ზუსტად მსგავსი რამის წაკითხვა მჭირდებოდა ახლა.
მე არ ვიცი ეს ტერმინები, მაგრამ ფორმებზე და გამოსავლებზე კი ბევრს ვფიქრობ ხოლმე.

Mblogavi said...

dzalian magaria fsiqologoba, mec minda aseti ragacebi kargad sheviswavlo :)

fsiqologiuri krizisis dros rogor vexmarebi ar vici, ase oficialurad ar vudgebi sakitxs, albat yvelas ise vexmarebi, rogorc shemidzlia - vamxiaruleb.