Jan 25, 2010

სტუდენტების მტერი

როგორც წინა პოსტში ვწერდიდღევანდლი დღიდან ანუ 25 იანვრიდან დაგვეწყო ანატომია. თავიდანვე ფრიად შეშინებული და პოლიტიკოსებს რომ უყვართ გამოთქმა ”აღშფოთებული ვიყავი” იმიტომ რომ ვიცოდი წინ რაც მელოდა. მაგრამ ვაი რომ მთლად კარგად არ მცოდნია და კარგად ვერ გამითვლია.

დღეს პირველი ლექცია ჩაგვიტარდა და 7 საათიანი (აქედან შესვენება ერთი საათი და შიგ და შიგ 5-10 წუთიანი უბრალოდ ტვალეტში გასაქცევად და ყავის დასალევად) ლექციის შემდეგ სრულიად განადგურებული მოვედი სახლში. ასეთი დაღლილი დიდი ხანი არ ვყოფილვარ, მაშინაც კი როცა გამოცდისთვის ვემზადებოდი.

ახლა მთავარი. არ მესმის ეს კურსი რატომ გააკეთეს ასე. 5 კვირაა და იმდენი სასწავლი რომ ახლა ავდექი ამ პოსტის დასაწერად და ჯერ ნახევარიც ვერ ვისცავლე იმ მასალიდან რაც დღეს აგვიხსნეს. მასწავლებელის თქმით პირველ ცდაზე ამ საგანს აბარებს სტუდენტთა 20% მე ვსვავ კითხვას თქვე კაი ხალხო, ხომ ხედავთ რომ საგნის სწავლის ტემპი და მასალა ვერ შეესაბამება ერთმანეთს? რა აზრი აქვს ასეთ სწავლებას როცა სტუდენტის ერთადერთი მიზანი გამოცდიდან თავის დარწევაა? ან როცა მთელი 5 კვირა ძლიერი სტრესის ქვეშ ვართ? და რაც მთავარია ეს არ გვაკმარეს და ანატომიის მერე ნეიროფიზიოლოგია გვეწყება. იგივე ტემპით, გამოცდის პირველ ცდაზე წარმატებით ჩაბარების იგივე მაჩვენებელით.

პ.ს. არაფერს ვამბობ ტერმინოლოგიის სირთულეზე. მიკვირს რომ ინგლისურად ყველაფერი კარგად მესმის, მაგრამ შვედურად მაგრად ვჭედავ :( ლათინური დასახელებები კიდე სვა პრობლემაა რომელზეც აღარ ვიწუწუბენ.


6 comments:

CheshireCat said...

ანატომია ყველგან ერთნაირი "ხიჭვია".. ნუ გეშინია. თავიდან ჩანს ძალიან ძნელი, ნელა ნელა დაუმუღამებ და აღარ გექნება პრობლემა. ცოტა საზეპირო კია :)


ეჰჰ.. ანატომია.. ბუნდოვნად მახსოვს. ისე 5 კვირა მაინც ჰარდკორია.

Tomushka said...

CheshireCat - ვაიმე ექიმები როგორ სწავლობთ ამას არ ვიცი. მართლა! ყოჩაღ თქვენს მოთმინებას

Anya said...

Looks interesting anatomy :-)

(@^.^@)

Sophie Golden said...

მე ჯერ კიდევ ვერ გავიგე, რას სწავლობ???

ანატომია ისე მიყვარდა სკოლაში, მაგრამ შვედურად და ლათინურად ჯერ არ მიცდია.

Anonymous said...

sad scavlob dzalian damainteresa?? da albat medicinis pakultetze scavlob?? risi eqimi iqnebi?

Tomushka said...

რას ვსწავლობ და ოკუპაციურ თერაპიას.
როგორც გვითხრეს ამ კურსის მიზანი ის არის რომ ვერკვეოდეთ ”ელემენტარულ ანატომიაში” და ტერმინებში რადგან შეგვეძლოს პაციენტების ჟურნალებში გარკვევა, და რაც მთავარია თავად წერა.

ვოტ ტაკ.

Anya -yes, it is quiet interesting to read, but not study :D